კრაკატაუს ამოფრქვევა (1883): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
ამოფრქვევამდე წლებით ადრე შეინიშნებოდა სეისმური აქტივობა კრაკატაუს გარშემო. ამით გამოწვეული [[მიწისძვრა|მიწისძვრები]] [[ავსტრალია (კონტინენტი)|ავსტრალიამდეც]] აღწევდნენ. [[1883]] წლის [[20 მაისი|20 მაისს]] დაწყო ერთ-ერთი [[ვულკანური კონუსი|ვულკანური კონუსიდან]] — პერბოევატანიდან დაიწყო კვამლის ამოშვება. [[ვულკანური ფერფლი|ფერფლის]] სიმაღლემ 6 [[კმ]]-ს მიაღწია. ამოფრქვევის ხმამ დღევანდელ [[ჯაკარტა|ჯაკარტამდე]] მიაღწია, რომელიც 160 კმ-ის მოშორებით მდებარეობდა. მაისის ბოლო ყველანაირი აქტივობა შეწყდა და მომდევნო რამდენიმე კვირაში მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ჰქონია.
 
კრაკატაუს ხელახალი ამოფრქვევები [[16 ივნისი|16 ივნისს]] დაიწყო, რასაც თან ახლდა სქელი შავი ღრუბელი და ხმამაღალი აფეთქებები მომდევნო ხუთი დღე. [[24 ივნისი|24 ივნისს]] აღმოსავლეთის ქარმა გაფანტა ღრუბელი და ვულკანიდან ამომავალი ორი ფერფლის სვეტი ადვილად დასანახი გახდა. გაჩნდა ახალი ნაპრალები [[პერბოევატანი|პერბოევატანსა]] და [[დანანი|დანანს]] შორის. ამოფრქვევის ძალა იმდენად დიდი იყო, რომ უჩვეულოდ მაღალი მიქცევა-მოქცევა გამოიწვია მიმდებარე ტერიტორიებზე და პორტებში გემების ჯაჭვებით დამაგრება გახდა საჭირო. მიწისძვრები იგრძნობოდა [[ანიერი|ანიერში]] და [[ბანტენი|ბანტენში]]. გემებმა აღნიშნეს [[პემზა|პემზის]] დიდი მასები დასავლეთ [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანეში]].
 
[[11 აგვისტო|11 აგვისტოს]], ჰოლანდიელმა ტოპოგრაფიის ინჟინერმა კაპიტანმა ფერზენაარმა გამოიკვლია კრაკატაუს კუნძულები. მან აღნიშნა სამი კვამლის სვეტი (მესამე ახალი უკვე დანანიდან), რომლებიც კუნძულის დასავლეთ მხარეს ფარავდნენ, და კვამლის ნაკადები სულ მცირე თერთმეტი ახალი ნაპრალიდან (უმთავრექად დანანსა და [[რაკატა|რაკატას]] შორის). ხმელეთზე გადასვლის შემდეგ აღნიშნა 0,5 [[მეტრი|მ]] სისქის [[ვულკანური ფერფლი|ფერფლი]] და მთლიანად განადგურებული მცენარეულობა (დარჩენილი იყო მხოლოდ სამი კუნძი). იგი კუნძულის სხვა ადგილას ხმელეთზე გადასვლის წინააღმდეგი იყო. მეორე დღეს, ჩრდილოეთით გავლილმა გემმა აღნიშნა ახალი ნაპრალი „ზღვის დონიდან რამდენიმე მეტრის ზემოთ“; ეს შეიძლება ყოფილიყო ფერზენაატის რუკის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი. სეისმური აქტივობა აგვისტოს შუა რიცხვებამდე გაგრძელდა.
 
== ლიტერატურა ==