თეატრი (გაზეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|თეატრი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
'''„თეატრი“''' — [[ქართული ენა|ქართული]] ყოველკვირეული სამხატვრო-ლიტერატურული [[გაზეთი]]. პირველი თეატრალური ბეჭდვითი ორგანო ([[1885]]-[[1891]]). დამაარსებელი, გამომცემელი და პირველი რედაქტორი ([[1885]], [[14 ივლისი]] — [[1886]], [[8 ივნისი]] და [[1886]], [[28 სექტემბერი]] — [[1887]], [[15 თებერვალი]]) იყო მსახიობი [[ვასო აბაშიძე|ვ.ვასო აბაშიძე]]. შემდეგ წლებში გაზეთს რედაქტორობდნენ [[ვალერიან გუნია|ვ. გუნია]] ([[1886]], [[15 იანვარი]] — [[1886]] [[21 სექტემბერი]]), ა. ნებიერიძე ([[1887]], [[22 მარტი]] — [[1891]], [[20 მარტი]]). პირველი ნომერი გამოვიდა [[1855]] წლის [[14 ივლისი|14 ივლისს]]. სულ გამოვიდა 185 ნომერი. „თეატრში“ იბეჭდებოდა ვ. აბაშიძის, ვ. გუნიას, [[დავით კეზელი|დავით კეზელის]] (დ. სოსლანის), ი. ჯაჯანაშვილისა და სხვების სტატიები მსახიობის, რეჟისორის ოსტატობაზე, ქართული თეატრის ისტორიაზე, მეზობელ ერთა თეატრებზე. რეცენზიები სპექტაკლებზე, პიესები, მოთხრობები, ლექსები და სხვა, ქვეყნდებოდა [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]], [[ვაჟა-ფშაველა]]ს, [[შიო მღვიმელი (მწერალი)|შიო ქუჩუკაშვილის]] (მღვიმელის), [[ანტონ ფურცელაძე|ანტონ ფურცელაძის]], [[ალექსანდრე ყაზბეგი|ალექსანდრე ყაზბეგის]] და სხვათა ნაწარმოებები. იბეჭდებოდა აგრეთვე პუბლიცისტური წერილები საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებზე. „თეატრი“ იყო პირველი დასურათებული გაზეთი, რომელშიც თანამშრომლობდნენ მხატვრები [[ალექსანდრე ბერიძე|ალექსანდრე ბერიძე]], [[გრიგოლ ტატიშვილი]] და სხვა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეატრი_(გაზეთი)“-დან