კონსტანტინე VII: განსხვავება გადახედვებს შორის

|ხელმოწერა=
}}
'''კონსტანტინე VII პორფიროგენეტი''' (დ. [[905]], [[კონსტანტინოპოლი]] — გ. [[9 ნოემბერი]], [[959]], იქვე) — [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] [[ბიზანტიის იმპერატორების სია|იმპერატორი]] [[913]]-[[920]] და [[945]]-[[959]] წლებში. [[მაკედონელთა დინასტია|მაკედონელთა დინასტიის]] წარმომადგენელი. [[920]] წლამდე მისი რეგენტები მართავდნენ ქვეყანას, [[920]]-[[945]] წლებში თვითონ მართავდა მხოლოდ ნომინალურად. დამოუკიდებელიის მმართველობისიყო დროიდანლეო კონსტანტინეVIს VIIდა არსებითადმისი დედაქალაქისმეოთხე მსახურულიცოლის, არისტოკრატიისზოი ინტერესებსკარბონოპსინას გამოხატავდა.შვილი ეომებოდადა არაბებს.ასევე ბიზანტიისალექსანდრე ჯარებმაიმპერატორის მდინარე [[ევფრატი|ევფრატამდე]] მიაღწიესძმისწული. მისი ინიციატივით და ზრუნვით გამოდიოდა კომპილაციური ხასიათის ენციკლოპედიური კრებულები. ავტორია რამდენიმე თხზულებისა, რომლებიც ბიზანტიის ისტორიის ძვირფასი წყაროა.
 
== მეფობა ==
მისი სახელი მოდის ქვა პორფირისგან, რაც ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს იასამნისფერს. სწორად პორფირით მორთულ დარბაზში დაიბადა კონსტანტინე. ასეთ ოთახში იბადებოდნენ იმპერატორის ლეგიტიმური შვილები, მაგრამ კონსტანტინე არ იყო ლეოს კანონიერი შვილი, გამომდინარე იქიდან, რომ დედამისი არ იყო მასზე ოფიციალურად დაქორწინებული. ამის მიუხედავად კანონი ნებას აძლევდა იმპერატორს, რომ ამ ოთახში დაბადებისას მისი შვილი მიიღებდა კანონიერი მემკვიდრის წოდებას. ეს აუცილებელი იყო, რადგან მას ტახტში ეცილებოდა ჯერ დედამისი, ხოლო შემდეგ კი სიმამრი რომანოზ ლეკაპენოსი.
 
ის სიმბოლურად გაამეფეს მამამისმა და ბიძამისმა 2 წლის ასაკში. 913 წელს ბიძამისი გარდაიცვალა და მას დაუქვემდებარა მარეგულირებელი საბჭო, სადაც შედიოდა ნიკოლას I მისტიკოს პატრიარქი, ორი მაგისტროი (ანუ ოფისების მაგისტრი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წოდება იყო) ჯონ ელადასი და სტეფანე, რაიკტორი(სასამართლოს მაღალი წოდება) ჯონ ლაზანესი და ეუთიმიუსის და ალექსანდრეს მიმდევრები ბასილიტზე და გაბრიელოპოულოსი.
 
ნიკოლას პატრიარქი იძულებით გააგზავნეს ბულგარეთის მმართველ ცარ სიმეონთან მშვიდობის დასამყარებლად. ის მოღალატეობრივ დათმობაზე წავიდა, რის შედეგადაც კონსტანტინეს დედამ საბჭოდან დაითხოვა. ამ ყველაფრის შედეგად ის აღარ სარგებლობდა ბულგარელების კეთილგანწყობით, პირიქით, მათ დაამარცხეს ზოის მთავარი მომხრე გენერალი ლეო პოკასი 917 წელს, ხოლო 919 წელს ზოი შეცვალა რომანოზ ლეკაპენომ, რომელმაც მისი ქალიშვილი ელენა კონსტანტინეს მიათხოვა 14 წლის ასაკში. რომანოზმა ხელში ჩაიგდო ტახტი. ამ დროის განმავლობაში კი კონსტანტინე სწავლობდა სამართალს.
 
1944 წლამდე შეძლო რომანოზმა ტახტის შენარჩუნება, ის ჩაანაცვლეს თავისმა შვილებმა, თანამოსაყდრე სტეფანემ და კონსტანტინემ. რომანოზი გარდაიცვალა 948 წელს კუნძულ პროტეზე. კონსტანტინე VII-მ კი თავისი ცოლის დახმარებით შეძლო ტახტის დაბრუნება 945 წლის 27 იანვარს 39 წლის ასაკში, რამდენიმე თვის შემდეგ კი თავისი შვილი რომანოზ II თანამოსაყდრედ დანიშნა. დამოუკიდებელი მმართველობის დროიდან კონსტანტინე VII არსებითად დედაქალაქის მსახურული არისტოკრატიის ინტერესებს გამოხატავდა. უამრავი მძიმე ომი გადახდა არაბებთან და ბულგარელებთან. ბიზანტიის ჯარებმა 952 წელს მდინარე [[Ევფრატი|ევფრატამდე]] მიაღწიეს.
 
კონსტანტინეს ჰქონდა უამრავი დიპლომატიური ურთიერთობა უცხოეთის სასამართლოებთან. 957 წელს მას გაურკვეველი მიზნით ესტუმრა კიევური რუსეთის რეგენტი ოლგა, რომელსაც გაქრისტიანების შემდგომ ელენა დაერქვა. არსებობს ლეგენდა, რომ კონსტანტინეს შეუყვარდა ოლგა, მაგრამ მან უარყო ჭკვიანური ხერხით. ოლგამ უთხრა კონსტანტინეს, რომ გამხდარიყო მისი ნათლია, ხოლო მონათვლის შემდეგ მიუგო, რომ არ შეიძლებოდა ნათლიასთან ქორწილი.
 
კონსტანტინე 959 წელს გარდაიცვალა. არსებობს თეორემა, რომ ის მოწამლა საკუთარმა შვილმა ან რძალმა თეოფანომ.
 
== ოჯახი ==
 
 
მისი ცოლი [[:en:Helena_Lekapene|ელენასგან]] ჰყავდა რამდენიმე შვილი:
 
* ლეო;
* [[Რომანოზ II|რომანოზ II]];
* ზოი;
* [[:en:Theodora,_daughter_of_Constantine_VII|თეოდორა]], რომელიც დაქორწინდა იმპერატორ [[Იოანე I ციმისკე|იოანე I ციმისკეზე]];
* აგათა;
* თეოფანო;
* ანა.
 
== ლიტერატურა ==
კონსტანტინემ დაწერა წიგნები “ცერემონიების შესახებ”(''[[:en:De_Ceremoniis|De Ceremoniis]]''), რომელშიც აღწერს სხვადასხვა სახის სასამართლო ცერემონიალებს; “სახელმწიფოს მართვის შესახებ” (''[[:en:De_Administrando_Imperio|De Administrando Imperio]]''), სადაც გვაძლევს რჩევას თუ როგორ უნდა ვმართოთ ქვეყანა და ვებრძოლოთ გარე მტერს; ასევე ბიზანტიის იმპერიის ისტორია 817 წლიდან მის დრომდე და აგრეთვე ცალკე ნაშრომი პაპამისის, ბასილი I-ის მმართველობის შესახებ. ეს წიგნები უაღრესად საინტერესო მასალას შეიცავს იმპერიის პოლიტიკური და სოციალური ისტორიის, იმპერიის მეზობელი ხალხების შესახებ და წარმოგვიდგენს ავტორს, როგორც უაღრესად საინტერესო და მრავალმხრივ პიროვნებას.
{{ქსე|5|641}}
 
კონსტანტინე პორფიროგენეტი ბაგრატიონების შესახებ წერდა: "იბერიელები... უწოდებენ თავის თავს დავით მეფისა და წინასწარმეტყველის ნათესავს, და აქედან, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ნათესავსაც". მართალია, ის ამ ცნობას ცოტა სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ იმ დროს ბაგრატიონთა დავით წინასწარმეტყველიდა წარმომავლობა მთელ მაშინდელ მსოფლიოში იყო გავრცელებული.{{ქსე|5|641}}
 
{{რომის იმპერატორები}}
1

რედაქტირება