იმერეთის აჯანყება (1819-1820): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 39:
ველიამინოვმა ქაიხოსრო გურიელის ძმის, დავითის წინააღმდეგ გაგზავნილ იქნა მაიორი მიხინი. დავით გურიელმა თავი შეაფარა [[ფოთი|ფოთს]], სადაც ოსმალების გარნიზონი იდგა. რუსებმა აიღეს სოფელი ღვედი. 21 აგვისტოს ველიამინოვი შევიდა ჩოხატაურში და 23 აგვისტოს მაიორი მიხინი გაგზავნა [[სურები (,ხარე)|სურებში]]. მიხინმა 24-25 აგვისტოს დაარბია სურები და დავით ერისთავის მამული. რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა გურიის მთავრის სახლთუხუცესმა დავით მაჭუტაძემ. მან ფოთიდან გამოიხმო დავით გურიელი და სცადა [[გრიგოლეთი]]ს აღება. თავადმა გიორგი ნაკაშიძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იყო, გურიელს და მაჭუტაძეს გრიგოლეთის დაკავების საშუალება არ მისცა. მაჭუტაძემ 200 ადამიანთან ერთად [[ნიგოზდიდი]] დაიკავა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსების რაზმი ნიგოზდიდისკენ დაიძრა, ციხე დატოვეს. რუსებმა დაანგრიეს ნიგოზდიდის ციხე და გადაწვეს მაჭუტაძის სახლი. 27 აგვისტოს ნიგოზდიდის მოსახლეობამ რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცა. 28 აგვისტოს ველიამინოვმა ერმოლოვს მოახსენა, რომ აჯანყება გურიაში დამარცხებული იყო.
 
=შედეგები==
 
დააპატიმრეს 70 კაცი, მათგან 10 ჩამოახრჩვეს, ნაწილი კი რუსეთში გადაასახლეს. აჯანყების სხვა მეთაურები ემიგრაციაში წავიდნენ. ოსმალეთში იყვნენ გაქცეულები ქაიხოსრო და დავით გურიელები, დავით მაჭუტაძე და დავით ერისთავი. ბევრი აჯანყებული რუსეთს გადაასახლეს, მათი ქონება ხაზინას გადაეცა. 1820 წლის 31 აგვისტოს მამია გურიელს ოფიციალურად აცნობეს აჯანყებულებისთვის ყმებისა და მამულების ჩამორთმევის შესახებ. ამ მამულებში ხაზინამ მოურავები დანიშნა. მოურავები რუსეთის იმპერიის მოხელები იყვნენ და იმერეთის მმართველს ემორჩილებოდნენ. ამის გამო 1821 წლის 8 და 10 იანვარს მამია გურიელმა საპროტესტო წერილებით მიმართა იმერეთის მმართველის მოვალეობის შემსრულებელს ივანე აფხაზს. გურიელი ერმოლოვის ბრძანების გაუქმებას და ჩამორთმეული მამულების მისთვის გადაცემას ითხოვდა. ერმოლოვი უარზე იყო, ის მამია გურიელის მოთაფვლას ცდილობდა და ის დააჯილდოვა წმინდა ვლადიმერის მეორე ხარისხის ჯვრით, ხოლო ერმლოვისვე შუამდგომლობით მამიას ვაჟი, დავითი მონათლა იმპერატორმა [[ალექსანდრე I (რუსეთი)|ალექსანდრე I-მა]]. მაგრამ მამია გურიელი გაჩერებას არ აპირებდა. საბოლოოდ ერმოლოვმა მას დაუთმო ჩამორტეული მამულები, მაგრამ ყოფილმა მოურავებმა თანამდებობის გაუქმების საკომპენსაციოდ მიიღეს ყმები, გიორგი ნაკაშიძემ 20 კომლი, სვიმონ ერისთავმა 7 კომლი, გიგო ერისთავმა 7 კომლი, ხოლო ჩოხატაურში დარჩა რუსეთის ჯარი.