დანდალოს ხიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

დანდალოს ხიდი ნაგებია ადგილობრივი კირქვითა და კირის დუღაბით. ორივე ბურჯი დადგმულია კლდეზე, რაც მას ძირის გამორეცხვისაგან იცავს.
 
ხიდის სიგრძეა 34,5 მ, სიგანე თავბანდთან 2,80 მ (ლავგარდნის გადმოწევიანად). მისასვლელებთან ხიდის სიგანე მარცხენა შესასვლელისა 4,70 მ, სიგრძე — 10 მ, მარჯვენასი 3,50 მ, სიგანე (ძველი ნაგებობის მიხედვით) — 2,40 მ, მალი 21 მ, ისარი — 4 მ. ბურჯის სიმაღლეა 4,6 მ, სიგანე — 4,55 მ. იმავე ბურჯზე ტატანილიადატანილია ფოსოები ორ რიგად. თითო რიგში სამი ფოსოა. ფოსოს ზომებია 50Х60; 55Х52. ფოსოების ნაპირიდან დაშორება 35 მ, ფოსოებს შორის მანძილი — 38 სმ, ლავგარდნის სისქე — 10-14 სმ.
 
ხიდი გეგმაში ლათინურ ასო S-ს გავს. სამშენებლო ტექნიკის თვალსაზრისით ასეთი ფორმის ხიდის აშენება გაცილებით რთულია, რადგანაც დატვირთვები ნაწილდება არათანაბრად.