ცხუმის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Aeëtes-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 5:
ცხუმის სამთავრო [[აფხაზთა სამეფო|აფხაზთა სამეფოს]] ერთ-ერთ ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა, რომელიც [[აფშილეთი|აფშილეთის]] ტერიტორიაზე წარმოიქმნა. [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბაგრატიონს]] ეს საერისთავო მოხსენიებული აქვს იმ 8 საერისთავოს შორის, რომელიც მისი ცნობით, აფხაზთა პირველმა მეფემ [[ლეონ II]] დააარსა. მისი ტერიტორია [[ანაკოფია|ანაკოფიიდან]] [[ალანები|ალანიამდე]] ვრცელდებოდა.<ref>[[Vakhushti Bagrationi]], ''The History of Egrisi, Abkhazeti or Imereti'', part 1.</ref> სამთავროს ცენტრი [[ბაგრატის ციხე]] იყო.
 
XII საუკუნეში [[დავით IV აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] სამთავრო ოთაღო შარვაშიძეს გადასცა, რომელმაც მოგვიანებით [[შარვაშიძეები|შარვაშიძეების]] აფხაზთა ფეოდალურ საგვარეულოს დაუდო საფუძველი. ამ პერიოდიდან ქალაქი [[სოხუმი|ცხუმი]] ქართველი მეფეების საზაფხულო რეზიდენციად იქცა. რუსი ისტორიკოსის ვ. სიზოვის ვარაუდით ცხუმი საქართველოს სამეფოს უმნიშვნელოვანეს „კულტურულ“ და „ადმინისტრაციულ“ ცენტრს წარმოადგენდა.<ref name="Giorgi Sharvashidze">[https://iberiana.wordpress.com/afxazeti/unfalsified-history/ "ABKHAZIA – UNFALSIFIED HISTORY" Giorgi Sharvashidze.]</ref>
 
ცხუმის [[Ერისთავი|ერისთავი]] პირველად იხსენიება თამარის ისტორიკოსთან თამარის ერისთავების ჩამონათვალში. ცხუმის ერისთავად აქ დასახელებულია ოთაღო შარვაშიძე, ხოლო [[Არგვეთი (მხარე)|არგვეთის]] ერისთავად - ამანელისძე. ტექსტის ამ ადგილას ფრაზა „არგვეთის ერისთავი“ ავთენტური არ არის და იგი [[Კორნელი კეკელიძე|კორნელი კეკელიძის]] მიერ არის აღდგენილი. [[Ირაკლი ანთელავა|ირაკლი ანთელავა]] უფრო სარწმუნოდ მიიჩნევს ვახუშტი ბატონიშვილის ანალოგიურ ცნობას, სადაც ცხუმის ერისთავად ამანელისძე არის გამოცხადებული, ხოლო ოთაღო შარვაშიძე - აფხაზეთის ერისთავად.
 
ცხუმის საერისთავო შექმნილა [[Აფხაზთა სამეფო|აფხაზთა სამეფოში]]. ისტორიული [[Აფშილეთი|აფშილეთის]] ტერიტორიაზე. [[Ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილის]] ცნობით, საერისთვოს ფარგლებში შედიოდა მიწა-წყალი „ეგრის-იქით ანაკოფია ალანითურთ“. [[Თამარ მეფე|თამარის]] მეფობის პერიოდში ცხუმის ერისთავები ამანელისძეები იყვნენ. ამ საგვარეულოს აღმატებულ მნიშვნელობას ცხადყოფს მისი წარმომადგენლების მონაწილეობა მეფედ კურთხევის ცერემონიალში. მეტი ცნობა ცხუმის ერისთავთა შესახებ „ქართლის ცხოვრებას“არ შემოუნახავს. ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო ძველ და სარწმუნო წყაროს ემყარებოდა, მოგვითხრობს, რომ ცხუმის საერისთვოს არსებობას საფუძველი შეერყა XIV ს-ის დასაწყისში, როცა [[Სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო|ოფიშის]] სამთავრომ იწყო გაძლიერება. [[Გიორგი II დადიანი|გიორგი II დადიანმა]] თავის სასარგებლოდ გამოიყენა [[Დავით VI ნარინი|დავით VI ნარინის]] შვილებს შორის ქიშპობა და მიიტაცა ცხუმი - „დაიპყრა სრულიად ოდიში ანაკოფიამდე“. ამის შემდგომ საქართველოს მეფეებმა ცხუმის საერისთავოს დადიანების სამფლობელოდ აღიარებდნენ.
 
1240-იან წლებში [[მონღოლთა იმპერია|მონღოლებმა]] საქართველო რვა სამხედრო-ადმინისტრაციულ სექტორებად ([[დუმანი|დუმნებად]]) დაანაწილეს; ცხუმის სამთავრო [[ცოტნე დადიანი|ცოტნე დადიანის]] ხელში მოექცა.<ref name="Giorgi Sharvashidze" /> [[დავით VI ნარინი|დავით VI ნარინის]] გარდაცვალების შემდეგ, იმერეთის ტახტზე არსებული შინა ომები, ოდიშის მთავარმა [[გიორგი I დადიანი|გიორგი დადიანმა]] სასიკეთოდ გამოიყენა და ცხუმის სამთავროს დაეპატრონა, შესაბამისად ოდიშის საზღვარი ანაკოფიამდე გადაიწია, ხოლო შარვაშიძეები აფხაზეთში გამაგრდნენ. XV საუკუნის ისტორიული წყაროები ცხუმის სამთავროს აფხაზეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს.<ref>[http://www.amsi.ge/istoria/div/m.lordkiPaniZe_abkh.html "THE ABKHAZIANS AND ABKHAZIA" Mariam Lordkipanidze.]</ref> ამ პერიოდიდან ქართველი მონარქები ცხუმს დადიანების ფეოდალურ დომენად აღიარებდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ სამთავროს სტაგნაცია დასავლეთ საქართველოში [[ოდიში (მხარე)|ოდიშის]] მთავრების გაძლიერებას უკვაშირდება.
 
XII-XV საუკუნეებში ევროპული საზღვაო ძალების ([[ვენეციის რესპუბლიკა|ვენეცია]] და [[გენუის რესპუბლიკა|გენუა]]) მეშვეობით ცხუმი მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ჩამოყალიბდა. XIV საუკუნეში გენუის რესპუბლიკამ ცხუმში რამოდენიმე სავაჭრო ფაქტორია დაარსა. ამ პერიოდიდან ცხუმი ოდიშის მთავრების რეზიდენციად ითვლებოდა, ეს არის ადგილი სადაც [[ვამეყ I დადიანი|ვამეყ I]]-მა, საკუთარი მონეტა მოჭრა. 1451 წელს ის დროებით [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალთა]] ფლოტმა დაიკავა. შემდეგ პერიოდში ცხუმი ოდიშის და აფხაზთა მთავრებს შორის დაპირისპირების მთავარ მიზეზად იქცა. ის საბოლოოდ 1570 წელს ოსმალებმა დაიკავეს.
 
== მმართველები ==
 
* [[Ლეონ II|ლეონ II]] ანჩაბაძე (786 - 792) შემქმნელი
* ოთაღო I შერვაშიძე (? - 1138)
* ოთაღო II შერვაშიძე (1192-1213)
* ვარდან ამანელიძე (1183-1192/1213-1220)
* დარდინ შერვაშიძე (? - 1243)
* [[Გიორგი II დადიანი|გიორგი II დადიანი]] (1339-1354) უკანასკნელი
 
== ცხუმის სავაჭრო ფაქტორია ==