წალკის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
'''წალკის მუნიციპალიტეტი''' — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]], [[ქვემო ქართლის მხარე]]ში. [[1917]] წლამდე ახლანდელი წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა [[თბილისის გუბერნია|თბილისის გუბერნიის]] ბორჩალოს მაზრაში, [[1921]] წლის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისევ [[ბორჩალოს მაზრა]]შია, [[1930]] წლიდან ხდება დამოუკიდებელი რაიონი. [[1963]]-[[1964]] წლებში შედიოდა თეთრი წყაროს რაიონში. [[1965]] წლიდან კვლავ გამოეყო ცალკე რაიონად. ამჟამად მუნიციპალიტეტი.
 
წალკის მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთიდან ისაზღვრება [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი]]თ, აგრეთვე [[გორის მუნიციპალიტეტი|გორისა]] და [[კასპის მუნიციპალიტეტი|კასპის მუნიციპალიტეტებით]]. დასავლეთით ესაზღვრება [[ახალქალაქის მუნიციპალიტეტი]], სამხრეთით [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინდისა]] და [[დმანისის მუნიციპალიტეტი|დმანისის მუნიციპალიტეტები]], აღმოსავლეთით საზღვრავს [[თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი|თეთრი წყაროსთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი]], რამდენიმე კილომეტრით სცდება [[ქარელის მუნიციპალიტეტი|ქარელის მუნიციპალიტეტს]]. მუნიციპალიტეტის ფართობია 1050,6 კმ². ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი [[წალკა]].<ref name="usaid" /><ref>[http://nala.ge/munic/ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია]</ref>
 
წალკის მუნიციპალიტეტი მდებარეობს ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში. ტერიტორიის დიდ ნაწილში ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო [[ჰავა]], ზომიერად ცივი [[ზამთარი|ზამთრით]] და ხანგრძლივი [[ზაფხული]]თ. წალკის ქვაბულში მთის სტეპების ჰავაა, იცის ცივი [[ზამთარი]] და თბილი [[ზაფხული]]. ჰაერის საშუალო წლიური [[ტემპერატურა]]ა 5,9 °C, [[იანვარი|იანვრის]] -4,8 °C, [[ივლისი]]ს 16 °C, აბსოლუტურ მინიმუნი -34 °C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 33 °C. ნალექები 740 მმ წელიწადში. წალკის მუნიციპალიტეტში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 600-740 მმ-ს უდრის. ნალექების მაქსიმუმი [[გაზაფხული|გაზაფხულსა]] და [[ზაფხული]]ს დასაწყისშია, მინიმუმი — [[ზამთარი|ზამთარში]]. მუნიციპალიტეტის მაღალ ადგილებში მთიანეთის სტეპების ჰავაა, იცის მოკლე ზაფხული და ცივი ზამთარი. [[სამსრის ქედი|სამსრის]], [[ჯავახეთის ქედი|ჯავახეთისა]] და [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის ქედებზე]] (ყველაზე მაღალ ადგილებში) ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთიანეთის ზომიერად მშრალი [[ჰავა]]ა.<ref name="usaid" />
ხაზი 24:
ეკონომიკის ძირითადი სექტორები, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოსავლებს არის: [[სოფლის მეურნეობა]] (ძირითადად მეცხოველეობა და მეკარტოფილეობა), ელექტროენერგეტიკა, მცირე მეწარმეობა (ძირითადად ვაჭრობს და საყოფაცხოვრებო მომსახურება) და საჯარო სამსახურები.<ref name="usaid" />
 
2014 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 18 849 ადამიანს. მუნიციპალიტეტში 42 დასახლებული პუნქტია. მათ შორის 1 ქალაქია — [[წალკა]]. მუნიციპალიტეტის ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 3200 ადამიანს, ხოლო სოფლის 18 800-ს, ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 85 % სოფლად ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვე 21 ად./კმ², რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 ად./კმ²) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.<ref name="usaid" />
 
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით არის 3 000 000 ლარი. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ძირითადი შემოსავლების წყაროა მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, ელექტროენერგეტიკა, მცირე ბიზნესი (ძირითადად ვაჭრობა და მომსახურეობის სერვისი), საჯარო სამსახურები.<ref name="usaid">[http://nala.ge/uploads/tsalka.pdf პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია]</ref>