ქაიხოსრო ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
1804 წელს ქაიხოსრომ ოფიციალურად ითხოვა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შესვლა. 1804 წლის 25 აპრილს [[ელაზნაურის შეთანხმება|ელაზნაურის შეთანხმებით]] რუსეთმა გურია ქვეშევრდომობაში მიიღო, როგორც იმერეთის სამეფოს ნაწილი. ცნობა ელაზნაურის შეთანხმების შესახებ ქაიხოსრო გურიელმა 1804 წლის 29 მაისს მიიღო. ამან გაანაწყენა ვახტანგ და ლევან გურიელები, რომლებიც ანტირუსული განწყობით ცნობილ სოლომონ II-ს დაუახლოვდნენ. ქაიხოსრომ ხელთ იგდო ლევან გურიელის წერილი სოლომონ II-სადმი, რომელიც იმერეთის მეფისა და ოსმალეთის ურთიერთობას ადასტურებდა. ქაიხოსრომ ეს წერილი ციციანოვს გაუგზავნა და მადლობაც დაიმსახურა. ქაიხოსროსგან დევნილი ლევან გურიელი იმერეთში გაიქცა და ცდილობდა, ქაიხოსროს წინააღმდეგ იონ რიკჰოფი გამოეყენებინა. ქაიხოსრომ [[ფოთი]]ს ოსმალთა რაზმისა და ზარბაზნის გამოყენებით ლევანის საბატონიშვილო მამული დაიკავა. 1804 წელს პიოტრ ლიტვინოვმა ქაიხოსრო სამეგრელოში ლევან ბატონიშვილთან შესარიგებლად მიიწვია. სოლომონ II-მ ქაიხოსრო გურიელი გააფრთხილა, რუსებს არ ენდოო. ქაიხოსრომ სამეგრელოში წასვლა გადაიფიქრა და ლიტვინოვი გურიაში მიიწვია. ორი გურიელისა და ლიტვინოვის შეხვედრა შედგა გურიაში. ლიტვინოვმა ქაიხოსროს და ლევანს სამთავროს ტერიტორიის გაყოფა შესთავაზა. შემუშავებული იქნა გაყოფის პროექტიც. გადაწყდა, რომ მედიატორებად სამეგრელოს თავადები და ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი მოეწვიათ, საბოლოოდ მედიატორებად მიწვეული პირები გურიაში ვერ ჩავიდნენ და სამთავროს გაყოფა არ შედგა. 1805 წლის აპრილში სოლომონ II ჯარით შევიდა [[საჯავახო (მხარე)|საჯავახოში]] და აიძულა ქაიხოსრო საბატონიშვილო მამული დაებრუნებინა ლევანისთვის.
 
1809 წელს სამთავროს საქმეებს ჩამოსცილდა და მმართველობა მისივე აღზრდილ [[მამია V გურიელი|მამია გურიელს]] გადააბარა. 1820 წელს წინ აღუდგა ეგზარქოს თეოფილაქტეს საეკლესიო რეფორმას და შეიფარა [[იმერეთის აჯანყება (1819-1820)|იმერეთის აჯანყების]] მეთაური [[ივანე აბაშიძე (გ. 1822)|ივანე აბაშიძე]]. ქაიხოსრო თავს იმით იმართლებდა, რომ იმერეთიდან დევნილი ივანე აბაშიძე აჭარაში აპირებდა გადასვლას, რის გამოც მან უმჯობესად მიიჩნია თავადი თავისთან მიეწვია და შემდეგ რუსეთის ხელისუფლებასთან შეერიგებინა. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ვერსია არ დაიჯერა. იმერეთის მმართველმა, პოლოვნიკმა ივან პუზირევსკიმ ქაიხოსრო გურიელს აცნობა, რომ თუ იგი ივანე აბაშიძეს რუსებს ნებაყოფლობით გადასცემდა, მას ყველა დანაშაულს აპატიებდნენ და სასჯელად მხოლოდ გადასახლებას დაუწესებდნენ. ქაიხოსრო გურიელის მიერ ივანე აბაშიძის შეფარებამ, ეჭვის ქვეშ დააყენა გურიის მთავრის რუსეთისადმი ერთგულება. მიუხედავად ამისა, ალექსეი ერმოლოვი ცდილობდა მამია გურიელი ბიძის წინააღმდეგ გამოეყენებინა. 1820 წლის 12 აპრილს მან მამია გურიელს მისწერდა, რომ ქაიხოსრო გურიელის მოქმედება მის ავტორიტეტს ვერ შეარყევდაა და რუსეთის ხელისუფლება კვლავაც ნდობას უცხადებდა გურიის მთავარს. ამასთან ერთად, ერმოლოვი აღნიშნავდა, რომ ვერ დაუშვებდა მამია გურიელისათვის ხელისუფლების გაყოფას. ამას მოჰყვა ურთიერთობის დაძაბვა ბიძასა და ძმისშვილს შორის ქაიხოსროს მხარეზე დადგნენ დავით გიორგის ძე გურიელი, დავით ზაალის ძე ერისთავი.
1809 წელს სამთავროს საქმეებს ჩამოსცილდა და მმართველობა მისივე აღზრდილ [[მამია V გურიელი|მამია გურიელს]] გადააბარა. 1820 წელს წინ აღუდგა ეგზარქოს თეოფილაქტეს საეკლესიო რეფორმას და შეიფარა იმერეთის აჯანყების მეთაური [[ივანე აბაშიძე (გ. 1822)|ივანე აბაშიძე]]. აჯანყების დამარცხების შემდეგ თურქეთში გადაიხვეწა.
 
1820 წლის 6 აპრილს ივან ველიამონოვმა ქაიხოსრო გურიელს მოსთხოვა დაუყონებლივ ჩასულიყო ქუთაისში და როცა ამ უკანასკნელისაგან უარი მიიღო, პუზირევსკის უბრძანა გურიის სამთავროში ჯარი შეეყვანა, ქაიხოსრო გურიელი ან შეეპყრო ან გურიიდან განედევნა. 1820 წლის 13 აპრილს პუზირევსკი კაზაკთა მცირე რაზმით შემოქმედის ციხისაკენ გაემართა. პუზირევსკის ციხე საერთოდ დაცლილი დახვდა. ქაიხოსრო ამ დროს მეზობელ სოფელში იმყოფებოდა და სამი ადამიანი გაგზავნა სოფლის მოსახლეობის გასაფრთხილებლად. ეს სამი ადამიანი უკან გამობრუნებული პუზირევსკის გადააწყდა. მათგან ერთმა, აზნაურმა [[იოთამ ბოლქვაძე]]მ შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა პუზირევსკი. იოთამ ბოლქვაძე ქაიხოსრო გურიელმა ივან პუზირევსკის თოფითა და ხმლით დააჯილდოვა. 1820 წლის 9 ივლისს კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ალექსეი ველიამინოვი 3200 ქვეითით, 150 კაზაკით და 7 ზარბაზნით გურიისკენ დაიძრა და 23 ივლისს აიღო და დაანგრია შემოქმედის ციხე. ქაიხოსრომ ოსმალეთს შეაფარა თავი და იქ გარდაიცვალა.
 
==პოლიტიკა==