გრიგოლეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 55:
თავართქილაძეებს მებაჟეობის უფლება დაუდასტურა გიორგი IV-ის მემკვიდრე მამია IV გურიელმაც, მაგრამ უკვე [[გიორგი III გურიელი]]ს დროს, 1784 წელს მდინარე [[სუფსა|სუფსის]] მარჯვენა მხარე საბატონიშვილოდ გამოეყო [[ვახტანგ III გურიელი|ვახტანგ III გურიელს]]. ვახტანგისა და შემდეგ, მისი შვილის, დავითის იყო ნავების საბაჟო შემოსავალი გრიგოლეთსა და [[მალთაყვა]]ში.
 
1805 წელს გურიაში იმოგზაურა რუსმა ოფიცერმა ლაშქარევმა, რომელსაც შავი ზღვის სანაპიროზე ნავმისადგომის შერჩევა ევალებოდა. ლაშქარევი იმყოფებოდა გრიგოლეთში, რადგან [[პავლე ციციანოვი|პავლე ციციანოვს]] აინტერესებდა, გამოდგებოდა თუ არა გრიგოლეთი ნავმისადგომის მოსაწყობად, რომ რუსეთის გემები ზამთარში იქ შესულიყვნენ. ლაშქარევმა გრიგოლეთის სანაპირო ნავმისადგომის მოსაწყობად შეუფერებლად ცნო. 1841 წლის 20-23 აგვისტოს გრიგოლეთში, დედაბერას წყლებთან გაიმართა ბრძოლა გურულ აჯანყებულებსა და ოდიშის სამთავროს მილიციას შორის, რომელსაც [[დავით დადიანი]] მეთაურობდა. ბრძოლა გურულთა გამარჯვებით დასრულდა. 1886 წელს გრიგოლეთში [[არქეოლოგია|არქეოლოგიურ]] გათხრებს აწარმოებდა ფრანგი არქეოლოგი ჟან მურიე.<ref>''ნ. ხოშტარია'', „ურეკის არქეოლოგიური გამოკვლევები“ მასაალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისთვის ტ 1, N8, გვ. 50 — ივ. ჯავახიშვილის ისტორიის ინსტიტუტი, 1952 წ.</ref>
 
საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა თევზის მეურნეობა. 1949 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქობულეთიდან ფოთამდე გურიის საზღვაო ზოლში საკურორტო ზოლის მოწყობის შესახებ, 50 კმ სიგრძის მანძილზე გაშენდა [[ბიჭვინთის ფიჭვი]]ს კორომი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლეთი“-დან