ფრენსის იანგჰაზბენდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 48:
 
==სამხედრო სამსახურის დასაწყისი==
1882 წელს დაამთავრა რა სანდჰიორსტის სამხედრო სასწავლებელი, ფრენსის იანგჰაზბენდი სამხედრო სამსახურისათვის გამწესებული იქნა ქალაქ [[დელი]]ში, უმცროსი ლეიტენანტის ჩინით სამეფო დრაგუნთა გვარდიულ პოლკში. 1886-1887 წწ. მან გადაკვეთა [[ცენტრალური აზია]] [[პეკინი]]დან იარკენდამდე. გზაში გამოიკვლია [[მუზტაგატის ქედი]] ([[პამირის მთები]]), სამხრეთ [[კაშგარი]] და [[ყარაყორუმი]].
 
ამის შემდეგ მან კიდევ ორი ექსპედიცია მოაწყო პამირში. 1889 წლის ოქტომბრის ბოლოს ჰაინ აკსაის რაიონში იანგჰაზბენდი მოულოდნელად შეხვდა რუს მზვერავ ბრონისლავ გრომბჩევსკის, რომელიც [[კაზაკები|კაზაკთა]] მცირე ესკორტის თანხლებით ე.წ. [[დიდი თამაშები]]ს [[პამირი]]ს ტურის ეპიცენტრში აღმოჩნდა. თამაშები უკავშირდებოდა [[ავღანეთი]]ს [[თურქესტანი]]ს ადგილობრივი მმართველის აჯანყებას [[ბრიტანეთი]]ს ადმინისტრაციის წინააღმდეგ. აქ იანგჰაზბენდმა მოიპოვა მდინარე [[ამუდარია|ამუდარიის]] (მთელი თავისი შენაკადებიანად) ზემო დინების რაიონის რუკა. ეს რეგიონი, ასევე, სამხრეთ პამირი წარმოადგენდა რუსთა და ბრიტანელთა კომერციული ინტერესის საგანს, რადგან ცნობილი იყო [[ოქრო]]ს და [[ნეფრიტი]]ს მარაგით.
 
მოგვიანებით, 1891 წელს იანგჰაზბენდი და ბრიტანელი ლეიტენანტი დეივისონი შეიპყრო რუსულმა სამხედრო რაზმმა ლეიტენანტ იონოვის ხელმძღვანელობით. ისინი აწარმოებდნენ დაზვრევით სამუშაოებს ე.წ. "არავის მიწებზე". ეს მიწები იყო ჯერ კიდევ თავისუფალი და არ შედიოდა არც [[რუსეთი]]ს იმპერიის, არც [[ბრიტანეთის ინდოეთი]]ს, არც [[ავღანეთი]]ს და არც [[ჩინეთი]]ს სივრცეში. ამ პროვოკაციულმა აქციამ ბრიტანეთი და რუსეთი სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა.
 
==შეჭრა ტიბეტში==
1903 წ [[ინდოეთი]]ს ვიცე-მეფემ კერზონმა უფლება მიანიჭა იანგჰაზბენდს სამხედრო [[ესკორტი]]ს თანხლებით ეწარმოებინა მოლაპარაკებები სავაჭრო და სასაზღვრო საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით. როცა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, ინგლისელებმა გენერალ-მაიორ მაკდონალდის მეთაურობით ქვეყანას შეუტიეს. ამასთან, მოლაპარაკების მეორე ცდაც უშედეგოდ დასრულდა. ინგლისელებმა მოაწყეს ახალი სამხედრო ექსპედიცია იანგჰაზბენდის მეთაურობით ტიბეტში. იანგჰაზბენდმა კი შტურმით აიღო [[ტიბეტი]]ს დედაქალაქი [[ლჰასა]].