საქართველოს მთავრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ისტორია: {{ფაქტი}}
ხაზი 6:
 
==ისტორია==
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მთავრობა პირველად შეიქმნა 1918 წელს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. მაშინ [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს მიერ დამტკიცდა მთავრობის შემადგენლობა. პირველ მთავრობაში შედიოდა რვა მინისტრი, მათგან ერთი — [[ნოე რამიშვილი]] იყო მთავრობის თავმჯდომარე. 24 ივლისს რამიშვილი პოსტზე [[ნოე ჟორდანია]]მ შეცვალა. {{ფაქტი|მთავრობამ 1921 წლის მარტამდე, საფრანგეთში ემიგრაციამდე იარსება|21|12|2018}}.
 
1995 წელს მიღებულ [[საქართველოს კონსტიტუცია|კონსტიტუციაში]] მთავრობა არ იყო გათვალისწინებული. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებდა [[საქართველოს პრეზიდენტი]] მინისტრების მეშვეობით. 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებით შეიქმნა მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. პირველი პრემიერ მინისტრი იყო [[ვარდების რევოლუცია|ვარდების რევოლუციის]] ლიდერი [[ზურაბ ჟვანია]], რომელიც მთავრობის ხელმძღვანელი იყო 2004-2005 წლებში. 2005 წელს ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ [[საქართველოს ფინანსთა სამინისტრო|ფინანსთა მინისტრი]] [[ზურაბ ნოღაიდელი]] გახდა ახალი მთავრობის მეთაური. ნოღაიდელის მთავრობა მოქმედებდა 2005-2007 წლებში. მთავრობის მორიგი ცვლილება განხორციელდა [[საქართველოს პოლიტიკური კრიზისი (ნოემბერი 2007)|2007 წლის ნოემბრის პოლიტიკური კრიზისის]] შემდეგ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა [[ვლადიმერ გურგენიძე]], რომელიც მანადმე საბანკო სექტორში მოღვაწეობდა. 2008 წლის [[რუსეთ-საქართველოს ომი (2008)|აგვისტოს ომის]] შემდეგ, 2008 წლის ნოემბერში კვლავ განხორციელდა მთავრობის ცვლილება - გურგენიძის ნაცვლად პრემიერ-მინისტრად დაინიშნა [[გრიგოლ მგალობლიშვილი]], რომელიც მალევე, 2009 წლის გაზაფხულზე შეცვალა [[ნიკოლოზ გილაური|ნიკა გილაურმა]]. მთავრობის კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა 2012 წლის [[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (2012)|საპარლამენტო არჩევნების]] წინ. პრემიერ-მინისტრად დაინიშნა [[ივანე მერაბიშვილი]], რომელიც მანამდე [[საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო|შინაგან საქმეთა]] მინისტრი იყო.