ფესვები (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 37:
| geocinema_id = 451
}}
'''ფესვები''' — ქართული [[მხატვრული ფილმი]]. გადაღება დაიწყო [[1985]] წლის იანვარში და დამთავრდა [[1987]] წლის სექტემბერში
 
==სცენარი==
[[ფილმი]] [[ქართველი]] ემიგრანტის სამშობლოსადმი განუწყვეტელი ნოსტალგიით აღსავსე ვრცელი ცხოვრების გზაზე მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირი (მსახ. [[დოდო აბაშიძე]]) საშოვარზე მიემგზავრება [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], თუმცაღა [[I მსოფლიო ომი]]ს დაწყებისა და საზღვრების ჩაკეტვის გამო, სამუდამოდ რჩება საფრანგეთში, მიუხედავად ამისა ის საქართველოში დაბრუნების იმედს არ კარგავს. იგი ქმნის ოჯახს, ცოლად მოყავს [[ფრანგი]] გოგონა მადლენი. მისი შვილები [[ქართული ენა|ქართულად]] ვერ საუბრობენ. ორიდან ერთ-ერთი ტარიელი პარტიზანულ-დივერსიული ოპერაციის დროს იღუპება.
 
ერთ დღესაც იგი ხვდება ძველ ქართველ მეგობარს - მევიოლინეს რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ საფრანგეთში გაიცნო, რომელიც დანანებით ეუბნება რომ ისინი მოწყდნენ თავიანთ ფესვებს და რიტორიკულად ეკითხება "შენი შვილები ლაპარაკობენ ქართულად"? აღნიშნულმა მწარე რეალობამ უბიძგა ფილმის მთავარ გმირს, შვილიშვილისათვის ესწავლებინა [[ქართული ენა]], [[კულტურა]], [[ისტორია]] და ადათ-წესები. სიკვდილის წინ იგი ეუბნება შვილიშვილს: "გახსოვდეს, ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან. შენი ფესვები იქ არის - საქართველოში."
 
ფილმის სიუჟეტი ვითარდება გზად [[პარიზი]]დან საქართველომდე. შვილიშვილს მოაქვს ბაბუას ფერფლი და უყვება აღნიშნულ ისტორიას თანამგზავრს. ფილმის კულმინაცია შემდეგში მდგომარეობს: მაშინ როცა უკვე 60-ზე მეტი წელია ბაბუას საქართველოდან გამგზავრებიდან გასული და შვილიშვილს არც კი ჰგონი თუ ვინმეს ახსოვს მისი პაპა, თავსხმა წვიმაში მატარებლის სადგურზე მთელი სოფელია შეკრებილი და ელოდება მას.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფესვები_(ფილმი)“-დან