მადამ დე მონტესპანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
იგი იყო უძველესი ფრანგული არისტოკრატიული გვარის, როშეშუარის წარმომადგენელი, თუმცა მეფესთან ხანგრძლივი რომანის გამო, მონტესპანს ბევრი "ნამდვილ დედოფალს" ეძახდა. სამეფო საყვარლობის წლების მანძილზე, სამეფო კარზე მთელი ძალაუფლება მას ჰქონდა ხელში.
 
მისი ეგრედ წოდებული "მეფობა" გრძელდებოდა 1667 წლიდან 1680-იან წლებამდე. იგი მეფე ლუის მისი ძმის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ის წყალობით გაეცნო, რომელიც ფრანსუაზთან ცეკვავდა ლუვრის სასახლეში ბალზე. ცნობილია, რომ იგი აქტიურად მონაწილეობდა ვერსალის სასახლეში მიმდინარე "შხამების რომანში", რაშიც მოიაზრება ის წლები, როდესაც სასახლეში მასობრივად წამლავდნენ ადამიანებს. მას ხშირად ადარებდნენ მის კოლეგას, ასევე მის თანამედროვე ბარბარა ვილიერს, რომელიც ინგილისინგლისის მეფე ჩარლზ II-ის საყვარელი იყო.
 
მონტესპანის შთამომავლები შემდგომში მეფობდნენ ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ბულგარეთსა და პორტუგალიაში.
ხაზი 62:
 
1674 წელს ფრანსუაზ ათენა უკვე ოფიციალურად გამოეყო თავის ქმარს და თავისუფალი ცხოვრება დაიწყო, მაგრამ ისინი ოფიციალურად მაინც ცოლ-ქმრად რჩებოდნენ.
[[ფაილი:Madame de Montespan by Pierre Mignard.jpg|მარცხნივ|მინი|318x318პქ|მონტესპანი 1670 წელს]]
 
მარკიზა დე მონტესპანს მალევე აუმხედრდა სრულიად კათოლიკური ეკლესია, რომელსაც 1675 წლიდან დედოფალიც შეუერთდა. მღვდლები პირდაპირ წირვებზე აკრიტიკებდნენ მას, პაპი და ეპისკოპოსები კი მეფეს დაუყოვნებლივ მოუწოდებდნენ გათხოვილ ქალთან რომანის შეწყვეტას და საკუთარ ცოლთან დაბრუნებას. ერთ-ერთი ასეთი წირვისას დიაკვანმა განაცხადა: "განა ეს მადამი სკანდალში არ ჰხვევს სრულიად საფრანგეთს? მიატოვე შენი უწმინდური ცხოვრების წესი და მიუძღვენი საკუთარი თავი ყოვლად უმაღლესი იესო ქრისტეს მსახურებას..." თუმცა თავად მეფე, ეკლესიის ამ რჩევა-დარიგებებს ყურსად არ უგდებდა და მონტესპანთან რომანს განაგრძობდა.
 
== სამეფო სკანდალი და დაცემა ==
[[ფაილი:Louis XIV of France.jpg|მინი|340x340პქ|ლუი XIV]]
 
=== შხამების რომანი ===
ეგრედ წოდებული შხამების რომანი 1677 წლის სექტემბერში დაიწყო და იქცა "მონტესპანის მეფობის" დასასრულად. ცნობილია, რომ მონტესპანი მეფეზე კონტროლის შესანარჩუნებლად ყოველ ღონეს ხმარობდა, საბოლოოდ კი ადამიანების მოწამვლასაც კი არ ერიდებოდა, ხოლო როდესაც მეფე ჰერცოგინია დე ფორტანჟეთი დაინტერესდა, მან უკანასკნელ ზომებს მიმართა. თანდათანობით, მონტესპანი დედოფალ მარია ტერეზას უმცროს ფრეილინობამდე ჩამოქვეითდა, რამაც მისი უკიდურესი გაბოროტება გამოიწვია. სულ მალე, სანამ მეფე მას ოფიციალურ საყვარლად აღიარებდა, მადამ დე ფორტანჟე 1681 წელს გარდაიცვალა. ბევრი ამტკიცებდა, რომ იგი მოწამლეს, თუმცა სხეულის გაკვეთამ მოწამვლა არ დაადასტურა, მაგრამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა ქალის უცებადი გარდაცვალება მაინც ბევრ ეჭვს ბადებდა.
[[ფაილი:Messenoire.jpg|მარცხნივ|მინი|251x251პქ|ჩვილის მსხვერპლშეწირვა მონტესპანისა და მამა ეტიენის მონაწილეობით]]
მართალია ფრანსუაზ ათენა დიდხანს ფიქრობდა მთელი ამ შხამების რომანში ჩაბმაში, თუმცა ბოლოს იგი მაინც არ ჩაება. შხამების რომანი ამ პერიოდს იმიტომ ეწოდა, რომ ზედიზედ რამდენიმე წლის მანძილზე, ვერსალის სასახლეში ყოველდღიურად რამდენიმე ადამიანი იღუპებოდა მოწამვლის შედეგად. ამ საქმის გამოძიება ლუი XIV-მ საკუთარი პოლიციის მთავარ გენერალ გაბრიელ ნიკლა დე ლა რეინოს ანდო, რომელმაც დაადგინა, რომ მონტესპანმა 1665 წლის ზაფხულში პარიზში, ცხობილი საწამლავების დამამზადებელ კატრინ მონვუაზინისაგან შეიძინა საქონელი. ცნობილი გახდა ისიც, რომ ფრანსუაზი და კატრინი ეშმაკისეულ რიტუალებს ასრულებდნენ უღრან ტყეში, რაც მას მეფეზე გავლენის მოხდენაში ეხმარებოდა. რიტუალის წესები კი ნამდვილად სატანისტური იყო, რადგან მასში შედიოდა ახალშობილთა "დაკვლა" და ა.შ. როგორც შემდგომში ახსნეს, სწორედ ამიტომ იყო ლუი XIV მონტესპანის ასეთი დიდი გავლენის ქვეშ. რეინომ მალევე იმ ტყეში დიდი გათხრები დაიწო და 2, 500-მდე ჩვილი ბავშვის დამარხული ჩონჩხი აღმოაჩინა. როგორც ჩანს, კატრინი ამ გზით მხოლოდ ფრანსუაზს არ ეხმარებოდა. 1666 წელს მონტესპანმა ეკლესიიდან განკვეთილ მღვდელს, ეტიენ გიბურგს მიმართა, რომელთან ერთადაც კიდევ ერთი სატანისტური რიტუალი შეასრულა, რომელშიც იგულისხმებოდა მონტესპანის შიშველ სხეულზე ეშმაკისეული ლოცვების თანხლებით ჩვილი ბავშვის მოკვლა და შემდეგ მისი სისხლის ფრანსუაზის სხეულზე დასხმა. როგორც ჩანს, მსგავსმა რიტუალმა გაამართლა, რადგან 1667 წლიდან მონტესპანი უკვე ლუი XIV-ის სამეფო საყვარელი იყო და ლუიზა დე ლა ვალიერი მათი შვილის აღმზრდელადაც კი იქცა. მონტესპანის მდგომარეობას კიდევ ის ამძიმებდა, რომ ამ საქმის გახსნიდან მალევე მინისტრი დე რეინო მოწამლეს, მისი გარდაცვალებიდან სულ მალე კი თავად დე რეინოს ცოლიც აღარ დაინდეს.
[[ფაილი:MarqsMontespan v1 Best.jpg|მინი|365x365პქ|მარკიზა დე მონტესპანის გამოსახულებიანი თოჯინა ჯორჯ სტიუარტის ცნობილი "მონარქთა თოჯინების" კოლექციიდან, ინახება ისტორიული ფიგურების გალერეაში]]
მალე თავად მეფის მოწამვლაც კი სცადეს, რომელსაც საწოლის თეთრეული მოუწამლეს, თუმცა იგი იმით გადარჩა, რომ იმ ღამით საყვარელთან იყო. ასეთ მძიმე ფონზე ბრალი ფრანსუაზს დასდეს, თუმცა იგი უდანაშაულო იყო. ცნობილია, რომ მას მართლაც შეუყვარდა მეფე, ხოლო ის ვისაც ნამდვილად სურდა ლუის მოკვლა იყო მისი ერთ-ერთი საყვარელი კლაუდია დე ვინ დე ელიტეზი, რომელსაც მეფესთან ერთი ვაჟი ჰყავდა, რომელიც ლუიმ სხვა უკანონო შვილების მსგავსად ლეგიტიმურად არ სცნო. როგორც ცნობილი გახდა კლაუდიას ეხმარებოდა ლუის კიდევ ერთი ყოფილი საყვარელი ოლიმპია მანჩინი, სუასონის გრაფინია, რომელიც გამოირჩეოდა თავისი მიდრეკილებით ინტრიგებისკენ.
 
1680 წელს სამეფო კარზე კიდევ ერთი სკანდალი აგორდა, თუმცა ამჯერად მონტესპანი არაფერშუაში იყო. ამჯერად გავრცელდა ჭორი, თითქოს დედოფალ ანა ავსტრიელს ლუი XIV და ფილიპ I არა ლუი XIII-ისგან არამედ საყვარლისაგან ჰყავდა, რაც სამოქალაქო ომსა და დინასტიის შეცვლას მოასწავებდა, თუმცა მეფის მინისტრებმა — ლუვუამ და კოლბერმა ეს საქმე კარგად მიჩქმალეს.
 
=== გაძევება ===
1691 წელს მადამ დე მონტესპანს მოეხსნა სამეფო საყვარლის წოდება და საბოლოოდ მეფემ იგი სამეფო კარიდანაც კი გააძევა. მას მოეხსნა სამეფო პენსია, რომელიც ნახევარ მილიონ ფრანკს შეადგენდა. როდესაც ფრანსუაზი სამეფო კარს ტოვებდა, ცნობილია, რომ როდესაც მან თავისი სტატუსი და ძალაუფლება დაკარგა, გახარებულმა დედოფალმა მარია ტერეზამ თავის რძალ ლიზელოტა პფალცელს ღიმილიანი სახით უთხრა: "აი რა ემართება სისხლით მოპოვებულ ძალაუფლებას". ფრანსუაზ ათენა სამუდამოდ გამოკეტეს მონაზვნად, ფონტერვუდის სააბატოში, სადაც ასევე ლუის წინამორბედი საყვარელი, ლუიზა დე ლა ვალიერი იმყოფებოდა, თუმცა მონტესპანისგან განსხვავებით იგი აქ თავისი სურვილით იყო. სწორედ აქ გაატარა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ფრანსუაზმა, სადაც როგორც ამბობდნენ იგი ძალიან იტანჯებოდა და გამუდმებით ვერსალში დაბრუნებაზე ოცნებობდა.
 
=== გარდაცვალება ===
მადამ დე მონტესპანისათვის სიცოცხლის უკანასკნელი წლები ნამდვილი სასჯელი იყო. მისი შვილის ნაადრევად გარდაცვალებამ კი იგი საბოლოოდ გაანადგურა. ფრანსუაზ ათენა დე როშეშუარი გარდაიცვალა 1707 წლის 27 მაისს, 66 წლის ასაკში. ცნობილია, რომ იმ მრავალწლიანი ურთიერთობისადმი პატივისცემის ნიშნად სამგლოვიარო ტანისამოსიც კი ჩაიცვა.
== გარეგნობა და პიროვნება ==
 
== მემკვიდრეობა ==
=== შთამომავლები ===
=== შატო დე კლანი ===
=== ფაიფურის მხატვრობა ===
=== მოდა ===
=== სამეფო კარი ===
== ტიტულები ==
 
* '''5 ოქტომბერი 1641 - 28 იანვარი 1663:''' ''მადმუაზელ დე მორტმარი'' ან ''მადმუაზელ დე ტონაი-შარანტი'';
* '''28 იანვარი 1663 - ნოემბერი 1702:''' ''მონტესპანის მარკიზატის მადამი'';
* '''ნოემბერი 1702 - 27 მაისი 1707:''' ''მონტესპანის მარკიზატის ქვრივი მადამი'';
 
== შვილები ლუი XIV-თან ==
{| class="wikitable"
Line 138 ⟶ 150:
შეეძინა ერთი ვაჟი
|}
 
== მონტესპანი ლიტერატურასა და კულტურაში ==
== ლიტერატურა ==
* See contemporary memoirs of Madame de Sévigné, of Saint-Simon, of Bussy-Rabutin and others; also the proceedings of the Chambre Ardente preserved in the Archives de la Bastille (Arsenal Library) and the notes of La Reynie preserved in the Bibliothèque Nationale.