საქართველოს მთავრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გავრცობა
ხაზი 14:
საქართველოს [[რუსეთი#საბჭოთა რუსეთი|საბჭოთა რუსეთის]] მიერ ოკუპაციის შემდგომ, ქვეყანაში ძალაუფლება მთლიანად ხელში ჩაიგდო [[საქართველოს რევოლუციური კომიტეტი|საქართველოს რევკომმა]] და გააუქმა ხესუფლების ყველა მოქმედი ორგანო, მათ შორის ''მთავრობა''. ამის შემდგომ იწყება აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირების საბჭოური მიდგომები. ყველა შემდგომი პერიოდის საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციაში გათვალისწინებული იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, თუმცა ის არ იყო კლასიკური გაგებით ''მთავრობა'' და მისი უფლებამოსილებაც შეზღუდული იყო. რეალურ ძალაუფლებას ქვეყანაში ფლობდა კომუნისტური პარტია, [[პროლეტარიატი|პროლეტარიატის]] [[დიქტატურა|დიქტატურის]] სახელით.
 
[[1922]] წლის [[2 მარტი|2 მარტს]] ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებიდან ერთი კვირის თავზე, საქართველოს საბჭოების პირველმა ყრილობამ მიიღო საქართველოს რიგით პირველი საბჭოთა კონსტიტუცია, რომლის ძალითაც შეიქმნა მმართველობის უმაღლეს ორგანო – საქართველოს სსრ ''სახალხო კომისართა საბჭო'' (''შემოკლებით სახკომსაბჭო''), რომელსაც [[საქართველოს სსრსაბჭოების კომუნისტური პარტია|კომპარტიის]]ყრილობის ცენტრალური კომიტეტი ქმნიდა. [[1927]] წლის კონსტიტუციამ უცვლელად დატოვა ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოების სტრუქტურა. [[1937]] წელს მიღებულ იქნა რიგით მესამე საბჭოთა კონსტიტუცია, რომლის ასფუძველსაც [[1936]] წლის [[სსრკ]] კონსტიტუცია წარმოადგენდა და რომელმაც სახალხო კომისართა საბჭო არსებითად უცვლელად დატოვა, როგორც უმაღლესი აღმასრულებელ-განმკარგულებელი ორგანო. ''სახკომსაბჭო'' ანგარიშვალდებული გახდა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართ, რომელმაც ჩაანაცვლა რესპუბლიკის საბჭოების ყრილობა. უკვე [[1978]] წლის საბჭოთა კონსტიტუციაში ''სახკომსაბჭო'' ''მინისტრთა საბჭომ'' ჩაანაცვლა, როგორც „რესპუბლიკის ''მთავრობამ''“, თუმცა შინაარსობრივი ცვლილება მას არ განუცდია.<ref>[[#სპებ99|რუხაძე, ზ.]]: საბჭოთა პერიოდის საქართველოს კონსტიტუციები. ''წაკითხვის თარიღი: {{date|2018-12-26}}''</ref>
 
===გარდამავალი პერიოდი===