საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია}}
'''საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია''' ერთ-ერთი უძველესი ავტოკეფალური [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] სამოციქულო ეკლესია, რომელიცუკავია მე–9 ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიათა [[დიფტიქი|დიფტიქში]]. შეიქმნა ქართლში (იბერიაში) ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღებისთანავე (დაახლოებით 326-იანი წლები) მცხეთის საეპისკოპოსოს სახით.

== ისტორია ==
რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა (306—337) ქართლის მეფის [[მირიან III|მირიანის]] თხოვნით აქ მოავლინა ეპისკოპოსი იოანე, ორი მღვდელი და სამი დიაკვანი, რომლებმაც აკურთხეს მცხეთაში აშენებული ეკლესია და ხალხისათვის შეასრულეს [[ნათლისღება|ნათლისღების საიდუმლო]]. მცხეთის ეპისკოპოსი V საუკუნემდე „[[მთავარეპისკოპოსი]]ს“ („მთავარი“), „[[ეპისკოპოსი]]ს“ ტიტულს ატარებდა, იერარქიულად საბერთნეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა. მცხეთის საეპისკოპოსოს მრევლი მცირერიცხოვანი იყო, რადგან კარგახნის მანძილზე მოსახლეობაში ჯერ კიდევ ვერ აღმოიფხვრა ძველი რელიგიები — წარმართობა (კერპთაყვანისმცემლობა) და ირანიდან შემოსული [[ზოროასტრიზმი|ცეცხლთაყვანისმცემლობა]]. საქმეს ართულებდა პოლიტიკური მომენტიც: ცეცხლთაყვანისმცემლობის მიმდევარი, დამპყრობელი ირანი ბიზანტიის გავლენის მოსასპობად ამიერკავკასიაში ირანულ რელიგიებს და ირანული ელფერის ქრისტიანულ ერესებს მფარველობდა. ასეთ ერესებს ქართლის ეპისკოპოსთა რიგებშიც კი გამოჩენია მომხრეები; IV-V საუკუნეებში ქართლში 12-13 მღვდელთმთავართაგან 4-5 ყოფილა „შემშლელი წესთა“, მათ შორის ცნობილია ეპისკოპოსი [[მობიდანი (მთავარეპისკოპოსი)|მობიდანი]], რომელიც ირანიზირებული ქრისტიანობის ფარული მიმდევარი იყო. ქართლის ცენტრალური ხელისუფლება ენერგიულად ებრძოდა როგორც ცეცხლთაყვანისმცემლობას, ისე ერესებს, უზრუნველყოფდა ქართლის აღმსარებლობით ერთიანობას ქვეყნის შიგნით და ერთობას ბიზანტიის საიმპერიო ეკლესიასთან, ნიკეა-კონსტანტინოპოლის და ქალკედონის მსოფლიო კრებების (325, 381, 451) დოგმატთადმი ერთგულებას. ამ მხრივ ცნობილია ეპისკოპოს [[მიქაელ I (მთავარეპისკოპოსი)|მიქაელის]] დიდი ღვაწლიც.
[[ფაილი:Saint Andrew.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|ანდრია პირველწოდებულის ხატი. რუსეთი. XVIII ს]]
[[ფაილი:Azize nino.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|წმინდა ნინოს ხატი]]
Line 19 ⟶ 22:
 
[[1811]] წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. [[1917]] წლის მარტში საქართველოს სამღვდელოებამ აღადგინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ეპისკოპოსი [[კირიონ II (კათოლიკოს-პატრიარქი)|კირიონი]]. [[1989]] წელს V საუკუნიდან არსებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ოდითგანვე არსებული საპატრიარქო პატივი საქართველოს კათოლიკოსისა დაადასტურა მსოფლიო საპატრიარქომ. [[1977]] წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია უწმიდესი და უნეტარესი [[ილია II]].
 
== ისტორია ==
===საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია V საუკუნიდან===
{{მთავარი|საქართველოს საეპისკოპოსოები}}