დიდოელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხუნძურად წუნ არის "არწივი". წუნტა "არწივ-ზე" ეწოდება დიდოეთს - ახლა ეგ ერთი რაიონია დაღესტანში. ცეზი დიდოურად არის "არწივ-ელი" და დიდოეთს ჰქვია "ცეტლო". ნახეთ ნოდარ არდოტელის ნაშრომი "დიდოური ენა". 2006, თბილისი
ხაზი 1:
[[ფაილი:Традицонная одежда.jpg|მინი|დიდოელები]]
'''დიდოელები''' (საკუთარი სახელწოდება ''ცუნტა'' ან ''ცუნტალიცეზი''; {{lang-av|ცეზიწუნტისსელ "არწივის ბუდეზე მცხოვრებნი"}} — „ადამიანები“) — [[დაღესტანი|დაღესტანში]], [[წუნტის რაიონი|წუნტის]] და [[ბეჟტის რაიონი|ბეჟტის]], ნაწილობრივ [[წუმადის რაიონი|წუმადის]] რაიონებში — ისტორიულ დიდოეთში მცხოვრებ ტომთა ჯგუფი. ჩვეულებრივ, ტერმინით „დიდოელებით“ იხსენიებენ საკუთრივ დიდოელებს, ანუ ცეზებს (საკუთარი სახელწოდება ცეზი), [[ჰინუხელები|ჰინუხელებს]], [[კაპუჭელები|კაპუჭელებს]] (საკუთარი სახელწოდება კაპუჭას სუკო ან ბეჟტ'ას სუკო) და [[ჰუნზიბელები|ჰუნზიბელებს]] (საკუთარი სახელწოდება ენზეესი). რაოდენობა 30 ათას კაცამდე აღწევს, თუმცა მონაცემები დაუზუსტებელია — დიდოელები ოფიციალურად [[ხუნძები|ხუნძებად]] აღირაცხებიან და ცალკე ეროვნებად არ გამოიყოფიან.
 
დიდოელები ძვ. წ. აღ. II ს.-იდან ახ. წ. აღ. XVIII ს. მეორე ნახევრამდე [[საქართველო]]ს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, ხოლო XVIII ს.-იდან მათი ტერიტორია — ისტორიული დიდოეთი [[ხუნძახის სახანო]]მ დაიპყრო. ამ დროიდანვე დიდოელთა შორის ვრცელდება [[ისლამი]]ც. ხუნძახის სახანოს მიერ დიდოელთა მიწების დაპყრობამ შეაფერხა დიდოელი ხალხის ჩამოყალიბება და დღესაც, დიდოურ ტომებს ერთიანი თვითაღქმა მეტად შესუსტებული აქვთ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიდოურ ტომთა გაერთიანების პროცესი დღესაც გრძელდება, რასაც ხელს უწყობს ახლად წარმოქმნილი ეროვნული მოძრაობა. ჰინუხელები, კაპუჭელები და ჰუნზიბელები, რომელთაც თავიანთი საშინაო-სამეტყველო ენები აქვთ, ფლობენ ასევე ცეზურ ენასაც. ცეზები ანუ საკუთრივ დიდოელები კი დიდოურ ტომთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდოელები“-დან