ლუი XVII: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
 
=== დაბადება და აღზრდა ===
ლუი შარლ დე ბურბონი დაიბადა 1785 წლის 27 მარტს ვერსალის სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ანტუანეტა ავსტრიელის შუათანა ვაჟი. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა იყვნენ საფრანგეთის მეფე [[ლუი XV]]-ისა და დედოფალ [[მარია ლეშჩინსკა|მარია ლეშჩინსკას]] ვაჟი, დოფინი [[ლუი დე ბურბონი (1729-1765)|ლუი დე ბურბონი]] და მისი მეორე ცოლი, საქსონიის კურფიურსტ ავგუსტ III-ისა და დედოფალ [[მარია იოზეფა ავსტრიელი|მარია იოზეფა ავსტრიელის]] ასული [[მარია ჟოზეფა საქსონიელი]]. დედის მხრიდან კი მას ბებია-ბაბუად ერგებოდნენ ლოთარინგიის ჰერცოგ ლეოპოლდ I-ისა და მისი ცოლის, [[ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი|ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელის]] ვაჟი, საღვთო რომის იმპერატორი [[ფრანც I შტეფანი|ფრანც I]] და მისი მეუღლე, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ [[კარლ VI (სრი)|კარლ VI]]-ისა და იმპერატრიცა ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგელის ასული [[მარია ტერეზია ავსტრიელი]]. დაბადებისთანავე პატარა ლუი შარლი ნორმანდიის ჰერცოგად გამოაცხადეს და სამეფო აღმზრდელს, მადამ იოლანდ დე პოლასტროს, პოლინიაკის ჰერცოგინიას მიაბარეს, რომელიც დედამისის ახლო მეგობარი იყო. ლუი შარლთან ერთად იზრდებოდა მისი უფროსი დაც, პრინცესა მარი ტერეზ შარლოტი. 1789 წელს მისი უფროსი ძმა ლუი ჟოზეფი გარდაიცვალა, რის გამოც ლუი შარლი ახლა უკვე საფრანგეთის დოფინი გახდა.
 
ისტორიული ცნობების მიხედვით, ჰერცოგინია პოლინიაკი საფრანგეთის დოფინზე მისი დაბადებიდან 1792 წლამდე, ანუ სულ შვიდი წლის მანძილზე ზრუნავდა. როდესაც პოლინიაკი მოვალეობიდან გაანთავისუფლეს და პატარა დოფინი უკვე დედასთან იზრდებოდა, იგი გამუდმებით წუხდა და ტიროდა, ვინაიდან მისთვის დედასთვის არა მარია ანტუანეტა, არამედ ჰერცოგინია პოლინიაკი იყო. საბოლოოდ ისეც კი მოხდა, რომ დედოფალმა დოფინს ნება დართო, როდესაც მოესურვებოდა მაშინ ენახა მისი აღმზრდელი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუი_XVII“-დან