'''კონსტანტინე I''' (*დ. დაახლოებით [[1566]] ― † — გ. [[ოქტომბერი]], [[1605]]), კახეთის მეფე [[1605]], [[ალექსანდრე II, ლევან მეფის ძე (კახეთის მეფე)|ალექსანდრე II-ის]] ძე. ბავშვობიდან [[ირანი|ირანში]], [[შაჰი|შაჰის]]ს კარზე იზრდებოდა, სადაც გამაჰმადიანდა კიდეც. შაჰმა [[აბას I|აბას I-მა]] საგამგებლოდ შირვანი უბოძა და ჯარით კახეთში დააბრუნა. მას შაჰის დავალებით შირვანი ოსმალთაგან უნდა გაეთავისუფლებინა და თვითონ დაიჭრა. კონსტანტინემ კახელებს შირვანზე გალაშქრება მოსთხოვა, მაგრამ ალექსანდრე II სპარსეთ-ოსმალეთის ომის შესაძლო შედეგს ითვალისწინებდა და ომისაგან თავს იკავებდა. ამით უკმაყოფილო კონსტანტინემ შაჰ-აბას I-ის დავალებითა და სპარსელების დახმარებით მისივე კარავში მოკლა მამა -— ალექსანდრე II, ძმა -— [[გიორგი ბატონიშვილი, ალექსანდრე II-ის ვაჟი|გიორგი]], რამდენიმე კახი დარბაისელი და თავი მეფედ გამოაცხადა. ხალხმა იგი მეფედ არ მიიღო, [[კახეთის აჯანყება 1605|აჯანყდნენ]] და მოკლეს.