ჯეჰან-შაჰი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
 
== მმართველობა ==
[[1447]] წელს, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა [[თემურ-ლენგი]]ს შვილი [[შაჰრუჰი]], ჯეჰან-შაჰი დაპყრობილი მიწების ერთპიროვნული მმართველი გახდა. მან ისარგებლა [[თემურიდები]]ს სახელმწიფოში არეულობებით და [[1453]] წლისთვის დაიპყრო დასავლეთი [[ირანი]], დაამხო თემურიდი მმართველის მირზა-იბრაჰიმის მმართველობა. [[1458]] წელს კი დაიპყრო თემურიდი სულთნების დედაქალაქი [[ჰერათი]]. საზღვარი თავის სახელმწიფოსა და თემურიდებს შორის გაატარა [[დაშტედაშთე-კავირიქევირი]]ს უდაბნოზე. თუმცა თემურიდმა მმართველმა მირზა [[აბუ საიდი (თემურიდი)|აბუ საიდმა]], მას მოსთხოვა დაპყრობილი მიწების დაბრუნება. ამავდროულად ჯეჰან-შაჰმა მიიღო ცნობები აზერბაიჯანში მისი შვილის, ჰასან-ალის, აჯანყების შესახებ. ამ ამბებმა განაპირობა ზავის დადება აბუ-საიდთან, რომლის მიხედვითაც სპარსეთის ერაყზე და ფარსისტანზე უარი განაცხადა. ჯეჰან-შაჰი წავიდა აზერბაიჯანში და ჩაახშო ჰასან-ალის აჯანყება.
 
[[ყარა-ყოიუნლუ]]ს სახელმწიფო ჯეჰან-შაჰის მმართველობის დროს მუდმივ მტრობაში იმყოფებოდა [[აყ-ყოიუნლუ]]ს სახელმწიფოსთან. დასავლეთის საზღვრებთან ხშირად მიმდინარეობდა სამხედრო დაპირისპირებები. [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] 50-იან წლების ბოლოს ყარა-ყოიუნლუმ დაკარგა ტერიტორიის მნიშვნელობანი ნაწილი ქურთისტანში და [[სომხეთი|სომხეთში]]. აყ-ყოიუნლუს ძალების გაძლიერება [[უზუნ-ჰასანი]]ს მმართველობის პერიოდში, გახდა ამ ორი თურქმნული სახელმწიფოს დაპირისპირების ძირითადი მიზეზი. [[1467]] წელს მუშის ხეობაში მათ შორის გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც დასრულდა [[ყარა-ყოიუნლუ]]ს ჯარების სრული მარცხით. უკან დახევის დროს ჯეჰან-შაჰი დაატყვევეს და თავი მოჰკვეთეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯეჰან-შაჰი“-დან