ელიზაბეტ ფრანგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 32:
ელიზაბეტი ესწრებოდა იმ ეროვნული ანსამბლეის სხდომას, რომელმაც მის ძმას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. 1793 წლის 21 იანვარს ლუი XVI-ს პარიზში გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი. ამის შემდეგ ელიზაბეტი, მარია ანტუანეტა და მისი ქალიშვილი, მცირეწლოვანი მარი ტერეზ შარლოტი მატრონი დარჩნენ კოშკში გაამოკეტილნი. 1793 წლის 2 აგვისტოს გაასამართლეს დედოფალი მარია ანტუანეტაც, რომელსაც ასევე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მას თავი 1793 წლის 16 ოქტომბერს მოჰკვეთეს. სიკვდილით დასჯის დილას, გამთენიისას დედოფალმა მარია ანტუანეტამ ელიზაბეტს უკანასკნელი წერილი მისწერა, რომელშიც ასეთი რამ ეწერა:
 
{{ციტატა|ჩემო დაო, გწერთ უკანასკნელად. ახლახანს გამომიტანეს სასიკვდილო განაჩენი, მაგრამ ჩემთვის ეს სამარცხვინო კი არა (სამარცხვინოა მხოლოდ დამნაშავეთათვის), თქვენს ძმასთან შეერთების შესაძლებლობაა. მასსავით უდანაშაულო, ვიმედოვნებ, მასსავით გამოვიჩენ სულის სიმტკიცეს. მშვიდად ვარ ისევე, როგორც სუფთა სინდისის ადამიანები არიან ხოლმე. უკიდურესად ვწუხვარ, რომ მიხდება ჩემი საბრალო შვილების დატოვება. თქვენ იცით, რომ მხოლოდ მათთვის ვცოცხლობდი! თქვენ კი, ძვირფასო დაო, თქვენ, რომელმაც ჩვენ მეგობრობას და ჩვენთან ყოფნას შესწირეთ თავი, რა დღეში გტოვებთ. სასამართლოს მსვლელობისას შევიტყვე, რომ ჩემი ქალიშვილი დაგაშორეს თქვენ... ვერ ბედავ მივწერო მას, რადგან ვიცი, რომ ვერ მიიღებს ჩემს წერილს, იმაშიც ეჭვი მეპარება, მოაღწია თუ არა თქვენამდე ამ წერილმა. <br/>ციხე კონსიერჟერი, 1793 წლის 16 ოქტომბერი, დილის ხუთის ნახევარი — მარია ანტუანეტა.}}
 
ციხე კონსიერჟერი, 1793 წლის 16 ოქტომბერი, დილის ხუთის ნახევარი — მარია ანტუანეტა.}}
 
1794 წლის 9 მაისს ელიზაბეტიც კონსიერჟერის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მისი სასამართლო ჩაატარეს. მისი ბრალდებები შემდეგი იყო: მეფის გაქცევაში დახმარების მცდელობა და ემიგრაციაში მყოფი დიდგვაროვნების ფულით დახმარება, რითაც ხელს უწყობდა მათ გაძლიერებას ფრანგი რევოლუციონერების წინააღმდეგ. ამავე დღეს ელიზაბეტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რომელიც აღსრულებაში მეორე დღეს, 1794 წლის 10 მაისს მოვიდა. ამ დროს ელიზაბეტი 30 წლის იყო. მასაც მარია ანტუანეტისა და ლუი XVI-ის მსგავსად თავი მოჰკვეთეს გილიოტინაზე, პარიზში.