ქეთევან ხუციშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება |სახელი = ქეთევან ხუციშვილი |მშობსა...)
 
 
ქეთევან ხუციშვილი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი; მისი კვლევის ინტერესებია: რელიგიები, ეთნიკური ჯგუფები, კონფლიქტები. არის სამი მონოგრაფიის, ექვს ათეულზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, სამი წიგნისა და ერთი სახელმძღვანელოს თანაავტორი. 5 ათეულზე მეტი საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის მონაწილე. ათეულობით საველე ეთნოგრაფიული ექსპედიციის მონაწილე [[საქართველო|საქართველოში]], [[კავკასია|კავკასიასა]] და [[თურქეთი|თურქეთში]]. თსუ-ში მუშაობს [[1993]] წლიდან. სხვადასხვა დროს ისტორიისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიჰყავდა და ამჟამადაც კითხულობს შემდეგ სალექციო კურსებს: ეთნოლოგიური კვლევის მეთოდები, შესავალი ეთნოლოგიაში, რელიგიების ისტორია, რელიგიის ანთროპოლოგია ძირითადი ანთროპოლოგიური სკოლები, ძალადობის ანთროპოლოგია, ეთნიკური უმცირესობები საქართველოში, კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია.<ref>{{Cite web|url=https://www.tsu.ge/science/?leng=ge&cat=autors&auid=%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98|title=ქეთევან ხუციშვილი - თსუ|publisher=www.nplg.gov.ge|accessdate=9 იანვარი, 2019}}</ref>
 
 
== რესურსები ინტერნეტში ==