ნიკიტა ხრუშჩოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 45:
1929 წელს მოსკოვში ჩაირიცხა მსმენელად სამრეწველო აკადემიაში, სადაც გაიცნო სტალინის მეუღლე [[ნადეჟდა ალილუევა]], რომელიც ამავე აკადემიაში სწავლობდა. 1931 წელს ის აირჩიეს მოსკოვის ბაუმანის რაიკომის პირველ მდივნად. 1932 წლიდან იყო მოსკოვის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, ხოლო 1935 წლიდან მოსკოვის საოლქო პარტიული ორგანიზაციის პირველი მდივანი. 1938 წლის იანვარში გახდა პარტიის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. XVIII ყრილობაზე აირჩიეს საკავშირო ცკ-ს პოლიტბიუროს წევრად. [[დიდი სამამულო ომი]]ს დროს იყო კიევის სამხედრო ოკრუგის სამხედრო საბჭოს წევრი, ჰქონდა გენერალ-მაიორის წოდება. ომის დროს მიიღო სუვოროვის მეორე ხარისხის ორდენი. ომის დროს დაიღუპა მისი შვილი, ლეონიდ ხრუშჩოვი. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის, როგორც მოღალატე, დახვრიტა საბჭოთა ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ ხრუშჩოვი [[სტალინი|სტალინს]] სთხოვდა მის შეწყალებას.<ref>გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ N29 2014 წ.</ref>
 
1946 წელს ის ეწვია ავსტრიას, უნგრეთსა და აღმსავლეთ გერმანიას, სადაც რეპარაციების საკითხი წყდებოდა. 1947 წელს დაინიშნა უკრაინის კპ ცკ-ის პირველ მდივნად. 1949 წელს დაინიშნა მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად. პარალელურად გახდა საკავშირო ცკ-ს მდივანი და ძალია დაუახლოვდა სტალინს ამ უკანასკნელის სიცოცხლის ბოლო თვეებში. სტალინის სიკვდილის შემდეგ კრემლის სათავაშემო მოსულმა 1956 წლის 25 თებერვალს გამართულ დახურულ სხდომაზე ხრუშჩოვმა დაგმო „პიროვნების კულტი“ და გააკრიტიკა სტალინი. ხრუშჩოვმა ამით დარტყმა მიაყენა სტალინის თანამებრძოლებს მოლოტოვს, კაგანოვიჩს, მიქოიანს, მალენკოვს, ვოროშილოვს, რომელთა პრეზიდიუმში ყოფნა მას ხელს უშლიდა და მოამზადა ნიადაგი მათი ხელისუფლებიდან მოცილებისთვის. 1956 წლის 9 მარტს მან თბილისში დაარბია პროსტალინური სტუდენტური დემონსტრაცია. 1961 წელს სკკპ XXII ყრილობაზე მიღებულმა პარტიის ახალმა პროგრამამ გამოაცხადა [[კომუნიზმი]]ს დადგომა 1980-იანი წლებისთვის.
 
1964 წელს ხრუშჩოვმა 9 თვე გაატარა საზღვარგარეთ მოგზაურობაში. ამით ისარგებლა პარტიული ელიტის ერთმა ჯგუფმა და მოამზადა ხრუშჩოვის ჩამოცილება ხელისუფლებიდან. მათ მიიმხრეს სკკპ ცკ მეორე მდივანი [[ლეონიდ ბრეჟნევი]] და თავდაცვის მინისტრი მალინოვსკი. 1964 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს „ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“.
 
== იხილეთ აგრეთვე ==