მარი ანა დე ბურბონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 54:
ხნიერ ასაკშიც კი, მარი ანა დე ბურბონი თავისი სილამაზით იყო ცნობილი. იგი ძალიან ახლოს იყო მამამისთან და ასევე თავის ნახევარ-ძმა დოფინთან. ცნობილია, რომ 1711 წელს დოფინის გარდაცვალებით განადგურებულმა მარი ანამ ვერსალი დროებით დატოვა. სწორედ ამ დროს გაიცნო მან კლერმონის ღარიბი გრაფი, რომელთანაც მალევე დაახლოვდა და სამეფო კარზე მასთან ერთად დაბრუნდა. ყველამ იცოდა და თავადაც არ მალავდა, რომ კლერმონის ახალგაზრდა გრაფთან რომანი ჰქონდა. მალევე ამ ამბავმა ლუი XIV-ის ყურამდეც მიაღწია, რომელსაც წყვილის სასიყვარულო წერილები, რის გამოც მეფემ კლერმონი ვერსალიდან გააძევა.
 
1715 წლის 1 სექტემბერს ლუი XIV გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი 5 წლის შვილთაშვილი ლუი XV ავიდა, რომლის რეგენტიც მარი ანას საძულველი დის, ფრანსუაზ მარის მეუღლე, ორლეანის ჰერცოგი ფილიპ II გახდა. 1721 წლიდან მარი ანა პასუხისმგებელი იყო ლუი XV-ის საცოლის, ესპანეთის მეფე [[ფილიპე V (ესპანეთი)|ფილიპე V]]-ისა და [[ისაბელ ფარნეზე|ისაბელ ფარნეზეს]] ასულ [[მარიანა ვიქტორია ესპანელი|მარიანა ვიქტორია ესპანელის]] აღზრდასა და მეთვალყურეობაზე. მარიანა ვიქტორიაზე მარი ანა ოთხი წლის მანძილზე ზრუნავდა, თუმცა 1725 წელს საქორწინო მოლაპარაკებები ჩაიშალა, ლუიმ პოლონეთის პრინცესა მარია ლეშჩინსკაზე იქორწინა და მარიანა ესპანეთში დააბრუნა. მარიანა ვიქტორიას ესპანეთში დაბრუნებით იმდენად განრისხდა მარი ანა, რომ სამუდამოდ დატოვა ვერსალი და იქ აღარასდროს დაბრუნებულა.
 
ვერსალიდან წასული მარი ანა თავის კიდევ ერთ ნახევარ-ძმასთან ერთად ცხოვრობდა პარიზში, სადაც გარდაიცვალა 1739 წლის 3 მაისს, 72 წლის ასაკში, ტვინის სიმსივნით.