მარი ანა დე ბურბონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 43:
1692 წლიდან მარი ანას ძალაუფლება შედარებით შემცირდა, რადგანაც მისმა კიდევ ერთმა ნახევარ-დამ, ფრანსუაზ მარიმ იქორწინა ლუი XIV-ის ძმის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ის ერთადერთ ვაჟზე, რითაც ცხადია ფრანსუაზ მარის გავლენები ერთი ორად გაიზარდა. ამ ქორწინებით ფრანსუაზ მარი ამაღლდა ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენლობამდე, რითაც ყველა თავის დაზე უფრო მაღალი რანგის წარმომადგენელი გახდა. გარდა ამისა, იგი თვეში იღებდა 2 მილიონ ლივრს, რაც მის ყველა დანარჩენი დის თვიურ შემოსავალს 2-3-ჯერ აღემატებოდა. ეს ფაქტი ძალიან აღიზიანებდათ მარი ანასა და მის ნახევარ-დას, ლუიზ ფრანსუაზს, რომლებიც მართალია აქამდე მტრობდნენ, თუმცა ახლა უკვე ფრანსუაზ მარის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
 
=== უკანასკნელი წლები ===
=== პრინცესა დუაირიერი ===
[[ფაილი:Marie Anne de Bourbon par Rigaud c.1706.jpg|მინი|335x335პქ|მარი ანა დე ბურბონი 1706 წელს]]
ვერსალში ახლად ჩასულმა მარი ანამ თავის ნახევარ-ძმას, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონს გააცნო ემილი დე შიონი, რომელიც შემდგომში მისი ცოლი გახდა, თუმცა ამ დროს ლუი უკვე იყო დაქორწინებული მარია ანა ვიქტორია ბავარიელზე. მარია ანა ვიქტორიასა და მარი ანას ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთხელ კონტის პრინცესამ ისიც კი უთხრა, რომ მისი ქმარი ემილიზე იყო შეყვარებული, რაზეც მადამ დოფინისაგან პასუხად მიიღო, რომ მარი ანასთან შედარებით მას შვილების გაჩენა მაინც შეეძლო, თუმცა საბოლოოდ მარია ანა ვიქტორია ნაადრევად დაიღუპა და ლუიმაც ემილიზე იქორწინა.
 
1710 წელს მარი ანას დედა გარდაიცვალა, რომელიც 1674 წლიდან მოყოლებული კარმელიტის მონასტერში მონაზვნად იყო აღკვეცილი. ამრიგად, მარი ანას დედისაგან მემკვიდრეობით ერგო ლა ვალიერის საჰერცოგო და ამასთან მის მიერ 26 წლის მანძილზე ნაგროვები უზარმაზარი ქონება.
 
1713 წელს კონტის ქვრივმა პრინცესამ პარიზში იყიდა ოტელ დე ლორჟეს პატარა სასტუმრო, სადაც იგი 1715 წლამდე ცხოვრობდა, რის შემდეგაც 1716 წლამდე გადასახლდა შუაზუს შატოში. 1718 წელს თავისი ბიძაშვილისაგან იყიდა შამპ-სურ-მარნის სამეფო სასახლე. რამდენიმე წელიწადში მარი ანამ ეს სასახლე ლუი XV-ის საყვარელს, მადამ დე პომპადურს მიჰყიდა იჯარით.
 
ასევე 1713 წელს მარი ანამ დააქორწინა მაზლის შვილი ლუი არმან II დე კონტი დააქორწინა თავის ნახევარ-დის შვილ ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონზე.
 
ხნიერ ასაკშიც კი, მარი ანა დე ბურბონი თავისი სილამაზით იყო ცნობილი. იგი ძალიან ახლოს იყო მამამისთან და ასევე თავის ნახევარ-ძმა დოფინთან. ცნობილია, რომ 1711 წელს დოფინის გარდაცვალებით განადგურებულმა მარი ანამ ვერსალი დროებით დატოვა. სწორედ ამ დროს გაიცნო მან კლერმონის ღარიბი გრაფი, რომელთანაც მალევე დაახლოვდა და სამეფო კარზე მასთან ერთად დაბრუნდა. ყველამ იცოდა და თავადაც არ მალავდა, რომ კლერმონის ახალგაზრდა გრაფთან რომანი ჰქონდა. მალევე ამ ამბავმა ლუი XIV-ის ყურამდეც მიაღწია, რომელსაც წყვილის სასიყვარულო წერილები, რის გამოც მეფემ კლერმონი ვერსალიდან გააძევა.
 
1715 წლის 1 სექტემბერს ლუი XIV გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი 5 წლის შვილთაშვილი ლუი XV ავიდა, რომლის რეგენტიც მარი ანას საძულველი დის, ფრანსუაზ მარის მეუღლე, ორლეანის ჰერცოგი ფილიპ II გახდა. 1721 წლიდან მარი ანა პასუხისმგებელი იყო ლუი XV-ის საცოლის, ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და ისაბელ ფარნეზეს ასულ მარიანა ვიქტორია ესპანელის აღზრდასა და მეთვალყურეობაზე. მარიანა ვიქტორიაზე მარი ანა ოთხი წლის მანძილზე ზრუნავდა, თუმცა 1725 წელს საქორწინო მოლაპარაკებები ჩაიშალა, ლუიმ პოლონეთის პრინცესა მარია ლეშჩინსკაზე იქორწინა და მარიანა ესპანეთში დააბრუნა. მარიანა ვიქტორიას ესპანეთში დაბრუნებით იმდენად განრისხდა მარი ანა, რომ სამუდამოდ დატოვა ვერსალი და იქ აღარასდროს დაბრუნებულა.
 
ვერსალიდან წასული მარი ანა თავის კიდევ ერთ ნახევარ-ძმასთან ერთად ცხოვრობდა პარიზში, სადაც გარდაიცვალა 1739 წლის 3 მაისს, 72 წლის ასაკში, ტვინის სიმსივნით.
 
== ტიტულები ==