კაცხის სვეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 77.92.227.227 ცვლილებების გაუქმება (№3264307)
No edit summary
ხაზი 56:
| გეგმა_წარწერა=
}}
'''კაცხის სვეტი''' — კირქვის სვეტისებრი [[დენუდაცია|დენუდაციურიდებილური]] „მოწმე“ — შთენილი კლდე [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[კაცხი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)|კაცხში]], მდინარეების [[კაცხურა|კაცხურისა]] ([[ყვირილა|ყვირილის]] მარჯვენა შენაკადი) და [[ღვითორი (მდინარე)|ღვითორი]]ს ([[ბუჯა|ბუჯი]]ს მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე.
 
სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად [[მონოფიზიტობა|მონოფიზიტ]] განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული — სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კაცხის_სვეტი“-დან