სიმონ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმართველი
|ქვეყანა = [[ქართლის სამეფო|ქართლის]]
|თანამდებობა = მეფე
|სახელი = სიმონ I
|ორიგინალური სახელი =
|რიგი =
|რიგი-მეუღლეების =
|სურათი = Custos_Dominicus._Simeon_Georgianvs.jpg
|წარწერა =
|მმართველობის დასაწყისი = [[1556]] - [[1569]]
|მმართველობის დასასრული = [[1578]] - [[1600]]
|კორონაცია =
|წინამორბედი = [[ლუარსაბ I]]
|მემკვიდრე = =[[დავით XI]]
|სხვა წოდებები =
|ვიცე-პრეზიდენტი =
|პარტია =
|დაბადების თარიღი = [[1537]]
|დაბადების ადგილი =
|გარდაცვალების თარიღი = [[1611]]
|გარდაცვალების ადგილი = [[კონსტანტინოპოლი]] (დღ. [[სტამბოლი]], {{flagicon|თურქეთი}})
|ქორწინება = 1.ნესტან-დარეჯანი
|შვილები = =1.[[გიორგი X]]<br />2. ლუარსაბი<br />3.ალექსანდრე (არსენი)<br />4.ვახტანგი<br />5.ელენე
|დინასტია = [[ბაგრატიონები]]
|მამა = [[ლუარსაბ I]]
|დედა = =თამარი
}}
'''სიმონ I''' (დ. [[1537]] — გ. [[1611]]) — [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[1556]]-[[1569]], [[1578]]-[[1599]], [[ლუარსაბ I|ლუარსაბ I-ის]] ძე.
ხაზი 32:
ირან-ოსმალეთის ომის დაწყებისთანავე ([[1578]]) შაჰმა სიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლის მეფედ დანიშნა. ქართლში დაბრუნებისთანავე სიმონ I-მა პარტიზანული ომი გააჩაღა ოსმალების წინააღმდეგ, რომლებსაც თბილისი და მთელი ქართლი დაპყრობილი ჰქონდათ. მალე სიმონ I-მა ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე, გორი და სხვა ციხესიმაგრეები. [[1579]] სიმონ I-მა ალყა შემოარტყა თბილისს. ოსმალთა მთავარი ამოცანა გარნიზონის სურსათით მომარაგება გახდა, მაგრამ სიმონ I-მა არაერთხელ დაამარცხა ამ მიზნით ქართლში შემოსული ოსმალთა რაზმები. [[1580]] წლის ზაფხულში სულთანმა სარდალი [[მუსტაფა ლალა-ფაშა]] გადააყენა და მის ნაცვლად [[სინან-ფაშა]] დანიშნა, მაგრამ ვერც მან შეძლო სიმონ I-ის დამორჩილება. [[1582]] სიმონ I-მა კავშირი შეკრა [[მანუჩარ II|მანუჩარ II ჯაყელთან]]. იმავე წელს [[მუხრანის ბრძოლა]]ში სიმონ I-მა დაამარცხა სულთნის ლაშქარი. ამავე დროს აჯანყება დაიწყო [[სამცხე-საათაბაგო|სამცხე-საათაბაგოში]], [[1579]] ოსმალთა მიერ გაუქმებული ათაბაგობა აღდგა. [[1584]] სულთანმა ქართლში გამოგზავნა ახალი სარდალი ფერჰად-ფაშა. [[1585]] სიმონ I-მა აიღო ლორე, რომელიც მალე ისევ ოსმალებმა დაიბრუნეს. [[1587]] ფერჰად-ფაშამ შეძლო სამცხე-საათაბაგოში ოსმალთა ხელისუფლების აღდგენა. 80-იანი წლების II ნახევარში ოსმალეთი მთელ ამიერკავკასიას დაეუფლა. [[1588]] სიმონ I დაუზავდა ოსმალეთს: ქართლმა ხარკი იკისრა, სანაცვლოდ ოსმალეთმა ცნო ქართლის ქრისტიანი მეფე. სიმონ I-ის მეთაურობით ქართლის მოსახლეობის გმირულმა ბრძოლამ სულთნის ხელისუფლება აიძულა ხელი აეღო ქვეყნის სრული დაპყრობის პოლიტიკაზე. [[1590]] ირან-ოსმალეთის ზავის საფუძველზე მთელ საქართველოში ოსმალეთი გავლენა დამყარდა.
 
ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად სიმონ I იბრძოდა ქვეყნის გასაერთიანებლად. 80-იან წლებში დასავლეთ საქართველოში შინაფეოდალური ბრძოლები მიმდინარეობდა. [[1588]] [[გოფანთოს ბრძოლა 1588|გოფანთოს ბრძოლაში]] სიმონ I-მა დაამარცხა [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფე [[ლევანი (იმერეთის მეფე)|ლევანი]] ([[1583]]-[[1590]]), მაგრამ ქართლში ოსმალთა მძლავრობამ ხელი შეუშალა მოპოვებული გამარჯვების განმტკიცებას და ლევანი ისევ დაეუფლა ტახტს. [[1590]] სიმონ I-მა კვლავ ილაშქრა იმერეთში, აიღო ქუთაისი, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ შეძლო. მორიგი ლაშქრობის დროს კვლავ აიღო [[ქუთაისი]], [[კვარა]], [[სკანდე]], [[კაცხი (ჭიათურის რაიონი)|კაცხი]], მაგრამ [[ოფშკვითთან ბრძოლა]]ში დამარცხდა. ქართლისა და დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლა უშედეგოდ დამთავრდა. [[1595]] სპარსეთმა, ქართლმა და კახეთმა შეკრეს ოსმალეთის წინააღმდეგ. [[1598]] სიმონ I-მა განაახლა ბრძოლა და ალყა შემოარტყა [[გორის ციხე]]ს. ამავე დროს ანტიოსმალური აჯანყება დაიწყო სამცხე-საათბაგოში. [[1599]] სიმონ I-მა გორის ციხე აიღო. სულთანმა მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა საქართველოში ჯაფარ-ფაშას მეთაურობით. [[ნახიდურის ბრძოლა|ნახიდურთან ბრძოლაში]] ქართველები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. სოფელ ფარცხისთან (ახლანდელი [[თეთრითეთრიწყაროს წყაროს რაიონიმუნიციპალიტეტი]]) სიმონ I ტყვედ ჩავარდა ([[1599]]), იგი [[სტამბოლი|სტამბოლში]] გაგზავნეს და [[იედიყულე]]ს (შვიდკოშკა) ციხეში გამოამწყვდიეს. ქართველების ცდა, დაეხსნათ სიმონ I, უშედეგო აღმოჩნდა და იგი ტყვეობაში გარდაიცვალა.
 
==ლიტერატურა==
ხაზი 40:
 
==რესურსები ინტერნეტში==
 
* [http://burusi.wordpress.com/history/simon/ სიმონ I]
 
Line 48 ⟶ 47:
{{დაასრულე დაფა}}
 
{{საქართველოს მეფეები (1490-1810)}}
 
{{საქართველოს მეფეები (1490-1810)}}
[[კატეგორია:ქართლის მეფეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1537]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1611]]
[[კატეგორია:ქართლის სამეფოს ბაგრატიონები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_I“-დან