საქართველოს სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 41:
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით, ქვეყანას ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკა"; აღადგინეს [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.
 
1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა [[საქართველოსშინაგან ეროვნულისაქმეთა გვარდიასამინისტრო]] როგორცშინაგანი შინაგანჯარები, საქმეთა[[საქართველოს სამინისტროსეროვნული შინაგანი ჯარებიგვარდია]]. ეროვნული გვარდია არსებობის საწყის ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს წარმოადგენდა. გვარდიის სარდლის თანამდებობაზე დაინიშნა [[თენგიზ კიტოვანი]].
 
1991 წლის თებერვალში ხელისუფლებამ დაიწყო უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბებული უკანონოდ შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღება, რასაც ზოგ შემთხვევაში თან ახლდა შეიარაღებული დაპირისპირება. ოპერაციების დაწყების წინ [[შინაგან საქმეთა სამინისტრო]]მსამინისტრომ საჯაროდ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებდა იარაღს და დატოვებდა უკანონოდ შეიარაღებული ფორმირების რიგებს, მის მიმართ არ იქნებოდა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. 16 თებერვალს ქალაქ სამტრედიაში ცეცხლი დაუშინეს [[პრეფექტურა|პრეფექტურის]] შენობას და დაჭრეს ორი მშვიდობიანი მოქალაქე. მილიციამ ამ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა მხედრიონის„მხედრიონის“ და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის რამდენიმე წევრი. 20 თებერვალს „მხედრიონის“ კახეთის სადროშოს წევრებმა გელა გოდერძიშვილის ხელმძღვანელობით სროლა აუტეხეს ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ საქართველოს შს სამინისტროს და საგარეჯოს შინაგან საქმეთა განყოფილების თანამშრომლები, რაზეც მათ სროლითვე უპასუხეს. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრნენ როგორც მილიციის, ასევე „მხედრიონის“ წევრები. მილიცილეთა მხრიდან დაიჭრნენ საგარეჯოს სახელმწიფო ავტოინსპექტორი, მილიციის კაპიტანი შ. ბორაშვილი და შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების ოპერრწმუნებული, მილიციის კაპიტანი ნ. ჯავახიშვილი. სხვაგან იარაღის ჩამორთმევის ოპერაციები შეიარაღებული შეტაკებების გარეშე განხორციელდა. მილიციამ „მხედრიონის“ წევრებს ჩამოართვა ავტომატები, კარაბინები, სხვადასხვა სისტემის რევოლვერები, პისტოლეტები, გადაჭრილი თოფები და სხვა იარაღი საბრძოლო ვაზნებთან ერთად, ასევე „მხედრიონის“ წევრების მიერ გატაცებული რამდენიმე მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა და [[ჯავშანტრანსპორტიორი|ჯავშანტრანსპორტიორები]]. ოპერაციების მსვლელობის დროს დააკავეს [[ჯაბა იოსელიანი]] და „მხედრიონის“ სხვა ლიდერები.
 
[[1991]] წლის 31 მარტს გაიმართა რეფერენდუმი დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რომელთა მონაწილეების 97 % დათანხმდა [[საქართველო]]ს დამოუკიდებლობას, იმავე წლის [[9 აპრილი|9 აპრილს]] კი [[1918]] წლის კონსტიტუციის საფუძველზე საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
ხაზი 51:
ახლადარჩეულ პრეზიდენტს ოპოზიციაში ჩაუდგა ეროვნული კონგრესი. კონგრესმა მოახერხა თავის მხარეს გადმოებირა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უკმაყოფილო იყო ახალი ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკური და ეკონომიკური კურსით.
 
პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვითარება დაძაბული იყო საბჭოთა კავშირშიც. 1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვში მოეწყო [[აგვისტოს პუტჩი (1991)|პუტჩი]], რომლის დროსაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო სამხედრო ხუნტამ, [[საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტი|საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტმა]]. მასში შედიოდნენ წითელი არმიის გენერლები, [[სუკ]]-ის და [[სკკპ ცკ|ცენტრალური კომიტეტის]] წევრები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის შეჩერება განიზრახეს. იმავე დღეს თბილისში ზვიად გამსახურდიასთან შესახვედრად ჩამოვიდნენ საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჟურავლიოვი და [[ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი]]ს სარდალი ვალერიან პატრიკეევი. მათ პრეზიდენტს ეროვნული გვარდიის დაშლა მოთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სადამსჯელო ღონისძიებების გატარებით დაიმუქრნენ. საქმე იმაშია, რომ საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის #1 დადგენილების მეორე მუხლი მოითხოვდა: „ხელისუფლებისა და მმართველობის სტრუქტურების, გასამხედროებული ფორმირებების დაუყოვნებლივ დაშლას, რომელთა ქმედებაც ეწინააღმდეგება სსრ კავშირის კონსტიტუციას და კანონებს“. არსებობის საწყის ეტაპზე ეროვნული გვარდია არ იყო სათანადოდ მომზადებული და შეიარაღებული, ამიტომაც სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში მას ცხადია გაუჭირდებოდა კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული [[წითელი არმია|საბჭოთა არმიის]] წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოს არც საერთაშორისო მხარდაჭერა გააჩნდა, რადგან მის დამოუკიდებლობას არცერთი ქვეყანა არ აღიარებდა. აღნიშნულ ვითარებაში ზვიად გამსახურდიამ გადაწყვიტა კომპრომისზე წასულიყო პუტჩისტებთან, თუმცა მას გვარდია არ დაუშლია. მოლაპარაკებებიდან რამდენინე საათში გამოვიდა პრეზიდენტის ბრძანებულება ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ეროვნული გვარდია გახდა მილიციის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი, გვარდიის სარდლის თანამდებობა გაუქმდა და მისი ფუნქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველ მოადგილეს დაეკისრა.
 
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია [[თენგიზ კიტოვანი]]სკიტოვანის და გვარდიის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება. 20 აგვისტოს კიტოვანმა შეკრიბა 400 გვარდიელი და მათთან ერთად [[რკონის ხეობა]]ში დაბანაკდა. მან პრეზიდენტი პუტჩისტებთან გარიგებაში დაადანაშაულა და დამოურჩილებლობა გამოუცხადა. პრეზიდენტის წინააღმდეგ გააქტიურდა ოპოზიციაც. თბილისში, მთავრობის სახლის დასაცავად მხოლოდ გამსახურდიას ერთგული 100 გვარდიელი დარჩა. კიტოვანს ასევე არ დაემორჩილა ეროვნული გვარდიის ზუგდიდის ბატალიონის მეთაური [[ვახტანგ (ლოთი) ქობალია]].
 
1991 წლის 2 სექტემბერს სპეციალური დანიშნულების რაზმებმა იარაღის გამოყენებით დაარბიეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) საინფორმაციო მიტინგი რუსთაველის ძეგლთან. თბილისში ფაქტობრივად პერმანენტული პოლიტიკურ კრიზისი დაიწყო. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ დაიწყო შიმშილობა ყოფილ "იმელის" შენობასთა, 10 სექტემბერს ბარიკადები აღიმართა რუსთაველის პროსპექტზე, იმართებოდა საინფორმაციო მიტინგები საქტელერადიოს შენობასთან, ედპ-ის შტაბ-ბინასთან ჟურნალისტების, შემოქმედებითი ინტელიგენციისა და სხვათა მონაწილეობით. თბილისის ზღვის მიდამოებში განლაგდა ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი. 4-5 სექტემბერს ხელისუფლებამ ძალით გაწმინდა რუსთაველის პროსპექტი, რის შედეგადაც დაიჭრა რამდენიმე კაცი. გვარდიის განდგომილი ნაწილის განიარაღების ცდასაც ოქტომბერში შეტაკება და რამდენიმე ადამიანის დაჭრა მოჰყვა. დააკავეს ედპ-ის ლიდერი გ.ჭანტურია, ჟურნალისტი გ.ხაინდრავა და სხვები. პოლიტიკური დაძაბულობა თბილისში ძლიერდებოდა.
 
ამ მოვლენების პარალელურად კი რუსეთმა მოახერხა დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) შექმნა. [[1991]] წლის 21 დეკემბერს [[ყაზახეთი|ყაზახეთში]] [[დსთ]]-ს პირველი სამიტი გაიმართა, სადაც უკვე 11 სახელმწიფო იყო გაერთიანებულია, თუმცა საქართველო მყარად იდგა თავის პოზიციაზე და არ აპირებდა აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რაც ეწინააღმდეგებოდა რუსეთის იდეებს, მათ ამ ორგანიზაციის შექმნით პრაქტიკულად სურდა, რომ გავლენა არ დაეკარგა ყოფილი [[სსრკ]]-ს წევრ ქვეყნებზე. [[რუსეთი|რუსეთმა]] მოახერხა არეულობის შექმნა ქვეყანაში და 22 დეკემბერს თბილისში დაიწყო ე. წ. „სახალხო აჯანყება“, უფრო სწორად, სახელმწიფო გადატრიალება. <ref name=Coup >{{cite web|url=http://newposts.ge/?l=G&id=266|title=22 წლის წინ, 22 დეკემბერს თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო}}</ref> ამ ყველაფერმა კი მხოლოდ საქართველო დააზარალა, რაც გამოიხატა დაღუპულ ჯარისკაცებსა და დანგრეულ ინფრასტრუქტურაში. <br />