ელიზაბეტ ფრანგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]]|2=2018 წლის 28 დეკემბერი}}{{ინფოდაფა პიროვნება
|სახელი = ელიზაბეტ ფრანგი
|ფოტო = Elisabeth Philippine Marie Helene de Bourbon Labille-Guiard 1788.jpg
ხაზი 13:
|დედა = [[მარია ჟოზეფა საქსონიელი]]
}}
'''ელიზაბეტ ფრანგი''' ({{lang-fr|Élisabeth de France}}; დ. [[3 მაისი]], [[1764]] — გ. [[10 მაისი]], [[1794]]) — [[ბურბონთა დინასტია|ბურბონთა დინასტიის]] წარმომადგენელი. საფრანგეთის დოფინ [[ლუი დე ბურბონი (1729-1765)|ლუი დე ბურბონისა]] და მისი მეორე ცოლის, [[მარია ჟოზეფა საქსონიელი|მარია ჟოზეფა საქსონიელის]] ნაბოლარა შვილი. საფრანგეთის მეფე [[ლუი XV]]-ის შვილიშვილი. საფრანგეთის სამი მეფის: [[ლუი XVI]]-ის, [[ლუი XVIII]]-ისა და [[შარლ X (საფრანგეთი)|შარლ X]]-ის უმცროსი და. სიკვდილით დასაჯეს ფრანგმა რევოლუციონერებმა, ეგრედ წოდებული "დიდი ტერორის" პეიოდში, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის ყველაზე სისხლისმღვრელი დრო იყო.
 
== ბიოგრაფია ==
=== საფრანგეთის პრინცესა ===
[[ფაილი:Vigée Le Brun - Élisabeth of France, Versailles.jpg|მარცხნივ|მინი|324x324პქ|ელიზაბეტი 1782 წელს]]
ელიზაბეტი დაიბადა 1764 წლის 3 მაისს ვერსალის სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის დოფინ [[Ლუილუი დე ბურბონი (1729-1765)|ლუი დე ბურბონისა]] და მისი მეორე ცოლის, [[Მარიამარია ჟოზეფა საქსონიელი|მარია ჟოზეფა საქსონიელის]] ნაბოლარა ქალიშვილი. მამის მხრიდან ბებია-ბაბუად ერგებოდნენ საფრანგეთის მეფე [[Ლუილუი XV|ლუი XV]] და მისი მეუღლე, პოლონეთის მეფე [[Სტანისლავსტანისლავ ლეშჩინსკი|სტანისლავ I]]-ის ასული [[Მარიამარია ლეშჩინსკა|მარია ლეშჩინსკა]], ხოლო დედის მხრიდან საქსონიის კურფიურსტ ავგუსტ III და მისი მეუღლე, საღვთო რომის იმპერატორ [[Იოზეფიოზეფ I (სრი)|იოზეფ I]]-ის ასული [[Მარიამარია იოზეფა ავსტრიელი|მარია იოზეფა ავსტრიელი]]. მამამისი მისი დაბადებიდან მალევე, 1765 წელს გარდაიცვალა, დედა კი 1767 წელს მეუღლეზე დარდს გადაჰყვა. უმშობლებოდ დარჩენილი ელიზაბეტისა და მისი უფროსი და-ძმების აღზრდა მათმა გაუთხოვარმა მამიდებმა აიღეს საკუთარ თავზე.
 
პატარა ელიზაბეტს სულ სამი ძმა და ერთი და ჰყავდა, რომლებიც იყვნენ: საფრანგეთის დოფინი ლუი ავგუსტი (შემდგომში ლუი XVI), პროვანსის გრაფი ლუი სტანისლა (შემდგომში ლუი XVIII), არტუას გრაფი შარლი (შემდგომში შარლ X) და მარი კლოტილდა (შემდგომში სარდინიის დედოფალი). მიუხედავად ორმხრივი ობლობისა, ბავშვები მამიდებთან ბედნიერად და ლაღად იზრდებდნენ ვერსალში, რის გამოც მათ ისინი დედებივით უყვარდათ.
 
1774 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XV გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე ელიზაბეტის ძმა, ლუი XVI ავიდა, რომელიც დაქორწინებული იყო [[მარია ანტუანეტა |მარია ანტუანეტა ავსტრიელზე]]. დედოფალ მარია ანტუანეტას სძულდა ელიზაბეტის და, [[მარი კლოტილდა ფრანგი|მარი კლოტილდა]], ამიტომაც იგი 1775 წელს საჩქაროდ მიათხოვა სარდინიის მეფე კარლო ემანუელე IV-ს. მიუხედავად ყველაფრისა, მარია ანტუანეტასა ელიზაბეტს ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. სწორედ ამ პერიოდში ისწავლა ელიზაბეტმა იტალიური ენა, რომლის შესწავლაც მას ბავშვობიდანვე უნდოდა. იგი დიდად იყო გატაცებული ხელოვნებით და აგროვებდა უიშვიათეს ნახატებს. გარდა ამისა, იგი დაინტერესებული იყო ალგებრითაც.
 
პრინცესა ელიზაბეტი ღრმად რელიგიური ადამიანი იყო. 1777 წელს მას ხელი სთხოვა საღვთო რომისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერატორმა [[იოზეფ II (სრი)|იოზეფ II]]-მ (მარია ანტუანეტას ღვიძლი ძმა), თუმცა ელიზაბეტს გათხოვება ძალიან არ უნდოდა, ამიტომაც ძმისა და დედოფლის ნებართვით იმპერატორს ცოლობაზე უარი უთხრა, რითაც ფაქტიურად თავად გამოუტანა თავის თავს სასიკვდილო განაჩენი.
 
=== რევოლუცია ===
ხაზი 32:
ელიზაბეტი ესწრებოდა იმ ეროვნული ანსამბლეის სხდომას, რომელმაც მის ძმას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. 1793 წლის 21 იანვარს ლუი XVI-ს პარიზში გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი. ამის შემდეგ ელიზაბეტი, მარია ანტუანეტა და მისი ქალიშვილი, მცირეწლოვანი მარი ტერეზ შარლოტი მატრონი დარჩნენ კოშკში გაამოკეტილნი. 1793 წლის 2 აგვისტოს გაასამართლეს დედოფალი მარია ანტუანეტაც, რომელსაც ასევე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მას თავი 1793 წლის 16 ოქტომბერს მოჰკვეთეს. სიკვდილით დასჯის დილას, გამთენიისას დედოფალმა მარია ანტუანეტამ ელიზაბეტს უკანასკნელი წერილი მისწერა, რომელშიც ასეთი რამ ეწერა:
 
"{{ციტატა|ჩემო დაო, გწერთ უკანასკნელად. ახლახანს გამომიტანეს სასიკვდილო განაჩენი, მაგრამ ჩემთვის ეს სამარცხვინო კი არა (სამარცხვინოა მხოლოდ დამნაშავეთათვის), თქვენს ძმასთან შეერთების შესაძლებლობაა. მასსავით უდანაშაულო, ვიმედოვნებ, მასსავით გამოვიჩენ სულის სიმტკიცეს. მშვიდად ვარ ისევე, როგორც სუფთა სინდისის ადამიანები არიან ხოლმე. უკიდურესად ვწუხვარ, რომ მიხდება ჩემი საბრალო შვილების დატოვება. თქვენ იცით, რომ მხოლოდ მათთვის ვცოცხლობდი! თქვენ კი, ძვირფასო დაო, თქვენ, რომელმაც ჩვენ მეგობრობას და ჩვენთან ყოფნას შესწირეთ თავი, რა დღეში გტოვებთ. სასამართლოს მსვლელობისას შევიტყვე, რომ ჩემი ქალიშვილი დაგაშორეს თქვენ... ვერ ბედავ მივწერო მას, რადგან ვიცი, რომ ვერ მიიღებს ჩემს წერილს, იმაშიც ეჭვი მეპარება, მოაღწია თუ არა თქვენამდე ამ წერილმა.
 
ციხე კონსიერჟერი, 1793 წლის 16 ოქტომბერი, დილის ხუთის ნახევარი — მარია ანტუანეტა."}}
 
1794 წლის 9 მაისს ელიზაბეტიც კონსიერჟერის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მისი სასამართლო ჩაატარეს. მისი ბრალდებები შემდეგი იყო: მეფის გაქცევაში დახმარების მცდელობა და ემიგრაციაში მყოფი დიდგვაროვნების ფულით დახმარება, რითაც ხელს უწყობდა მათ გაძლიერებას ფრანგი რევოლუციონერების წინააღმდეგ. ამავე დღეს ელიზაბეტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რომელიც აღსრულებაში მეორე დღეს, 1794 წლის 10 მაისს მოვიდა. ამ დროს ელიზაბეტი 30 წლის იყო. მასაც მარია ანტუანეტისა და ლუი XVI-ის მსგავსად თავი მოჰკვეთეს გილიოტინაზე, პარიზში.