ბასილი II: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
|ხელმოწერა =
}}
'''ბასილ II ბულგართმმუსვრელი''' (დ. [[958]] — გ. [[15 დეკემბერი]], [[1025]]) — [[ბიზანტიის იმპერატორების სია|ბიზანტიის იმპერატორი]] [[976]]-[[1025]] წლებში. თანამედროვეები ბასილ უმცროსს და ბასილ პორფიროგენიტოსს უწოდებდნენ, რათა განესხვავებინათ მისი წინაპრის [[ბასილი I (ბიზანტია)|ბასილ]] მაკედონიელისგან.
 
მისი მმართველობის პირველი ეტაპი იყო დომინირებული სამოქალაქო ომებით [[ანატოლია|მცირე აზიაში]], რომლის ჩახშობა მან მოახერხა. ამის შემდეგ მოახდინა იმპერიის სტაბილიზაცია, ექსპანსია და საიმპერატორო ძალის გაზრდა. მუდმივი ომების მიუხედავად, მან თავი გამოიჩინა, როგორც ძლიერმა მმართველმა და გააფართოვა ბიზანტია. ბასილმა 40 წლიანი ომი გააჩაღა [[ბულგარელები]]ს წინააღმდეგ. ომში გამარჯვების შედეგად მთლიანად დაიმორჩილა და იმპერიას მიუერთა [[ბულგარეთის იმპერია]]. მისი ბრძანებით ბიზანტიელებმა 15 ათასი ბულგარელი ტყვე დააბრმავეს. ამ სისასტიკის გამო იმპერატორს „ბულგართმმუსვრელი“ (იგივე ბულგართმჟლეტი) უწოდეს. ბასილის წყალობით [[1018]] წელს ბულგარეთი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. [[1021]]-[[1023]] წლებში შეებრძოლა [[გიორგი I (საქართველოს მეფე)| გიორგი I-ს]], რომელიც დაამარცხა და ქართველებს წაართვა [[ტაო-კლარჯეთი]]ს დიდი ნაწილი.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
[[კატეგორია:ბიზანტიის იმპერატორები]]
[[კატეგორია:დაბადებული 958]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 15 დეკემბერი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1025]]
[[კატეგორია:მაკედონელთა დინასტია]]