ფრენსის იანგჰაზბენდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 53:
 
==საზოგადოებრივი მოღვაწეობა==
სახელმწიფო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ იანგჰაზბენდი დასახლდა [[ლონდონი|ლონდონში]], სადაც მრავალი საზოგადოებრივი მოძრაობის მონაწილე გახდა. 1919 წელს ის აირჩიეს სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრად. ხოლო 1921 წელს სათავეში ჩაუდგა [[ევერესტი]]ს შესწავლის კომიტეტს. უკანასკნელად ის ხელმძღვანელობდა ევერესტის დაპყრობის პირველი ბრიტანული ექსპედიციის მომზადებას.
 
ასაკმა და [[ტიბეტი]]ს სამხედრო ექსპედიციის შესახებ მოგონებებმა, გააძლიერა იანგჰაზბენდის რელიგიური და მისტიური გრძნობები. მან დააარსა რელიგიის მსოფლიო კონგრესი, რომლის საქმეებით სიკვდილამდე იყო დაკავებული.
 
==გარდაცვალება==
1942 წ. ივლისში იანგჰაზბენდმა ბირმინგემში რელიგიის საერთაშორისო კონგრესზე გამოსვლის შემდეგ გადაიტანა ინსულტი. ის გარდაიცვალა გულის უკმარისობით 1942 წლის 31 ივლისს მადლენ ლისის (Madeline Lees) სახლში, სოფელ ლიტჩეტ მინსტერში, დორსეტში. იგი დაკრძალეს სოფლის ადგილობრივ სასაფლაოზე.