გლადიატორი: განსხვავება გადახედვებს შორის

212.58.103.115-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
(212.58.103.115-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
[[ფაილი:Jean-Leon Gerome Pollice Verso.jpg|thumbnail|350px|«თითები ქვევით» (Pollice Verso), [[ჟან ლეონ ჟერომი]], 1872 წელი 12 აპრილი]]
'''გლადიატორი''' ({{lang-la|gladius}} — „ხმალი“, „[[გლადიუსი (ხმალი)|გლადიუსი“]]) — მებრძოლთა სახელი [[ძველი რომი|ძველ რომში]], რომლებიც ერთმანეთს ან ცხოველებს ებრძოდნენ ძველ რომში მაყურებელთა განწყობის ასამაღლებლად.
 
ლეგენდარული რომაელი გლადიატორები სიცოცხლეს წირავდნენ იმისთვის, რომ მაყურებლები ცირკიდან კარგი განწყობით წასულიყვნენ. [[რომის იმპერია|რომის იმპერიისთვის]] ეს სახალისოსისხლიანი იყოსანახაობა, ნარკოტიკების მსგავსი იყო.
ეს [[ეტრუსკები|ეტრუსკული]] წეს-ჩვეულება [[რომაელები|რომაელთა]] ცხოვრებაში საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის შედეგად დამკვიდრდა. ამის მიზეზი შესაძლოა ისიც გახდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ბევრს მუშაობდა და ბევრსაც ომობდა, ხოლო გასართობად ცხენოსნობას ან თეატრალურ წარმოდგენებს ამჯობინებდა. გლადიატორთა ბრძოლამ სახალხო წარმოდგენის სახე ოფიციალურად მხოლოდ ჩვენს წელთააღრიცხვამდე 105 წელს მიიღო.
 
აღსანიშნავია, რომ გლადიატორები არა მხოლოდ მონად გაყიდულ ადამიანები ხდებოდნენ. მათ რიგებს ზოგჯერ ისეთებიც უერთდებოდნენ, რომლებსაც დიდება და სიმდიდრე ხიბლავდათ. ამ ”პროფესიის” საშიშროების მიუხედავად, სოციალურად დაბალი ფენიდან გამოსულ, მაგრამ ძლიერ ახალგაზრდას გამდიდრების შანსი ეძლეოდა. იმპერატორმა [[ნერონი|ნერონმა]] , ერთ-ერთ გლადიატორს მთელი სასახლეც კი აჩუქა. ზოგიერთი ცნობილი გლადიატორი კი ნებისმიერ მსურველს ფარიკაობის გაკვეთილს უტარებდა, რაშიც კარგ გასამრჯელოს იღებდა.
ყველაზე ბოლოს არენაზე გლადიატორები გამოდიოდნენ, რომლებიც მარჯვენა ხელს იმპერატორისკენ იშვერდნენ და ყვიროდნენ:{{ციტატა| ”კეისარო! სიკვდილისკენ მიმავალნი მოგესალმებით! }}
 
თითქმის ყველა რომაელი იმპერატორი თამაშების გრანდიოზულობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდა, რითაც ხალხის ბრბოს სიყვარულის მოპოვებას ცდილობდა. იმპერატორმა ტიტუსმა [[კოლიზეუმი]]ს გახსნისას იმ 17 000 [[ებრაელი]]ს მოკვლის ბრძანება გასცა, რომლებიც ამ გიგანტური ნაგებობის მშენებლობაში მონაწილეობდნენ, ხოლო იმპერატორმა კომოდოსმა გლადიატორების სკოლა თავადაც გაიარა. იმპერატორის მონაწილეობით გამართული ყველა ბრძოლა მისი გამარჯვებით მთავრდებოდა.