შემოქმედის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 20:
1811-1827 წლებში შემოქმედელი მიტროპოლიტის წოდებას ატარებდა ჯუმათელი ეპისკოპოსი ნიკოლოზ II შერვაშიძე, ქაიხოსრო ერისთავის ძე, მაგრამ ამ დროს შემოქმედში საეპისკოპოსო კათედრა აღარ იდგა და გურიაში მხოლოდ ერთი, ჯუმათის ეპარქია იყო დარჩენილი. შემოქმედის ეპარქიის აღდგენის მცდელობა იყო 1819 წელს, როცა სვიმონ შემოქმედელი დასვეს ეპისკოპოსად, მაგრამ ეს ფიქტიურ ხასიათს ატარებდა, რადგან რუსეთის იმპერიის ინტერესებში არ შედიოდა შემოქმედიის ეპარქიის აღდგენა, რამდენადაც მას კურსი ეპარქიების შემცირებისკენ ჰქონდა აღებული.
 
ნიკოლოზ შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ ვითარება დაიძაბა, ჯუმათის ეპარქია გაუქმდა. რუსეთის ცარიზმს არ სურდა [[ეპარქია]] ქართველ მღვდელმთავართ ემართათ, მაგრამ წინააღმდეგობა იმდენად გამიზნული იყო, რომ განზრახვაზე ხელი აიღეს. ბევრი ფიქრის შემდეგ, შემოქმედის მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ არსენს (მგალობლიშვილი) ეპარქია ჩააბარეს და ისიც გონივრულად უძღვებოდა ეპარქიას მანამ, სანამ [[1833]] წელს, შემოქმედის ეპარქია [[იმერეთის ეპარქია]]ს არ შეუერთეს. მიუხედავად ამისა, ფაქტობრივად გურიის ეკლესიებს მაინც არსენი მართავდა გარდაცვლაებამდე, 1842 წლამდე. ასე გაგრძელდა [[1844]] წლის [[1 აპრილი|1 აპრილს]] გურიაში ახალი საეკლესიო კათედრა — [[გურიის ეპარქია]] შემოიღეს, კათედრით ჯუმათში. მისი პირველი ეპისკოპოსი 1844-1856 წლებში იყო ექვთიმე. 1857-1858 წლებში გურიის ეპისკოპოსი იოანე იოსელიანი იყო, 1859-1881 წლებში კი გაბრიელ ტუსკია. 1882-85 წწ ეპისკოპოსი იყო [[ალექსანდრე (ოქროპირიძე)|ალექსანდრე ოქროპირიძე]]. 1885 წლის 12 ივნისს [[გურია-სამეგრელოს ეპარქია]] გაერთიანდა. 1896-98 წლებში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი იყო [[ოზურგეთის მაზრა|ოზურგეთის მაზრის]] უფროს ოტია დადიანის ძმა ალექსანდრე (გრიგოლი). 1898-1903 წწ. გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი იყო კვლავ ალექსანდრე ოქროპირიძე. 1903 წლიდან კი მისი ძმა ლეონიდე ოქროპირიძე.
 
===საბჭოთა პერიოდი===