პაოლო მალდინი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
 
'''პაოლო მალდინი''' ({{lang-it|Paolo Maldini}}; დ. [[26 ივნისი]] [[1968]], [[მილანი]], [[იტალია]]) — [[იტალიელები|იტალიელი]] [[ფეხბურთი|ფეხბურთელი]]. თამაშობდა [[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|იტალიის ეროვნულ ნაკრებსა]] და „[[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანში]]“ მარცხენა განაპირა და ცენტრალურ [[მცველი (ფეხბურთი)|მცველად]]. პაოლომ მთელი კარიერა მხოლოდ ერთ კლუბში, „მილანში“ გაატარა. ამ ხნის განმავლობაში საკლუბო დონეზე უამრავი ტიტული მოიგო. 5-ჯერ გახდა [[ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა ლიგის]] გამარჯვებული, აქედან ორჯერ გუნდის კაპიტნის რანგში. ევროპისა და იტალიის სუპერთასი მოგებული აქვს ყველაზე მეტჯერ, — 5-ჯერ. [[2005]] წლის ლიგის ფინალში [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|„ლივერპულის“]] წინააღმდეგ 58-ე წამზე ანგარიში გახსნა, რაც ამ ტურნირის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მისი სამნომრიანი მაისურით „მილანში" აღარავინ ითამაშებს.
 
სანაკრებო დონეზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მოგებული აქვს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.