საქართველოს მთავრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 19:
[[1990]] წლის [[28 ოქტომბერი|28 ოქტომბრის]] პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეულმა ხელისუფლებამ 1978 წლის საბჭოთა კონსტიტუციაში არსებითი ცვლილებები შეიტანა, რითაც მთლიანად შეიცვალა სახელმწიფო წყობილების ფორმა და ამ პირობების გათვალისწინებით – სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოების სტრუქტურა, თუმცა უცვლელი დარჩა ''მინისტრთა საბჭო'', რომელიც კვლავ იწოდებოდა „რესპუბლიკის მთავრობად“.<ref>[[#სპებ99|რუხაძე, ზ.]]: საქართველოს კონსტიტუციური განვითარება 1995 წლის 24 აგვისტომდე. ''წაკითხვის თარიღი: {{date|2018-12-26}}''</ref>
 
[[1991]] წლის [[22 დეკემბერი|22 დეკემბერს]] სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული [[თბილისის ომი|შეიარაღებული კონფლიქტის]] შედეგად, [[1992]] წლის [[2 იანვარი|2 იანვარს]] არაკონსტიტუციური გზით ძალაუფლება ხელში აიღო [[სამხედრო საბჭო|სამხედრო საბჭომ]], რომელმაც იმავე წლის [[21 თებერვალი|21 თებერვალს]] მიიღო [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია#კონსტიტუცია 1990-იანი წლების საქართველოში|დეკლარაცია 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის აღდგენის შესახებ]]. შედეგად შეიქმნა არაორდინალური ვითარება, როდესაც ფორმალურად გამოცხადებულ იქნა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს პირველი რესპუბლიკის]] კონსტიტუციაკონსტიტუციაზე დაბრუნება, თუმცა სახელმწიფო ხელისუფლებას ახორციელებდა არაკონსტიტუციური ორგანო. აგრეთვე გაურკვეველი რჩებოდა სახელმწიფო ორგანოთა, მათ შორის ''მთავრობის'' სამართლებრივი მდგომარეობა.<ref>[[#სპებ99|რუხაძე, ზ.]]: საქართველოს კონსტიტუციური განვითარება 1995 წლის 24 აგვისტომდე. ''წაკითხვის თარიღი: {{date|2018-12-27}}''</ref>
 
===მეორე კონსტიტუციის პერიოდი===