62 789
რედაქტირება
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
==ბიოგრაფია==
განათლება მიიღო [[გელათის აკადემია|გელათში]], სადაც ბერად აღკვეცილი [[შემოქმედის ეპარქია|შემოქმედის]] ეპისკოპოსად ემზადებოდა.
1804 წელს ქაიხოსრომ ოფიციალურად ითხოვა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შესვლა. 1804 წლის 25 აპრილს [[ელაზნაურის შეთანხმება|ელაზნაურის შეთანხმებით]] რუსეთმა გურია ქვეშევრდომობაში მიიღო, როგორც იმერეთის სამეფოს ნაწილი. ცნობა ელაზნაურის შეთანხმების შესახებ ქაიხოსრო გურიელმა 1804 წლის 29 მაისს მიიღო. ამან გაანაწყენა ვახტანგ და ლევან გურიელები, რომლებიც ანტირუსული განწყობით ცნობილ სოლომონ II-ს დაუახლოვდნენ. ქაიხოსრომ ხელთ იგდო ლევან გურიელის წერილი სოლომონ II-სადმი, რომელიც იმერეთის მეფისა და ოსმალეთის ურთიერთობას ადასტურებდა. ქაიხოსრომ ეს წერილი ციციანოვს გაუგზავნა და მადლობაც დაიმსახურა.
▲1804 წელს ქაიხოსრომ ოფიციალურად ითხოვა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შესვლა. 1804 წლის 25 აპრილს [[ელაზნაურის შეთანხმება|ელაზნაურის შეთანხმებით]] რუსეთმა გურია ქვეშევრდომობაში მიიღო, როგორც იმერეთის სამეფოს ნაწილი. ცნობა ელაზნაურის შეთანხმების შესახებ ქაიხოსრო გურიელმა 1804 წლის 29 მაისს მიიღო. ამან გაანაწყენა ვახტანგ და ლევან გურიელები, რომლებიც ანტირუსული განწყობით ცნობილ სოლომონ II-ს დაუახლოვდნენ. ქაიხოსრომ ხელთ იგდო ლევან გურიელის წერილი სოლომონ II-სადმი, რომელიც იმერეთის მეფისა და ოსმალეთის ურთიერთობას ადასტურებდა. ქაიხოსრომ ეს წერილი ციციანოვს გაუგზავნა და მადლობაც დაიმსახურა. 1805 წელს ქაიხოსრომ საბატონიშვილო მამული დაუბრუნა ვახტანგს, მაგრამ ეს უკანასკნელი მალე გარდაიცვალა.
1809 წელს სამთავროს საქმეებს ჩამოსცილდა და მმართველობა მისივე აღზრდილ [[მამია V გურიელი|მამია გურიელს]] გადააბარა. 1820 წელს წინ აღუდგა ეგზარქოს თეოფილაქტეს საეკლესიო რეფორმას და შეიფარა იმერეთის აჯანყების მეთაური [[ივანე აბაშიძე (გ. 1822)|ივანე აბაშიძე]]. აჯანყების დამარცხების შემდეგ თურქეთში გადაიხვეწა.
==პოლიტიკა==
ცნობილი იყო გონებითა და განათლებით. დედანში კითხულობდა ბერძენ და ლათინ ავტორებს. ქაიხოსრო [[მამია V გურიელი]]ს მცირეწლოვანებაში სამთავროს განაგებდა და ფლობდა საშემოქმედლოს ეკლესიის ყმა-მამულს. [[უჩხუბი]]დან რეზიდენცია გადაიტანა შემოქმედის ციხეში. ენერგიული საქმიანობით შეკვეცა ფეოდალთა თვითნებობა და გააძლიერა მთავრის ხელისუფლება. ამისთვის აიღო ლანჩხუთის, ბაილეთის, ლიხაურისა და ასკანის ციხეები. მოიწვია საეკლესიო კრება და აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა (ტყვეებით მოვაჭრეებს სიკვდილით სჯიდა). მოაწესრიგა ვაჭრობა. საგარეო ურთიერთობაში ანტიოსმალურ პოლიტიკას ატარებდა და მხარს უჭერდა გურიის სამთავროს რუსეთთან კავშირს. იმერეთის მეფე სოლომონ II გურიელსა და დადიანს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდებდა, მაგრამ გურიაში სოლომონ II-ს საკმაოდ გავლენიანი მოწინააღმდეგე ჰყავდა სიმონ გურიელის ქვრივის, მარინეს სახით, რომელიც მამის, ზურაბ წერეთლის ჩაგონებით რუსული ორიენტაციის მომხრე იყო და ყოველნაირად უშლიდა ხელს სოლომონ II-ის გავლენის გავრცელებას გურიის სამთავროზე და მისი გეგმების შესახებ საქმის კურსში აყენებდა რუსეთის ხელისუფლებას.
==ოჯახი==
|