გიორგი კიკნაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''გიორგი კიკნაძე''' (დ. [[1902]], [[ხაშური]], [[საქართველო]] — გ. [[3 სექტემბერი]], [[1963]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] ეკონომისტი, [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] რექტორი ([[1937]]-[[1938]]), [[საქართველოს სსრ]] საგარეო საქმეთა მინისტრი ([[1944]]-[[1952]]).
 
==ბიოგრაფია==
გიორგი კიკნაძე დაიბადა [[1902]] წელს. საშუალო განათლება მიიღო ქ. [[ხაშური|ხაშურში]]. [[1923]] წელს დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი. [[1930]] წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი და მიიღო ეკონომისტის სპეციალობა. იმავე წელს ჩაირიცხა უნივერსიტეტის ასპირანტურაში.
 
[[1929]]-[[1934]] წლებში გიორგი კიკნაძე იმყოფებოდა პარტიულ სამუშაოზე: საქართველოს კომპარტიის თბილისის ორგანიზაციის ლენინის რაიონულ კომიტეტში, თბილისის კომიტეტსა და გარეუბნის რაიონულ კომიტეტში. პარტიულ მუშაობას ათავსებდა პედაგოგიურ მოღვაწეობასთან.
 
[[1934]] წელს იგი მიავლინეს [[მოსკოვი|მოსკოვში]] უმაღლესი კომუნისტური განათლების ინსტიტუტში სასწავლებლად.
ხაზი 12:
დაინიშნა საბჭოთა კავშირის ხალხთა პედაგოგიკის ცენტრალური სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად.
 
[[1937]] წლის [[ივლისი|ივლის]]-[[სექტემბერი|სექტემბერში]] გიორგი კიკნაძე მუშაობდა [[საქართველოს სსრ]] განათლების სახალხო კომისრის პირველ მოადგილედ. [[1937]]-[[1938]] წლებში იყო [[თბილისის უნივერსიტეტი|თბილისის უნივერსიტეტის]] რექტორი. მისი რექტორობის პერიოდში მთელ ქვეყანაში ფართოდ აღინიშნა [[თსუ]]-ის დაარსების ოცი წლისთავი. [[1938]]-[[1944]] წლებში გიორგი კიკნაძე იყო [[საქართველოს სსრ]] განათლების სახალხო კომისარი, ხოლო [[1944]]-[[1952]] წლებში-[[საქართველოს სსრ]] საგარეო საქმეთა მინისტრი.
 
გიორგი კიკნაძე გარდაიცვალა [[1963]] წლის [[3 სექტემბერი|3 სექტემბერს]].<ref>[http://www.tsu.edu.ge/ge/about/rectors/0ne5svnbilox0o_7g// უნივერსიტეტის რექტორები]</ref>.
ხაზი 33:
{{DEFAULTSORT:კიკნაძე, გიორგი}}
[[კატეგორია:დაბადებული 1902]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 3 სექტემბერი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1963]]
[[კატეგორია:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_კიკნაძე“-დან