აჭარა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 446:
XVI საუკუნის 70-იან წლებში [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთმა]] სხვა ქართულ ტერიტორიებთან ერთად აჭარაც დაიპყო. აქ ზემო და ქვემო აჭარის სანჯაყები დააარსეს და ახალციხის(ჩილდირის) ვილაიეთს შეუერთეს. XVII საუკუნის მეორე ნახევარში აჭარის ფეოდალებმა ისლამი მიიღეს, გლეხობა კი კვლავ ქრისტიანობას ინარჩუნებდა. ქრისტიანობა აჭარაში XVIII საუკუნის მიწურულამდე შემორჩა. ოსმალეთის ბატონომის ხანაში ზემო აჭარის [[სანჯაყ-ბეი|სანჯაყ-ბეგები]] იყვნენ [[ხიმშიაშვილები]], რომლებიც გარეგნულად [[სულთანი|სულთნის]] მორჩილები იყვნენ, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდნენ [[ავტონომიური რესპუბლიკა|ავტონომიას]] და ფაქტობრივად დამოუკიდებლად განაგებდნენ მათზე დაქვემდებარებულ მხარეს. აჭარაში ოსმალეთის მმართველობა ნომინალური იყო: მოსახლეობა არ იხდიდა ოსმალურ გადასახადებს, არ გადიოდა რეგულარულ სამხედრო სამსახურს, მხოლოდ ომის დროს გამოჰყავდათ მოლაშქრეები, შენარჩუნებული იყო მიწათმფლობელობის ძველი ქართული ფორმები.
 
===ახალი ისტორია===
1828-1829 წლებში აჭარა ოსმალეთ-რუსეთის ომის პოლიგონად იქცა. ომის დროს აჭარას შეაფარა თავი [[აჰმედ-ფაშა (ხიმშიაშვილი)|აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილმამ]]. 1829 წლის თებერვალში ხიმშიაშვილმა მოიკრიბა ძალები და ახალციხეს შეუტია, მაგრამ მას სათანადო დახმარება ვერ აღმოუჩინა აბდი-ბეგმა და ახმედმა კვლავ აჭარაში დაიხია უკან.<ref>''ახვლედიანი ხ''. „ნარკვევები აჭარის ისტორიიდან“ გვ. 47-56 — ბათუმი 1944 წ.</ref>რუსეთს განზრახული ჰქონდა აჭარის დალაშქრვაც, მაგრამ ზამთრის კლიმატისა და რთული რელიეფის გამო თავი შეიკავა. ამან საშუალება მისცა ხიმშიაშვილს მოლაპარაკებები გაემართა ბებუთოვთან. მოლაპარაკებები შედიოდა რუსეთის ინტერესებშიც, რადგან ის უომრად მიიღებდა აჭარას. ხიმშიაშვილი თანახმა იყო ფაშისა და გენერლის ტიტულისა და აჭარის მმართველობის შენარჩუნების სანაცვლოდ მიეღო რუსეთის ქვეშევრდომობა, მაგრამ მოლაპარაკებები მაინც გაჭიანურდა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აჭარა“-დან