IBM: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
62.168.179.173-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 22:
 
== შექმნის ისტორია ==
კომპანიის შექმნის ისტორია უკავშირდება გერმანელ იმიგრანტ [[ჰოლერიტი, ჰერმან|ჰერმან ჰოლერიტს]], რომელმაც [[1888]] წელს შექმნა ბებიჯის შემდეგ პირველი ელექტრო-მექანიკური გამომთვლელი მანქანა, ტაბულატორი. გამოგონებამ იმდენად დიდი პოპულარობა ჰპოვა, რომ 1896 წელს ჰოლერიტმა დააარსა კომპანია სახელწოდებით Tabulating Machine Co. 1911 წლის 15 ივნისს კომპანია გაერთიანდა ორ ფირმასთან, რომლებიც ასევე მუშაობდნენ მონაცემების დამუშავების ავტომატიზაციის მიმართულებით. გაერთიანების შედეგად შეიქმნა კომპანია Computing Tabulating Recording (CTR), რომელმაც [[1924]] წელს მიიღო საბოლოო სახელწოდება International Business Machines (IBM). 1944 წლის თებერვალში, [[ჰარვარდის უნივერსიტეტი|ჰარვარდის უნივერსიტეტის]] პროფესორ [[ჰოვარდ ეიკენი]]ს მეთაურობით, შეიქმნა კომპანიის პირველი ელექტრო-გამომთვლელი მანქანა „მარკ-1“. 1946 წელს კომპანიამ წარმოადგინა პირველი კომერციული ელექტრო-გამომთვლელი მანქანა – IBM 603 Multiplier. 1952 წელს შემუშავებელ იქნა ახალი ტექნოლოგია, რის საფუძველზეც მანქანების გამოთვლის სიჩქარემ მიაღწია საოცარ მაჩვენებელს – 17 ათასი ოპერაცია წამში. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, 1954 წელს შეიქმნა კომპიუტერი NORC, რომელიც იმავე წელს საზღვაო არტილერიისათვის შეისყიდა აშშ-ის მთავრობამ.
 
== ახალი ერა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/IBM“-დან