ტიბერიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 63:
 
[[File:Germania Enobarbo e Tiberio.jpg|thumb|350px|ტიბერიუსის, ლუციუს დომიციუს ენობარბუსისა და გაიუს სენტიუს სატურნინუსის კამპანია გერმანიაში ძვ. წ. 6-1 წლებში.]]
[[ძვ. წ. 6]] წელს ტიბერიუსმა [[მარკომანები|მარკომანებზე]] შეტევა წამოიწყო. იგი კარნუნტუმიდან ჩრდილო-დასავლეთით დუნაისკენ გაემართა ოთხი ლეგიონით და იმისათვის, რომ მარკომანებს აღმოსავლეთიდან დასხმოდა თავს, [[ქვადებიკვადები]]ს მიწებიც გაიარა. ამასობაში, სარდალი გაიუს სენტიუს სატურნინუსი მოგუნტიაცუმიდან აღმოსავლეთით რაინისაკენ გაემართა ორი ან სამი ლეგიონით, გაიარა ახლად ანექსირებული ჰერმუნდურების ტერიტორია და მარკომანებს დასავლეთიდან შეუტია. კამპანია წარმატებულად შეფასდა, თუმცა ტიბერიუსმა ვერ შეძლო მარკომანების დამორჩილება, რადგანაც იგი მალევე გამოიძახეს რაინის საზღვარზე გერმანიაში რომის დაპყრობების დასაცავად.
 
ტიბერიუსი რომში დაბრუნდა და [[ძვ. წ. 7]] წელს მეორედ გახდა კონსული, [[ძვ. წ. 6]] წელს კი მიენიჭა [[ტრიბუნი|ტრიბუნის ძალაუფლება]] ''(tribunicia potestas)'' და აღმოსავლეთზე კონტროლი,<ref name="cassius-dio-rhistory-lv-9">დიონ კასიუსი, ''რომის ისტორია'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/55*.html#9 LV.9]</ref> ყველა ის თანამდებობა და ძალაუფლება, რასაც მანამდე აგრიპა ფლობდა. თუმცა, მიუხედავად ამ წარმატებებისა და დაწინაურებებისა, ტიბერიუსი ბედნიერი არ იყო.<ref>[[#Seager2005|Seager 2005]], გვ. 23.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტიბერიუსი“-დან