მარი ანა დე ბურბონი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]]|2=2018 წლის 17 დეკემბერი}}
{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი = მარი ანა დე ბურბონი
|ხელმოწერა = Undated signature of Marie Anne de Bourbon, Légitimée de France (1666-1739), Princess of Conti.jpg
}}
'''მარი ანა დე ბურბონი''' ({{lang-fr|Marie Anne de Bourbon}}; დ. [[2 ოქტომბერი]], [[1666]] — გ. [[3 მაისი]], [[1739]]) — [[ბურბონთა დინასტია|ბურბონთა დინასტიის]] წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე [[ლუი XIV]]-ისა და მისი საყვარლის, [[ლუიზა დე ლა ვალიერი|ლუიზა დე ლა ვალიერის]] უკანონო ქალიშვილი რომელიც 1667 წლის 14 მაისს მეფის კანონიერ შვილად სცნეს. იგი მამის ფავორიტი ქალიშვილი იყო. თექვსმეტი წლის ასაკში დააქორწინეს თავის შორეულ ბიძაშვილზე, კონტის პრინც ლუი არმან I-ზე, თუმცა 1685 წელს, 19 წლის ასაკში დაქვრივდა, ისე, რომ შვილიც არ დარჩენია. მას შემდეგ, რაც დედამისმა სამეფო კარი დატოვა და მონაზვნად აღიკვეცა, მარი ანამ ლა ვალიერის ჰერცოგინიობა მიიღო და ვერსალში დასახლდა, სადაც იგი აქტიურად ერეოდა სამეფო კარის საქმიანობებში.
 
== ბიოგრაფია ==
=== დაბადება და ბავშვობა ===
[[ფაილი:Vermandois.jpg|მარცხნივ|მინი|229x229პქ|მარი ანა და მისი ძმა ლუი]]
მარი ანა დაიბადა 1666 წლის 2 ოქტომბერს ვენსენის შატოში, საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, ლუიზა დე ლა ვალიერის უფროსი ქალიშვილი, რომელსაც სახელი მარი მეფის ცოლის, დედოფალი მარია ტერეზა ესპანელის, ხოლო ანა მეფის დედის, დედოფალ ანა ავსტრიელის პატივსაცემად დაარქვეს. სულ მალე, მარი ანა ლუი XIV-ის გამორჩეულად საყვარელი ქალიშვილად იქცა. ის და მისი უმცროსი ძმა, ვერმონდუას გრაფი ლუი იზრდებოდნენ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრ [[ჟან-ბატისტ კოლბერი|ჟან ბატისტ კოლბერის]] მეუღლის, მადამ კოლბერის მეთვალყურეობის ქვეშ. მადამ კოლბერი მათ სამეფო კარიდან მოშორებით ზრდიდა მშვიდ გარემოში.
 
1667 წლის 14 მაისს მარი ანა ოფიციალურად გამოცხადდა ლუი XIV-ის ლეგიტიმურ ქალიშვილად, რითაც მან მამისაგან მიიღო ბურბონის გვარი. თავისი ახალგაზრდობის პერიოდში, მარი ანა ცნობილი იყო მადმუაზელ დე ბლუას სახელით, რომელიც შემდგომში მისმა ნახევარ-დამ, ლუი XIV-ისა და [[მადამ დე მონტესპანი|მადამ დე მონტესპანის]] ქალიშვილმა [[ფრანსუაზ მარი დე ბურბონი|ფრანსუაზ მარიმ]] მიიღო.
 
=== ქორწინება ===
1685 წელს მარი ანას მეუღლე სმალპოქსით დაავადდა, რაც განუკურნებელი სენი იყო. სულ მალე, 1685 წლის 9 ნოემბერს ახალგაზრდა ლუი არმანი გარდაიცვალა. ლუი არმანსა და მარი ანას ქორწინებიდან შვილები არ დარჩენიათ, რის გამოც მას კონტის ქვრივი პრინცესა ეწოდა, ტახტზე კი ლუი არმანის ძმა ავიდა. ახალგაზრდა და მშვენიერ მარი ანას უამრავი ხელისმთხოვნელი გამოუჩნდა, თუმცა იგი მეორედ გათხოვებას აღარ აპირებდა. ცნობილია, რომ მან უარი თვით მაროკოს სულთან ისმაილ იბნ შარიფსაც კი უთხრა.
 
ამავე 1685 წელს მადამ დე მონტესპანისა და ლუი XIV-ის ქალიშვილი, მარი ანას ნახევარ-და [[ლუიზ ფრანსუაზი დე ბურბონი|ლუიზ ფრანსუაზი]] ბურბონის ჰერცოგს შერთეს ცოლად, რითაც მარი ანა თითქმის უკონკურენტოდ დარჩა ვერსალში, რასაც ფაქტია მისი ძალაუფლებისა და გავლენების ზრდა მოჰყვა. იგი წლების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი იყო არამხოლოდ ვერსალში, არამედ მთელს საფრანგეთში.
 
1698 წლიდან განიხილებოდა მარი ანასა და მისი ნახევარ-ძმის, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონის ვაჟის, ანჟუს ჰერცოგ ფილიპის ქორწინება, თუმცა 1700 წელს იგი ესპანეთის მეფე გახდა [[ფილიპე V (ესპანეთი)|ფილიპე V]]-ის სახელით და ცოლადაც სარდინიის მეფის ასული [[მარია ლუიზა სავოიელი|მარია ლუიზა]] შეირთო, მისი ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ კი პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგის ასულ [[ისაბელ ფარნეზე|ისაბელ ფარნეზეზე]] იქორწინა.
 
1692 წლიდან მარი ანას ძალაუფლება შედარებით შემცირდა, რადგანაც მისმა კიდევ ერთმა ნახევარ-დამ, ფრანსუაზ მარიმ იქორწინა ლუი XIV-ის ძმის, ორლეანის ჰერცოგ [[ფილიპ I (ორლეანი)|ფილიპ I]]-ის ერთადერთ ვაჟზე, რითაც ცხადია ფრანსუაზ მარის გავლენები ერთი ორად გაიზარდა. ამ ქორწინებით ფრანსუაზ მარი ამაღლდა ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენლობამდე, რითაც ყველა თავის დაზე უფრო მაღალი რანგის წარმომადგენელი გახდა. გარდა ამისა, იგი თვეში იღებდა 2 მილიონ ლივრს, რაც მის ყველა დანარჩენი დის თვიურ შემოსავალს 2-3-ჯერ აღემატებოდა. ეს ფაქტი ძალიან აღიზიანებდათ მარი ანასა და მის ნახევარ-დას, ლუიზ ფრანსუაზს, რომლებიც მართალია აქამდე მტრობდნენ, თუმცა ახლა უკვე ფრანსუაზ მარის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
 
=== უკანასკნელი წლები ===
[[ფაილი:Marie Anne de Bourbon par Rigaud c.1706.jpg|მინი|335x335პქ|მარი ანა დე ბურბონი 1706 წელს]]
ვერსალში ახლად ჩასულმა მარი ანამ თავის ნახევარ-ძმას, საფრანგეთის დოფინ [[ლუი დე ბურბონი (1661-1711)|ლუი დე ბურბონს]] გააცნო ემილი დე შიონი, რომელიც შემდგომში მისი ცოლი გახდა, თუმცა ამ დროს ლუი უკვე იყო დაქორწინებული [[მარია ანა ვიქტორია ბავარიელი|მარია ანა ვიქტორია ბავარიელზე]]. მარია ანა ვიქტორიასა და მარი ანას ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთხელ კონტის პრინცესამ ისიც კი უთხრა, რომ მისი ქმარი ემილიზე იყო შეყვარებული, რაზეც მადამ დოფინისაგან პასუხად მიიღო, რომ მარი ანასთან შედარებით მას შვილების გაჩენა მაინც შეეძლო, თუმცა საბოლოოდ მარია ანა ვიქტორია ნაადრევად დაიღუპა და ლუიმაც ემილიზე იქორწინა.
 
1710 წელს მარი ანას დედა გარდაიცვალა, რომელიც 1674 წლიდან მოყოლებული კარმელიტის მონასტერში მონაზვნად იყო აღკვეცილი. ამრიგად, მარი ანას დედისაგან მემკვიდრეობით ერგო ლა ვალიერის საჰერცოგო და ამასთან მის მიერ 26 წლის მანძილზე ნაგროვები უზარმაზარი ქონება.
 
1713 წელს კონტის ქვრივმა პრინცესამ პარიზში იყიდა ოტელ დე ლორჟეს პატარა სასტუმრო, სადაც იგი 1715 წლამდე ცხოვრობდა, რის შემდეგაც 1716 წლამდე გადასახლდა შუაზუს შატოში. 1718 წელს თავისი ბიძაშვილისაგან იყიდა შამპ-სურ-მარნის სამეფო სასახლე. რამდენიმე წელიწადში მარი ანამ ეს სასახლე [[ლუი XV]]-ის საყვარელს, [[მადამ დე პომპადური|მადამ დე პომპადურს]] მიჰყიდა იჯარით.
[[ფაილი:Louis XV with Marie Anne Victoire d'Espagne by François de Troy, Pitti.jpg|მარცხნივ|მინი|318x318პქ|ლუი XV და მარიანა ვიქტორია ესპანელი]]
ასევე 1713 წელს მარი ანამ დააქორწინა მაზლის შვილი ლუი არმან II დე კონტი დააქორწინა თავის ნახევარ-დის შვილ ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონზე.
ხნიერ ასაკშიც კი, მარი ანა დე ბურბონი თავისი სილამაზით იყო ცნობილი. იგი ძალიან ახლოს იყო მამამისთან და ასევე თავის ნახევარ-ძმა დოფინთან. ცნობილია, რომ 1711 წელს დოფინის გარდაცვალებით განადგურებულმა მარი ანამ ვერსალი დროებით დატოვა. სწორედ ამ დროს გაიცნო მან კლერმონის ღარიბი გრაფი, რომელთანაც მალევე დაახლოვდა და სამეფო კარზე მასთან ერთად დაბრუნდა. ყველამ იცოდა და თავადაც არ მალავდა, რომ კლერმონის ახალგაზრდა გრაფთან რომანი ჰქონდა. მალევე ამ ამბავმა ლუი XIV-ის ყურამდეც მიაღწია, რომელსაც წყვილის სასიყვარულო წერილები, რის გამოც მეფემ კლერმონი ვერსალიდან გააძევა.
 
1715 წლის 1 სექტემბერს ლუი XIV გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი 5 წლის შვილთაშვილი ლუი XV ავიდა, რომლის რეგენტიც მარი ანას საძულველი დის, ფრანსუაზ მარის მეუღლე, ორლეანის ჰერცოგი ფილიპ II გახდა. 1721 წლიდან მარი ანა პასუხისმგებელი იყო ლუი XV-ის საცოლის, ესპანეთის მეფე [[ფილიპე V]]-ისა და [[ისაბელ ფარნეზე|ისაბელ ფარნეზეს]] ასულ [[მარიანა ვიქტორია ესპანელი|მარიანა ვიქტორია ესპანელის]] აღზრდასა და მეთვალყურეობაზე. მარიანა ვიქტორიაზე მარი ანა ოთხი წლის მანძილზე ზრუნავდა, თუმცა 1725 წელს საქორწინო მოლაპარაკებები ჩაიშალა, ლუიმ პოლონეთის პრინცესა მარია ლეშჩინსკაზე იქორწინა და მარიანა ესპანეთში დააბრუნა. მარიანა ვიქტორიას ესპანეთში დაბრუნებით იმდენად განრისხდა მარი ანა, რომ სამუდამოდ დატოვა ვერსალი და იქ აღარასდროს დაბრუნებულა.
 
ვერსალიდან წასული მარი ანა თავის კიდევ ერთ ნახევარ-ძმასთან ერთად ცხოვრობდა პარიზში, სადაც გარდაიცვალა 1739 წლის 3 მაისს, 72 წლის ასაკში, ტვინის სიმსივნით.
 
== ლიტერატურა ==
* Simone Bertière: Les Reines de France au temps des Bourbons. Band 2: Les Femmes du Roi-Soleil. Édition de Fallois, Paris 1998, ISBN 978-2-253-14712-1, S. 448.
 
* Anaïs Geeraert: Marie-Anne, Mademoiselle de Blois, Zugriff am 27. August 2011.
* René de Belleval: Les Bâtards de la maison de France. Vivien, Paris 1901, S. 206 (online).
* Simone Bertière: Les Reines de France au temps des Bourbons. Band 2: Les Femmes du Roi-Soleil. Édition de Fallois, Paris 1998, ISBN 978-2-253-14712-1, S. 215–216.
* Musée d'art et d'histoire Louis Senlecq: Les trésors des princes de Bourbon Conti. Somogy, Paris 2000, ISBN 2-85056-398-6, S. 154.
* Simone Bertière: Les Reines de France au temps des Bourbons. Band 2: Les Femmes du Roi-Soleil. Édition de Fallois, Paris 1998, ISBN 978-2-253-14712-1, S. 457.
* Pierre Narbonne: Journal des règnes de Louis XIV et Louis XV. De l'année 1701 à l'année 1744. Durand, Paris 1866, S. 105 (online).
* Sylvia Jurewitz-Freischmidt: Galantes Versailles. Die Mätressen am Hofe der Bourbonen. Piper, München 2006, ISBN 978-3-492-24494-7, S. 254.
 
[[კატეგორია:დაბადებული 2 ოქტომბერი]]