ცხუმის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ინფოდაფა ყოფილი სამეფო/ქვეყანა|მშობლიური სახელი=|გრძელი სახელი=ცხუმის სამთავრო|რეგიონი=[[აფხაზეთი]]|ქვეყანა=[[საქართველო]]|ერა=[[შუა საუკუნეები]]|სტატუსი=[[გაუქმებული]]|მართველობა=[[მონარქია]]|შექმნა=|შექმნის თარიღი=|შექმნის წელი=786|გაუქმება=|გაუქმების თარიღი=|გაუქმების წელი=1354|მოვლენა1=|მოვლენის თარიღი1=|მოვლენა2=|მოვლენის თარიღი2=|მოვლენა3=|მოვლენის თარიღი3=|მოვლენა4=|მოვლენის თარიღი4=|უპირველესი მოვლენა=|უპირველესის თარიღი=|უკანასკნელი მოვლენა=|უკანასკნელის თარიღი=|p1=აფხაზეთის სამეფო|დროშა_p1=Flag of the Kingdom of Egris-Abkhazia v2.svg|p2=|დროშა_p2=|p3=|დროშა_p3=|p4=|დროშა_p4=|p5=|დროშა_p5=|s1=საქართველოს სამეფო|დროშა_s1=Sakartvelo_-_drosha.svg|s2=|დროშა_s2=|s3=|დროშა_s3=|s4=|დროშა_s4=|s5=|დროშა_s5=|დროშის სურათი=|დროშის აღწერა=|გერბი=|გერბის ზომა=|გერბის აღწერა=|რუკის სურათი=|რუკის აღწერა=|რუკის სურათი2=|რუკის აღწერა2=|დედაქალაქი=[[ცხუმი]]|უდიდესი ქალაქები=|latd=|latm=|latNS=|longd=|longm=|longEW=|დევიზი=|ჰიმნი=|ენები=[[ქართული ენა]] [[მეგრული ენა]] [[ბერძნული ენა]]|რელიგია=[[მართლმადიდებლობა]]|ვალუტა=[[სოლიდუსი]] [[პერპერა]] [[დინარი]]|ლიდერი1=|ლიდერი2=|ლიდერი3=|ლიდერი4=|ლიდერი5=|ლიდერი6=|ლიდერი7=|ლიდერი8=|ლიდერი9=|ლიდერის წელი1=|ლიდერის წელი2=|ლიდერის წელი3=|ლიდერის წელი4=|ლიდერის წელი5=|ლიდერის წელი6=|ლიდერის წელი7=|ლიდერის წელი8=|ლიდერის წელი9=|ლიდერის ტიტული=|ლიდერი1.1=|ლიდერი1.2=|ლიდერი1.3=|ლიდერი1.4=|ლიდერი1.5=|ლიდერის წელი1.1=|ლიდერის წელი1.2=|ლიდერის წელი1.3=|ლიდერის წელი1.4=|ლიდერის წელი1.5=|ლიდერის ტიტული2=|ლიდერი2.1=|ლიდერი2.2=|ლიდერი2.3=|ლიდერი2.4=|ლიდერი2.5=|ლიდერი2.6=|ლიდერის წელი2.1=|ლიდერის წელი2.2=|ლიდერის წელი2.3=|ლიდერის წელი2.4=|ლიდერის წელი2.5=|ლიდერის წელი2.6=|ლიდერის ტიტული3=|საკანონმდებლო ხელისუფლება=[[აფხაზეთის სამეფო]] (786-1008) [[საქართველოს სამეფო]] (1008-1330)|პალატა1=|პალატის ტიპი1=|პალატა2=|პალატის ტიპი2=<!-- ფართობი და მოსახლეობა -->|სტატ. წელი1=|ფართობი1=4200|სტატ. მოსახ1=|სტატ. წელი2=|ფართობი2=|სტატ. მოსახ2=|სტატ. წელი3=|ფართობი3=|სტატ. მოსახ3=|სტატ. წელი4=|ფართობი4=|სტატ. მოსახ4=|სტატ. წელი5=|ფართობი5=|სტატ. მოსახ5=|სქოლიო_ა=|სქოლიო_ბ=|სქოლიო_ჰ=|სქოლიოები=|დღეს=[[საქართველო]]}}'''ცხუმის სამთავრო''' — ფეოდალური სამთავრო დასავლეთ [[საქართველო|საქართველოში]], რომელიც VIII საუკუნიდან — XIV საუკუნემდე არსებობდა და დღევანდელი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ქალაქ [[სოხუმი|სოხუმის]] მიმდებარე ტერიტორიას მოიცავდა.
{{საქართველოს სახელმწიფოებრიობა}}
'''ცხუმის სამთავრო''' — ფეოდალური სამთავრო დასავლეთ [[საქართველო|საქართველოში]], რომელიც VIII საუკუნიდან — XIV საუკუნემდე არსებობდა და დღევანდელი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ქალაქ [[სოხუმი|სოხუმის]] მიმდებარე ტერიტორიას მოიცავდა.
 
== ისტორია ==
1240-იან წლებში [[მონღოლთა იმპერია|მონღოლებმა]] საქართველო რვა სამხედრო-ადმინისტრაციულ სექტორებად ([[დუმანი|დუმნებად]]) დაანაწილეს; ცხუმის სამთავრო [[ცოტნე დადიანი|ცოტნე დადიანის]] ხელში მოექცა.<ref name="Giorgi Sharvashidze" /> [[დავით VI ნარინი|დავით VI ნარინის]] გარდაცვალების შემდეგ, იმერეთის ტახტზე არსებული შინა ომები, ოდიშის მთავარმა [[გიორგი I დადიანი|გიორგი დადიანმა]] სასიკეთოდ გამოიყენა და ცხუმის სამთავროს დაეპატრონა, შესაბამისად ოდიშის საზღვარი ანაკოფიამდე გადაიწია, ხოლო შარვაშიძეები აფხაზეთში გამაგრდნენ. XV საუკუნის ისტორიული წყაროები ცხუმის სამთავროს აფხაზეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს.<ref>[http://www.amsi.ge/istoria/div/m.lordkiPaniZe_abkh.html "THE ABKHAZIANS AND ABKHAZIA" Mariam Lordkipanidze.]</ref> ამ პერიოდიდან ქართველი მონარქები ცხუმს დადიანების ფეოდალურ დომენად აღიარებდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ სამთავროს სტაგნაცია დასავლეთ საქართველოში [[ოდიში (მხარე)|ოდიშის]] მთავრების გაძლიერებას უკვაშირდება.
 
XII-XIIIXV საუკუნეებში ევროპული საზღვაო ძალების ([[ვენეციის რესპუბლიკა|ვენეცია]] და [[გენუის რესპუბლიკა|გენუა]]) მეშვეობით ცხუმი მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ჩამოყალიბდა. XIV საუკუნეში გენუის რესპუბლიკამ ცხუმში რამოდენიმე სავაჭრო ფაქტორია დაარსა. ამ პერიოდიდან ცხუმი ოდიშის მთავრების რეზიდენციად ითვლებოდა, ეს არის ადგილი სადაც [[ვამეყ I დადიანი|ვამეყ I]]-მა, საკუთარი მონეტა მოჭრა. 1451 წელს ის დროებით [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალთა]] ფლოტმა დაიკავა. შემდეგ პერიოდში ცხუმი ოდიშის და აფხაზთა მთავრებს შორის დაპირისპირების მთავარ მიზეზად იქცა. ის საბოლოოდ 1570 წელს ოსმალებმა დაიკავეს.
 
== ცხუმის სავაჭრო ფაქტორია ==
XIII საუკუნეში მსოფლიოში მომხდარმა ძვრებმა ევროპელები შავიზღვისპირეთით დააინტერესა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც [[Მონღოლთა იმპერია|მონღოლთა იმპერიის]] საზღვრები მათ თან და თან მიუახლოვდა. [[Ჩინგიზ-ყაენი|ჩინგიზ-ყაენის]] შთამომავლებმა თითქმის მთელი ჩრილო შავიზღვისპირეთი დაიპყრეს და სტრატეგიული პუნქტები დაიკავეს. ამასთანავე ცენტრალურ აზიაში მათ ბოლო მოუღეს სავაჭრო გზებზე ყაჩაღობას. ამიერიდან გაჩნდა შესაძლებლობა ევრიპიდან აზიაში (და პირიქით) ტვირთის უსაფრთხო გადატანისა. გამორჩეულად დიდ ინტერესს [[Შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპირო ზოლისადმი იჩნედნენ [[Იტალია|იტალიის]]. განსაკუთრებით [[Გენუის რესპუბლიკა|გენუის რესპუბლიკა]]. ასევე [[Ვენეციის რესპუბლიკა|ვენეციის რესპუბლიკაც]]. მათი მიზანი შავიზღვისპრეთში ფეხის მოკიდება და რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან ([[Ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერია]], [[Ოქროს ურდო|ოქროს ურდო]], [[Საქართველოს სამეფო|საქართველოს სამეფო]]) ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო. მათ თანდათან დაიწყეს სავაჭროდ ხელსაყრელ ადგილებში საკუთარი წარმომადგენლობის დაფუძნება და ადგილობრივ მმართველებთან მოლაპარაკების შედეგად სავაჭრო ფაქტორიებიც შექმნეს, როგორც ბიზანტიასა ოქროს ურდოში, ისე საქართველოში. მალევე თითქმის მთელი შავიზღვისპირეთი მათი ფაქტორიებით მოიფინა.
 
მიუხედავად იმისა,რომ [[Გენუა|გენუელები]] საქართველოში ჯერ კიდევ XIII-ე საუკუნეში გამოჩნდნენ,მათ სავაჭრო ფაქტორიის დაარსების უფლება მხოლოდ 1354 წელს მიიღეს,მას შემდეგ რაც მათი მთავარი კონკურენტი,[[Ვენეციის რესპუბლიკა|ვენეციის რესპუბლიკა]] განადგურებულ იქნა საპიენცას საზღვაო ბრძოლაში გენუელთა ფლოტის მიერ.
 
იტალიურ ქრონიკებში შემონახული ერთ–ერთი ცნობის თანახმად,გენუელებმა ქართულ მიწაზე ფაქტორიის დაარსების უფლება მიიღეს [[Სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო|სამეგრელოს]] ერისთავ ბედიელისგან (იგულისხმება [[Გიორგი II დადიანი|გიორგი II დადიანი]]),რომელიც ამის თაობაზე თავის მხრივ საკუთარ "სენიორს" ანუ [[Საქართველოს სამეფო|საქართველოს]] მეფეს [[Დავით IX|დავით IX]]-ს მოელაპარაკა..გენუელებს მიწა თანამედროვე სოხუმის ტერიტორიაზე გამოეყოთ.მათ სავაჭრო ფაქტორიას მაღალი კედლები შემოავლეს.ახალდარსებულ ფაქტორიას იტალიელები სებასტოპოლს უწოდებდნენ ამ ადგილზე არსებული ანტიკური ბერძნული კოლონიის(Διοσκουριάς) და რომაული(Sebastopolis) ანალოგიურად. მოგვიაებით კი მას სან-ლორეცო უწოდეს..როგორც ჩანს ეს ადგილი შემთხვევით არ იქნა შერჩეული.როგორც ანტიკურ ხანაში,ისე შუა საუკუნეებში ის საქართველოს სანაპიროზე ფაქტობრივად ერთადერთი ადგილი იყო სადაც სპეციალურად შექმნილი არხები სანაოსნო სეზონის დამთავრების შემდეგ ნაპირზე ამოუთრევლად გემების გაჩერება იყო შესაძლებელი.ფაქტორიის პირველი კონსული იყო ამბროჯიო დი პიეტრო .არსებობს რამდენიმე მიზეზი,რის გამოც მეფე [[Დავით IX|დავით IX]]-მ გენუელებს უფლბა ისცა ცხუმი ემართათ,.გენუელებმა გაანადგურეს ვენეციელები, რის შედეგადაც როგორც ევრპაში,ისე აზიაში დიდი გავლენა მოიპოვეს.ამიტომ საქართველოსთვის საჭირო იყო ასეთ სახელმწიფოსთან ეკონომიკური კავშირები.ამასთანავე გენუელებს ჰყავდათ დახელოვნებული ექიმები,რომლებიც [[Შავი ჭირი|შავი ჭირის]] ეპიდემიის პირობებში დახმარებას გაუწევდნენ ქვეყანას.გენუელთა სავაჭრო ფაქტორიას ცხუმში ნავსადგურის პირას დიდი ადგილი ეჭირა.თავად ფაქტორიას კი კონსული ხელმძღვანელობდა.თვით კონსულის ადმინისტაცია თავდაპირველად [[Კონსული|კონსულისგნ]],,[[Ნოტარიუსი|ნოტარიუსისაგან]] და მოსმართლისგან შედგებოდა,რომელიც გასამრჯელოს კაფადან - [[Ყირიმი|ყირიმში]] მდებარე გენუელთა მთავარი კოლონიიდან იღებდა.კაფის ხელისუფლება იხდიდა ადმინისტაციის ხარჯებსაც.შემდგომში კი ეს წესი შეიცვალა.
 
შემორჩენილია რამდენიმე კონსულის სახელებიც,რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ცხუმის ფაქტორიას ხელმძღვანელობდნენ:
{| class="wikitable sortable"
|+ცხუმის მმართველი კონსულები
!კონსულები
!მმართვ. წლები
|-
|ამბროჯიო დი პიეტრო
|1354
|-
|ბენისე დრაგუსი
|1373
|-
|ნეაპოლიტანუს დი სტაპპა
|1374
|-
|ანტონიუს დი ლაზარო
|1381
|-
|ინოფიუს დი მარი
|1382
|-
|სტეფანო დი ფრანჩი
|1448
|-
|პიეტრო დი ლაველო
|1449
|-
|პაოლო დი ლაველო
|1450
|-
|ჯჯოვანი დორია
|1450-1454
|-
|ფილიპო დი კალავარეცა
|1454
|-
|ლორენცო დი პინელი
|1455
|-
|დრანჩესკო ლომელინო
|1456
|}
 
== არქეოლოგიური მასალა ==
VIII-X სს-ის მატერიალური კულტურის ნაშთები სოხუმში მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. XI-XIII სს-ის არქეოლოგიური ძეგლები წარმოდგენილია მდ. ბესლეთის მარცხენა ნაპირზე. დადასტურებულია ხის ნაგებობათა ნაშთები, ქვევრები, დოქები, ხელადები, ჭრაქები, ლანგრები. ბაგრატის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია XII-XIV სს-ის საფორტიფიკაციო ნაგებობათა ნაშთები, ქვევრები, დოქები, მოჭიქული კერამიკა და სხვ.
 
სოხუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ბაგრატის ციხე (55X27 მ). გეგმაში ოვალური ფორმისა. ნაგებია რიყისა და კირქვის თლილი ქვებით. შემორჩენილია ოთხკუთხა გეგმის 2 კოშკი. შიდაციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამი სამარხი. აღნიშნულ ფართობზე დადასტურებულია მრავალრიცხოვანი სუფრისა და სამზარეულო დანიშნულების კერამიკა, მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები, ხელსაფქვავები, საწაფები და სხვ. ციხე XII-XIV სს-ში ფუნქციონირებდა
 
== ლიტერატურა ==
 
* [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=25&t=1421 სოხუმის ისტორია - წყაროები და ბიბლიოგრფია]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
252

რედაქტირება