მარია კაროლინა სიცილიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
ბერის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ქორწინებაში სულ ოთხი შვილი შეეძინათ, რომელთაგან ორი ჩვილობაშივე დაიღუპა და მხოლოდ ერთმა გოგონამ და ერთმა ვაჟმა შესძლეს ზრდასრულ ასაკამდე მიღწევა. 1820 წელს ბონაპარტისტებმა მარია კაროლინას ქმარი პარიზის ქუჩაში მოკლეს, თავად მარია კაროლინა კი ორსულობის გამო დაინდე. რამდენიმე თვეში მან თავისი მეოთხე შვილი და ვაჟი გააჩინა, რომელიც ბურბონთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი გახდა საფრანგეთში.
 
1824 წელს საფრანგეთის უშვილო მეფე ლუი XVIII გარდაიცვალა, რის გამოც ახალი მეფე მარია კაროლინას მამამთილი [[შარლ X (საფრანგეთი)|შარლ X]] გახდა. 1830 წლის ივლისში საფრანგეთში მოხდა ე.წ. "ივლისის რევოლუცია", რა დროსაც [[ლუი -ფილიპ ორლეანელი|ლუი ფილიპ ორლეანელმა]] დაამხო მეფე შარლის მმართველობა და დამყარდა ე.წ. "[[ივლისის მონარქია]]". ამ დროს საფრანგეთის ეროვნულმა ანსამლეამ ყველა ბურბონი გააძევა საფრანგეთიდან, რის გამოც შარლმა თავის ვაჟთან და რძლებთან ერთად სამშობლო დატოვა და შოტლანდიაში გაიქცა, სადაც ისინი ედინბურგში დაბინავდნენ. აქ თავად შარლი ჰოლირუდის სასახლეში ცხოვრობდა, თუმცა მარია კაროლინა თავის შვილებთან, მაზლთან და მის ცოლთან ერთად იქვე მდებარე რეგენტ ტერასში დაბინავდნენ.
 
შოტლანდიის კლიმატსა და ხალხს მარია კაროლინა ვერ ეგუებოდა, რის გამოც 1831 წელს მან შვილებთან ერთად სამუდამოდ დატოვა ედინბურგი და მშობლიური ნეაპოლისაკენ დაიძრა. იგი გემით ჯერ ჰოლანდიაში ჩავიდა, იქიდან პრუსიაში გადავიდა, საიდანაც ავსტრიის იმპერიაზე გავლით ჩავიდა ნეაპოლში. აქ იგი ძალიან მალე დაუახლოვდა ერთ-ერთ იტალიელ დიდგვაროვან მამაკაცს, სახელად ეტორე კარლო ლუჩესი-პალის, რომელიც ატარებდა ჰერცოგ დელა გრაციას ტიტულს. მარია კაროლინა და ეტორე კარლო ამავე 1831 წლის 14 დეკემბერს დაქორწინდნენ. 1832 წელს წყვილი მარსელში ჩავიდა. ისინი საფრანგეთში ორლეანელი მეფის დასამხობად და ბურბონთა დინასტიის კვლავ გასამეფებლად ჩავიდნენ. მათ გრაფი ვენდეს დახმარებით წარმატებით გაიარეს გზა და ბრეტანის ქალაქ ნანტში მშვიდობით ჩავიდნენ. თუმცა, ხუთთვიანი ბრძოლის შემდეგ მარია კაროლინა დამარცხდა, რაც 1832 წლის ნოემბერში მისი დაპატიმრებით დაგვირგვინდა.