ვახტანგ კოპალეიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 48:
 
== ბიოგრაფია==
ფეხბურთის თამაშს იწყებს 1968 წელს [[თბილისი]]ს სპორტინტერნატის საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელ ვ. პანდელოვის ხელმძღვანელობით. 1973 წლიდან [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|თბილისის „დინამოს“]] რიგებშია. იმავე წელს გუნდის სათადარიგო შემადგენლობაში დუბლიორთა საკავშირო პირველობის ორ შეხვედრას თამაშობს. რაც შეეხება გუნდის ძირითად შემადგენლობას, მის რიგებში პირველად 1975 წლის 1 ივნისს, [[საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1975|საკავშირო ჩემპიონატის]] მე-9 ტურის კალენდარულ მატჩში, [[კარპატი ლვოვი (საფეხბურთო კლუბი)|ლვოვის „კარპატის“]] წინააღმდეგ გამოდის მინდორზე. შეხვედრას „კარპატის“ საშინაო არენა — სტადიონი „დრუჟბა“ მასპინძლობს და მას 10 ათასი ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივარი ესწრება. [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|„დინამოელები“]] ასეთი შემადგენლობით იწყებენ თამაშს: [[დავით გოგია|გოგია]], [[რევაზ ძოძუაშვილი|ძოძუაშვილი]], [[ვახტანგ ჭელიძე (ფეხბურთელი)|ჭელიძე]], [[ზორბეგ ებრალიძე|ებრალიძე]], [[დავით მუჯირი|მუჯირი]], [[გოჩა გავაშელი|გავაშელი]], [[ვახტანგ ქორიძე|ქორიძე]], [[გოჩა მაჩაიძე|გ. მაჩაიძე]], [[ვიტალი დარასელია|დარასელია]], [[მანუჩარ მაჩაიძე|მ. მაჩაიძე]] და [[დავით ყიფიანი|ყიფიანი]]. კოპალეიშვილი მატჩის მეორე ტაიმის 72-ე წუთზე, [[ვახტანგ ქორიძე|ვახტანგ ქორიძის]] ნაცვლად ერთვება თამაშში. დაპირისპირება [[კარპატი ლვოვი (საფეხბურთო კლუბი)|მასპინძელთა]] გამარჯვებით, ანგარიშით 3–2 მთავრდება.<ref>[http://www.fc-dynamo.ru/champ/prot.php?id=796900 "Карпаты" (Львов) 3–2 "Динамо" (Тбилиси)]. 1 июня 1975. Львов. Стадион "Дружба". Дождь. 11 градусов. 10000 зрителей. Чемпионат СССР 1975. "Динамо" Тб: Гогия, Дзодзуашвили, Челидзе, Эбралидзе, Муджири, Гавашели, Коридзе (Копалейшвили, 72), Г.Мачаидзе, Дараселия (Рехвиашвили, 68), М.Мачаидзе, Кипиани. Источник: "Советский спорт"; Владимир Шар.; Сайт болельщиков о футбольном клубе "Динамо" (Москва). 2018-08-29. [http://www.fc-dynamo.ru ''fc-dynamo.ru'']. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.</ref> [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|თბილისელთა]] ახალბედა [[ნახევარმცველი (ფეხბურთი)|ნახევარმცველი]] [[საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1975|ქვეყნის მიმდინარე პირველობის]] კიდევ 6 შეხვედრაში გამოდის გუნდის ძირითადი შემადგენლობის მაისურით და ჯამში, თავის სადებიუტო სეზონში შვიდჯერ იცავს [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|„დინამოელთა“]] ღირსებას. ამას გარდა, ერთ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაშიც იღებს მონაწილეობას, ხოლო დუბლიორთა საკავშირო ტურნირის ფარგლებშიც, ასევე, შვიდჯერ გამოდის საფეხბურთო მოედანზე.<ref>მაქსიმ არხიპოვი (2017). [http://www.dinamo-tbilisi.ru/sezon-za-sezonom/sezon-komandy-1975-god/ თარიღები, მოვლენები, ფაქტები — თბილისის „დინამოს“ ისტორიიდან. 1975 წელი]. Максим Архипов. «Динамо» (Тбилиси) — История, Статистика, Факты. Сезон команды — 1975 год. [http://www.dinamo-tbilisi.ru ''dinamo-tbilisi.ru'']. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.</ref>
 
ვახტანგ კოპალეიშვილმა [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|თბილისის „დინამოს“]] შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის [[საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი|საკავშირო ჩემპიონატების]] 84 მატჩი (2 გოლი), ხოლო [[საბჭოთა კავშირის საფეხბურთო თასი|საკავშირო თასის გათამაშების]] 16 მატჩი (1 გოლი) ჩაატარა.<ref>[http://footballfacts.ru/players/106571 ვახტანგ კოპალეიშვილის საკავშირო და საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების სტატისტიკა]. Копалейшвили Вахтанг Карлович — Родился: 26.12.1954, г. Самтредиа, Самтредский р-н, Грузинская ССР. Амплуа: полузащитник. [http://footballfacts.ru ''footballfacts.ru'']. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.</ref> ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|„დინამოს“]] ღირსება 6 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 4 შეხვედრა — [[უეფა-ს თასების მფლობელთა თასი|თასების მფლობელთა თასის]], ხოლო 2 — [[უეფა-ს ევროპა ლიგა|უეფა-ს თასის]] გათამაშებაში.<ref>Евгений Пугло (21 სექტემბერი, 2009). [http://www.klisf.net/gamer351.htm ვახტანგ კოპალეიშვილის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების სტატისტიკა]. Копалейшвили Вахтанг Карлович — Еврокубковая статистика по сезонам. Все еврокубковые матчи. Клуб любителей истории и статистики футбола (КЛИСФ). [http://www.klisf.net ''klisf.net'']. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2018.</ref>