საქართველოს სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 47:
1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო [[საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები (1991)|საპრეზიდენტო არჩევნებზე]] მისი გამარჯვებით.
 
ახლადარჩეულ პრეზიდენტს ოპოზიციაში ჩაუდგა ეროვნული კონგრესი. კონგრესმა მოახერხა თავის მხარეს გადმოებირა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უკმაყოფილო იყო ახალი ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკური და ეკონომიკური კურსით.
 
ამავდროულად პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვითარება დაძაბული იყო საბჭოთა კავშირშიც. 1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვში მოეწყო [[აგვისტოს პუტჩი (1991)|პუტჩი]], რომლის დროსაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო სამხედრო ხუნტამ, [[საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტი|საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტმა]]. მასში შედიოდნენ წითელი არმიის გენერლები, სუკ-ის და ცენტრალური კომიტეტის წევრები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის შეჩერება განიზრახეს. იმავე დღეს თბილისში ზვიად გამსახურდიასთან შესახვედრად ჩამოვიდნენ საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჟურავლიოვი და [[ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი]]ს სარდალი ვალერიან პატრიკეევი. მათ პრეზიდენტს ეროვნული გვარდიის დაშლა მოთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სადამსჯელო ღონისძიებების გატარებით დაიმუქრნენ. საქმე იმაშია, რომ საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის #1 დადგენილების მეორე მუხლი მოითხოვდა: „ხელისუფლებისა და მმართველობის სტრუქტურების, გასამხედროებული ფორმირებების დაუყოვნებლივ დაშლას, რომელთა ქმედებაც ეწინააღმდეგება სსრ კავშირის კონსტიტუციას და კანონებს“. არსებობის საწყის ეტაპზე ეროვნული გვარდია არ იყო სათანადოდ მომზადებული და შეიარაღებული, ამიტომაც სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში მას ცხადია გაუჭირდებოდა კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული [[წითელი არმია|საბჭოთა არმიის]] წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოს არც საერთაშორისო მხარდაჭერა გააჩნდა, რადგან მის დამოუკიდებლობას არცერთი ქვეყანა არ აღიარებდა. აღნიშნულ ვითარებაში ზვიად გამსახურდიამ გადაწყვიტა კომპრომისზე წასულიყო პუტჩისტებთან, თუმცა მას გვარდია არ დაუშლია. მოლაპარაკებებიდან რამდენინე საათში გამოვიდა პრეზიდენტის ბრძანებულება ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ეროვნული გვარდია გახდა მილიციის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი, გვარდიის სარდლის თანამდებობა გაუქმდა და მისი ფუნქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველ მოადგილეს დაეკისრა.
 
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია [[თენგიზ კიტოვანი]]ს და გვარდიის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება. 20 აგვისტოს კიტოვანმა დაახლოებითშეკრიბა 400 გვარდიელთანგვარდიელი ერთადდა თბილისიმათთან დატოვა დაერთად [[რკონის ხეობაშიხეობა]]ში დაბანაკდა. მან პრეზიდენტი პუტჩისტებთან გარიგებაში დაადანაშაულა და დამოურჩილებლობა გამოუცხადა. პრეზიდენტის წინააღმდეგ გააქტიურდა ოპოზიციაც. თბილისში, მთავრობის სახლის დასაცავად მხოლოდ გამსახურდიას ერთგული 100 გვარდიელი დარჩა. კიტოვანს ასევე არ დაემორჩილა ეროვნული გვარდიის ზუგდიდის ბატალიონის მეთაური [[ვახტანგ (ლოთი) ქობალია]].
 
1991 წლის 2 სექტემბერს სპეციალური დანიშნულების რაზმებმა იარაღის გამოყენებით დაარბიეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) საინფორმაციო მიტინგი რუსთაველის ძეგლთან. თბილისში ფაქტობრივად პერმანენტული პოლიტიკურ კრიზისი დაიწყო. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ დაიწყო შიმშილობა ყოფილ "იმელის" შენობასთა, 10 სექტემბერს ბარიკადები აღიმართა რუსთაველის პროსპექტზე, იმართებოდა საინფორმაციო მიტინგები საქტელერადიოს შენობასთან, ედპ-ის შტაბ-ბინასთან ჟურნალისტების, შემოქმედებითი ინტელიგენციისა და სხვათა მონაწილეობით. თბილისის ზღვის მიდამოებში განლაგდა ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი. 4-5 სექტემბერს ხელისუფლებამ ძალით გაწმინდა რუსთაველის პროსპექტი, რის შედეგადაც დაიჭრა რამდენიმე კაცი. გვარდიის განდგომილი ნაწილის განიარაღების ცდასაც შეტაკება და რამდენიმე ადამიანის დაჭრა მოჰყვა. დააკავეს ედპ-ის ლიდერი გ.ჭანტურია, ჟურნალისტი გ.ხაინდრავა და სხვები. პოლიტიკური დაძაბულობა თბილისში ძლიერდებოდა.
 
ამ მოვლენების პარალელურად კი რუსეთმა მოახერხა დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) შექმნა. [[1991]] წლის 21 დეკემბერს [[ყაზახეთი|ყაზახეთში]] [[დსთ]]-ს პირველი სამიტი გაიმართა, სადაც უკვე 11 სახელმწიფო იყო გაერთიანებულია, თუმცა საქართველო მყარად იდგა თავის პოზიციაზე და არ აპირებდა აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რაც ეწინააღმდეგებოდა რუსეთის იდეებს, მათ ამ ორგანიზაციის შექმნით პრაქტიკულად სურდა, რომ გავლენა არ დაეკარგა ყოფილი [[სსრკ]]-ს წევრ ქვეყნებზე. [[რუსეთი|რუსეთმა]] მოახერხა არეულობის შექმნა ქვეყანაში და 22 დეკემბერს თბილისში დაიწყო ე. წ. „სახალხო აჯანყება“, უფრო სწორად, სახელმწიფო გადატრიალება. <ref name=Coup >{{cite web|url=http://newposts.ge/?l=G&id=266|title=22 წლის წინ, 22 დეკემბერს თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო}}</ref> ამ ყველაფერმა კი მხოლოდ საქართველო დააზარალა, რაც გამოიხატა დაღუპულ ჯარისკაცებშიჯარისკაცებსა და დანგრეულ ინფრასტრუქტურაში. <br />
მოვლენებს მაშინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე [[ნემო ბურჭულაძე]] ასე იგონებს :{{ციტატა|[[1991]]-[[1992|92]] წლების მოვლენები სამოქალაქო კი არა, რუსეთ-საქართველოს ომი იყო. 22 დეკემბერს იმიტომ ისროლეს, რომ წინა დღეს მსოფლიო რუკიდან საბჭოთა კავშირი გაქრა. ეს გადაწყვეტილება ალმა-ატის შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც 11 რესპუბლიკის პრეზიდენტი ესწრებოდა. საქართველოს მე და გურამ აბსანძე წარმოვადგენდით. 21 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, შეიქმნა დსთ, მხოლოდ საქართველომ თქვა უარი დსთ-ში შესვლაზე. ყაზახეთიდან გამომგზავრების წინ ელცინმა გვითხრა, დილის 8 საათამდე გამსახურდიას ზარს ველოდები, თუ არადა, პრობლემები შეგექმნებათო. 22 დეკემბერს, გამთენიისას დავბრუნდით თბილისში და დაიწყო კიდეც შეიარაღებული დაპირისპირება. ბევრი მათგანი, ვინც ხელისუფლებას აუჯანყდა, მისდა უნებურად ისე, რომ არც იცოდნენ, რუსეთის ჯარისკაცებად იქცნენ.}}