ნიტრიდები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ნიტრიდები''' — აზოტის ნაერთები ელექტროდადებით ელემ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ნიტრიდები''' — [[აზოტი|აზოტის]] ნაერთები ელექტროდადებით ელემენტებთან, უმთავრესად [[ლითონები|ლითონებთან]]. აღნაგობისა და თვისებების მიხედვით განასხვავებენ ნიტრიდების სამ ჯგუფს: იონურს (პერიოდული სისტემის I და II ჯგუფის ლითონთა ნიტრიდები), კოვალენტურსა (არალითონთა, აგრეთვე [[ალუმინი|<chem>Al</chem>]], [[გალიუმი|<chem>Ga</chem>]], [[ინდიუმი|<chem>In</chem>]], [[თალიუმი|<chem>Ti</chem>]]-ის ნიტრიდები) და ლითონისებრს (გარდამავალ ლითონთა ნიტრიდები). კოვალენტური ჯგუფის ნიტრიდები დიელექტრიკები ან ნახევრად გამტარებია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია [[ბორიბორის ნიტრიდი|ბორის]] ნიტრიდი]]. გარდამავალ ლითონთა ნიტრიდები არასტექიომეტრიული ნაერთებია; მათთვის დამახასიათებელია მაღალი ქიმიური მდგრადობა, მაღალი ელექტრო- და თბოგამტარობა, სიმტკიცე და სხვ. ლითონის ზედაპირზე ნიტრიდები წარმოიქმნება აზოტის ან [[ამიაკი|ამიაკის]] მოქმედების შედეგად 500–900[[°C]] ტემპერატურაზე. ლითონის ნაკეთობა, რომელსაც ნიტრიდული დანაფარი აქვს, უფრო გამძლე, ცვეთა- და კოროზიამედეგია. ნიტრიდების ნაკეთობებს იყენებენ მაღალ ტემპერატურულ ტექნიკაში, ენერგეტიკაში, კოსმოსურ ტექნიკაში.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიტრიდები“-დან