მიხეილ ჯავახიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
[[1901]] წელს [[საქართველო]]ში დაბრუნდა. პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ [[1903]] გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“ ([[1904]]) და „გლეხს“ ([[1906]]). მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას რეპრესიების გამო (სტატიათა ციკლი „გლეხის წერილები“). ჯავახიშვილის ადრინდელი, [[1903]]—[[1908]] წლებში გამოქვეყნებული მოთხრობები („ჩანჩურა“, „მეჩექმე გაბო“, „კურკას ქორწილი“) გულწრფელ თანაგრძნობას უღვივებდა მკითხველს უბრალო ადამიანებისადმი. თემატური სიახლით, მამხილებელი და ჰუმანისტური პათოსით, რეალისტური კოლორიტით აღბეჭდილი ეს მოთხრობები ახალი სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში.
 
ჯავახიშვილი რეალისტური თვალით ხედავდა სოციალურ მანკიერებებს, ყოფით სცენებშიც საზოგადოებრივი ცხოვრების მოურჩენელ წყლულებს წარმოსახავდა. რევოლუციური მოძრაობის განვითარება გამოიხატა მოთხრობაში „ჯილდო“. ქართული ლიტერატურული კრიტიკა ([[რცხილაძე, გრიგოლ|გ. რცხილაძე]], [[აბაშიძე, კიტა|კ. აბაშიძე]] და სხვა) დიდი მოწონებით შეხვდა ჯავახიშვილის პირველ მოთრხობებს. [[1907]] წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს [[პარიზის უნივერსიტეტი|პარიზის უნივერსიტეტში]] სწავლობდა, იმოგზაურა [[ევროპა]]ში. [[1909]] წელს სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში., ხოლო [[1910]] წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. [[1913]]-მდე [[დონის როსტოვი|დონის როსტოვში]] ცხოვრობდა, [[1913]] კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.
 
===შემოქმედების II პერიოდი ===