ზურაბ ნასარაია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 70:
1990-1993 წლებში იყო ქალაქ [[ფოთი]]ს საქალაქო მეურნეობის სამსახურის ეკონომისტი; 1993-1995 წლებში ფოთის მერიის ეკონომიკური რეფორმების განყოფილების უფროსი სპეციალისტი; 1995-1996 წლებში ფოთის მალთაყვის უბნის მუნიციპალური ტერიტორიის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1996-1997 წლებში ქ. ფოთის მერიის ეკონომიკური რეფორმების ცენტრის თავმჯდომარე; 1997 წელს ქალაქ ფოთის ადგილობრივი მმართველობის ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.
1997-1998 - 100% სახელმწიფო წილის მქონე სააქციო საზოგადოება "ფოთის გემსაშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 1998-1999 წლებში ქალაქ ფოთის მერიის კანცელარიის უფროსი.
1999-2002 - ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის (საკრებულო, მერია) აპარატის უფროსი. 2002 წელს ქალაქ ფოთის საკრებულოს წევრი. 2002-2004 წლებში იყო [[საქართველოს პარლამენტი]]ს წევრი, ასევე საქართველოს პარლამენტის საგადასახადო შემოსავლებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრი და საქართველოს პარლამენტის ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი; 2004-2007 წლებში შპს "საქართველოს რკინიგზის" შრომის, ხელფასისა და სტრუქტურული მოწყობის განყოფილების უფროსი. 2007-2008 წლებში შპს "საქართველოს რკინიგზის" სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2008-2009 წლებში შპს "საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე. 2009-2010 წლებში შპს "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანიის შ.პ.ს. "ფროფერთი მენეჯმენტის" გენერალური დირექტორი. 2010-2014 წლებში სს "საქართველოს რკინიგზის" ოპერაციათა მართვის დეპარტამენტი, სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2014-2018 წლებში საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე. 2018 წლიდან სახელმწიფო რწმუნებულია გურიის მხარეში.
 
==ორგანიზაციის წევრობა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზურაბ_ნასარაია“-დან