კრაკატაუს ამოფრქვევა (1883): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''1883 წლის კრაკატაუს ამოფრქვევა''' — ვულკან კრაკატაუ|კრაკატაუ...
 
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Krakatoa eruption lithograph.jpg|250px|მინი|მარჯვნივ|კრაკატაუს ამოფრქვევის [[ლითოგრაფი]] ([[1888]])]]
'''1883 წლის კრაკატაუს ამოფრქვევა''' — ვულკან [[კრაკატაუ|კრაკატაუს]] ამოფრქვევა [[1883]] წელს. ადგილი ჰქონდა [[ჰოლანდიის ოსტინდოეთი|ჰოლანდიის ოსტინდოეთში]] (დღევანდელი [[ინდონეზია]]). ამოფრქვევა დაიწო [[26 აგვისტო|26 აგვისტოს]] (კვირა დღე) შუადღეს და პიკს მიაღწია [[27 აგვისტო|27 აგვისტოს]] გვიან დილას. ამ დროს კუნძულის, რომელზედაც მდებარეობდა ვულკანი და მისი გარშემორტყმული არქიპელაგის 70% განადგურდა — ჩაიშალა [[კალდერა|კალდერაში]]. ვულკანის სეისმური აქტივობა [[1884]] წლის [[თებერვალი|თებერვლამდე]] გაგრძელდა, მაგრამ მოგვიანებით, გამოძიებისას ოქტომბრის შემდგომი აქტივობები უარყო [[როგირ ვერბეკი|როგირ ვერბეკმა]]. 1883 წლის კრაკატაუს ამოფრქვევა მსოფლიოს წერილობით ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო და დამანგრეველი ვულკანური მოვლენა იყო. დაიღუპა სულ მცირე 36 417 ადამიანი როგორც ვულკანის, ისე მის მიერ გამოწვეული [[ცუნამი|ცუნამების]] მიერ. ამოფრქვევამ მსოფლიოს მასშტაბით მოახდინა მნიშვნელოვანი ეფექტები დღეების და კვირების განმავლობაში.
 
== ადრეული ფაზა ==
ამოფრქვევამდე წლებით ადრე შეინიშნებოდა სეისმური აქტივობა კრაკატაუს გარშემო. ამით გამოწვეული [[მიწისძვრა|მიწისძვრები]] [[ავსტრალია (კონტინენტი)|ავსტრალიამდეც]] აღწევდნენ. [[1883]] წლის [[20 მაისი|20 მაისს]] დაწყო ერთ-ერთი [[ვულკანური კონუსი|ვულკანური კონუსიდან]] — პერბოევატანიდან დაიწყო კვამლის ამოშვება. [[ვულკანური ფერფლი|ფერფლის]] სიმაღლემ 6 [[კმ]]-ს მიაღწია. ამოფრქვევის ხმამ დღევანდელ [[ჯაკარტა|ჯაკარტამდე]] მიაღწია, რომელიც 160 კმ-ის მოშორებით მდებარეობდა. მაისის ბოლო ყველანაირი აქტივობა შეწყდა და მომდევნო რამდენიმე კვირაში მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ჰქონია.
 
== ლიტერატურა ==