საქართველოს სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 49:
1991 წლის აგვისტოში [[საქართველოს ეროვნული გვარდია|ეროვნული გვარდია]] დაიყო ზვიად გამსახურდიას ერთგულ და მის მოწინააღმდეგე ნაწილებათ, რომელსაც ხელმძღვანელობდა [[თენგიზ კიტოვანი]].
 
1991 წლის 2 სექტემბერს სპეციალური დანიშნულების რაზმებმა იარაღის გამოყენებით დაარბიეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) საინფორმაციო მიტინგი რუსთაველის ძეგლთან. თბილისში ფაქტობრივად პერმანენტული პოლიტიკურ კრიზისი დაიწყო. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ დაიწყო შიმშილობა ყოფილ "იმელის" შენობასთა, 10 სექტემბერს ბარიკადები აღიმართა რუსთაველის პროსპექტზე, იმართებოდა საინფორმაციო მიტინგები საქტელერადიოს შენობასთან, ედპ-ის შტაბ-ბინასთან ჟურნალისტების, შემოქმედებითი ინტელიგენციისა და სხვათა მონაწილეობით. თბილისის ზღვის მიდამოებში განლაგდა ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი. 4-5 სექტემბერს ხელისუფლებამ ძალით გაწმინდა რუსთაველის პროსპექტი, რის შედეგადაც დაიჭრა რამდენიმე კაცი. გვარდიის განდგომილი ნაწილის განიარაღების ცდასაც შეტაკება და რამდენიმე ადამიანის დაჭრა მოჰყვა. დააკავეს ედპ-ის ლიდერი გ.ჭანტურია, ჟურნალისტი გ.ხაინდრავა, "[[მხედრიონი]]ს" ლიდერი ჯ.იოსელიანი და სხვები. პოლიტპოლიტიკური დაძაბულობა თბილისში ძლიერდებოდა.
 
ამ მოვლენების პარალელურად კი რუსეთმა მოახერხა დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) შექმნა. [[1991]] წლის 21 დეკემბერს [[ყაზახეთი|ყაზახეთში]] [[დსთ]]-ს პირველი სამიტი გაიმართა, სადაც უკვე 11 სახელმწიფო იყო გაერთიანებულია, თუმცა საქართველო მყარად იდგა თავის პოზიციაზე და არ აპირებდა აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რაც ეწინააღმდეგებოდა რუსეთის იდეებს, მათ ამ ორგანიზაციის შექმნით პრაქტიკულად სურდა, რომ გავლენა არ დაეკარგა ყოფილი [[სსრკ]]-ს წევრ ქვეყნებზე. [[რუსეთი|რუსეთმა]] მოახერხა არეულობის შექმნა ქვეყანაში და 22 დეკემბერს თბილისში დაიწყო ე. წ. „სახალხო აჯანყება“, უფრო სწორად, სახელმწიფო გადატრიალება. <ref name=Coup >{{cite web|url=http://newposts.ge/?l=G&id=266|title=22 წლის წინ, 22 დეკემბერს თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო}}</ref> ამ ყველაფერმა კი მხოლოდ საქართველო დააზარალა, რაც გამოიხატა დაღუპულ ჯარისკაცებში და დანგრეულ ინფრასტრუქტურაში. <br />