ცვალებადობათა ფორმები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7:
სავსებით ერთნაირი გენოტიპის მქონე ინდივიდები განსხვავებულ გარემო პირობებში განვითარებისას, ზოგიერთ შემთხვევაში ფენოტიპით განსხვავდებიან. გამოწვეული ნაირგვარობას მოდიფიკაციურს უწოდებენ. იგი შემდეგი ნიშნებით ხასიათდება: 1. გარემო ფაქტორის მოქმედებით ადეკვატური ცვლილების წარმოქმნა; 2. ცვლილება მასიურია, ახალ გარემოში პოპულაციის დიდ ნაწილს აქვს შეცვლილი ფენოტიპი; 3. ცვლილება შექცევადია, საწყის პირობებში დაბრუნებისას ინდივიდებს უბრუნდებათ თავდაპირველი ფენოტიპი; 4. მრავალი მოდიფიკაცია ხანმოკლეა.
 
ყველა ნიშანი და თვისება მემკვიდრულად დეტერმინირებულიაგანსაზღვრულია. მემკვიდრულად გადაეცემა არა ნიშნები და თვისებები, არამედ გენები, რომლებიც განსაზღვრავენ გარკვეული ნიშან-თვისებების შესაძლო განვითარებას. მცენარის მწვანე შეფერილობა გენოტიპში არა მარტო ქლოროფილის მასინთეზებელი გენების თანაპოვრებაზეა დამოკიდებული, არამედ აუცილებელია სინათლეც. ადამიანის ნორმალური განვითარება დამოკიდებულია როგორც გენოტიპზე, რომელიც ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ მიმდინარეობას განსაზღვრავს, ასევე გარემო პირობათა განსაზღვრულ კომპლექსზეც. მაგ.; ავიტამინოზის ან ჰიპოვიტამინოზი ორსულ ქალებში იწვევს ნაყოფის «მგლის ხახას» განვითარებას.
 
ორგანიზმის გენოტიპით განსაზღვრულ უნარს (გერემო პირობების გავლენით ნიშნის გამოვლენის ხარისხი გარკვეულ ფარგლებში რომ შეიცვალოს) რეაქციის ნორმა ეწოდება. ამრიგად რეაქციის ნორმად მიჩნეულია ის ფარგლები, რომელშიაც შესაძლებელია მოხდეს ფენოტიპის ცვლილება გენოტიპის ცვლილების გარეშე.